იღებთ სარგებლობას?
1 დღეს მილიონობით ადამიანს სურს იმის გაგება, თუ როგორ გადალახოს პრობლემები და დატკბეს ბედნიერი ცხოვრებით. ისინი გატაცებით კითხულობენ დამხმარე სახელმძღვანელოებს ან ეძებენ დაჯგუფებებსა და ორგანიზაციებს, რათა მათგან რჩევები მიიღონ ცხოვრების გასაუმჯობესებლად. შესაძლებელია, ზოგიერთმა მიუთითოს კიდეც იმ მცირეოდენ სარგებლობაზე, რომელიც მიიღეს. მაგრამ დღევანდელი ცხოვრების პირობებიდან გამომდინარე, ისწავლეს თუ არა ადამიანებმა მშვიდობიანი, კმაყოფილებით აღსავსე ცხოვრება ადამიანთა მიერ შემუშავებული პროგრამებისა და ინსტრუქციების მეშვეობით? რა თქმა უნდა, არა! (1 კორ. 3:18—20).
2 მეორე მხრივ, ჩვენი შემოქმედი უსასყიდლოდ აძლევს დამხმარე მითითებებს ყველას, ვინც ისმენს. იეჰოვას სურს, ნებისმიერმა მიიღოს სარგებლობა მისი სწავლებებიდან. ის დიდსულოვნად უზრუნველგვყოფს თავისი ღვთივსულიერი სიტყვით, რათა კაცობრიობას სამართლიანად უხელმძღვანელოს და ამიტომ კეთილი ცნობა მისი სამეფოს შესახებ ეუწყება მთელ დედამიწაზე (ფსალმ. 18:8, 9; მათ. 24:14; 2 ტიმ 3:16). ნამდვილად ბედნიერი ცხოვრება უშუალოდ დაკავშირებულია იმასთან, თუ რამდენად ყურად ვიღებთ იეჰოვას მცნებებს (ეს. 48:17, 18).
3 იეჰოვას ხელმძღვანელობა ბევრად აღემატება ნებისმიერ დამხმარე წიგნს ან თვითგაუმჯობესების პროგრამას, რომლებსაც წუთისოფელი გვთავაზობს. ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ნამდვილი დახმარება და ხანგრძლივი სარგებლობა, თუ სრულად ვიყენებთ ღვთის სიტყვაში მოცემულ იეჰოვას რჩევებს და იმას, რასაც მის ორგანიზაციაში ვსწავლობთ (1 პეტ. 3:10—12).
4 სარგებლობა მიიღე კრების შეხვედრებიდან. დღეს იეჰოვა ნამდვილ ინტერესს ავლენს ჩვენდამი იმით, რომ გვასწავლის თავის გზებს; და ჩვენ სარგებლობას ვიღებთ, თუ ყურადღებას ვამახვილებთ მის მითითებებზე. ყოველკვირეული ხუთი შეხვედრა იეჰოვას მოსიყვარულე მზრუნველობაზე მეტყველებს. როცა კრების შეხვედრებს ვესწრებით, ღვთის შესახებ ჩვენი შემეცნება იზრდება. ჩვენ ვსწავლობთ, როგორ დავიცვათ თავი ბოროტებისგან იეჰოვასთან დაახლოებით. ამის გამო სულით ვმხნევდებით.
5 გარდა ამისა, სხვა სარგებლობაც გვაქვს. კრების შეხვედრებზე შეგვიძლია ‘ვიყოთ გაშლილნი’ (2 კორ. 6:13). ეს კრებაში სხვების გაცნობას ნიშნავს. ჩვენ სარგებლობას ვიღებთ ერთმანეთის გამხნევებით, როგორც ამის შესახებ მოციქული პავლე სწერდა თავის წერილში რომაელებს (რომ. 1:11, 12). ებრაელებისადმი მიწერილ წერილში ის რჩევას აძლევს მათ, რომლებსაც ჩვეულებად ექცათ ქრისტიანული შესაკრებლის მიტოვება (ებრ. 10:25, 26).
6 სხვების კეთილდღეობით დაინტერესება უშუალოდ დაკავშირებულია უდიდეს სიხარულთან. ჩვენ მოგვიწოდებენ, ვეძებოთ საშუალებები, რომ წვლილი შევიტანოთ სხვების სიხარულში. ამიტომ ქრისტიანული შეხვედრები სასარგებლოა ჩვენთვის და მათთვის, ვისთანაც ჯანსაღ მეგობრულ ურთიერთობებს ვავითარებთ. ჩვენგან მოითხოვება გულმოდგინე მონაწილეობა ამაში.
7 მოციქულმა პავლემ მსგავსი აზრი მოიხსენია თავის წერილში ტიმოთეს მიმართ, როცა დაწერა: „ღვთისმოსაობაში გაიწვრთენ თავი“ (1 ტიმ. 4:7, სსგ). ჰკითხე საკუთარ თავს: „მე თუ ვწვრთნი საკუთარ თავს? ვიღებ სარგებლობას იქიდან, რასაც კრების შეხვედრებზე ვსწავლობ? ჩვენი პასუხები დადებითი იქნება, თუ ყურადღებას ვამახვილებთ კრებაში მოსმენილზე და ვცდილობთ ნასწავლის გამოყენებას. შეგვიძლია მომხსენებელი ძმების მიღმა რწმენის თვალებით დავინახოთ თავისი ხალხის დიდებული მასწავლებელი, იეჰოვა ღმერთი (ეს. 30:20, აქ).
8 თეოკრატიული სამსახურის სკოლა და სამსახურებრივი შეხვედრა. ეს ორი შეხვედრა გვეხმარება, რომ ეფექტურები ვიყოთ ქრისტიანულ მსახურებაში. ზუსტად ამ მიზანს ემსახურება თეოკრატიული სამსახურის სკოლა, სადაც მოწაფეები რეგულარულად იღებენ მითითებებსა და რჩევა–დარიგებებს. შენ შესაძლებლობა გეძლევა, ცხადყო შენი წარმატება, როგორც მომხსენებელმა და ღვთის სიტყვის მასწავლებელმა. სკოლიდან მეტი სარგებლობის მისაღებად საჭიროა, ჩაეწერო მასში, დაესწრო, რეგულარულად მიიღო მონაწილეობა და მთელი გულით შეასრულო დავალებები. იქ მოცემული რჩევების მიღება და გამოყენება წინსვლაში დაგეხმარება.
9 სამსახურებრივი შეხვედრა ყურადღებას ამახვილებს ქრისტიანული მსახურების მნიშვნელოვნებაზე და გვიჩვენებს, როგორ შეგვიძლია მონაწილეობა მივიღოთ მოწაფეების მომზადების საქმეში. იღებთ შენ და შენი ოჯახი სრულ სარგებლობას ამ ორ შეხვედრაზე გადმოცემული მასალიდან? ერთი ქრისტიანი ცოლ–ქმარი აღნიშნავს: „ერთ–ერთ სამსახურებრივ შეხვედრაზე მოვისმინეთ, რომ საჭირო იყო, მთელ ოჯახს განგვეხილა ყოველდღიური მუხლი. ჩვენ ამას მანამდე არ ვაკეთებდით, ახლა კი უკვე დავიწყეთ“. მიიღეს აქედან მათ რამე სარგებლობა? ისინი აღიარებენ: „მაგიდასთან ჩვენი საუბრები უფრო სასიამოვნო გახდა. უკვე აღარ ვკამათობთ სადილის დროს“. პატარა ბავშვები თუ იღებენ სარგებლობას? დიახ. დედა ამბობს: „ცხადია, რომ ჩვენს შვილებზე შეხვედრებმა დიდი გავლენა იქონია. ერთხელ ჩვენი ექვსი წლის ვაჟი ტყუილში გამოვიჭირეთ. მაგრამ იმ კვირას დამმოძღვრავი მოხსენება ტყუილს შეეხებოდა. დამნაშავის გამომეტყველებით გადახედა თავის მამას და შეიშმუშნა. ის ყველაფერს მიხვდა და მას შემდეგ პრობლემები არ გვქონია“.
10 პიონერ დას, როგორც თავად თქვა, ახარებს ის, რომ რჩევები ჩვენი მსახურების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით სამსახურებრივ შეხვედრაზე გვეძლევა. რატომ? ის განმარტავს: «ჩემი მსახურება მონოტონური გახდა. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ „ჩვენს სამეფო მსახურებაში“ მოცემულ რჩევებს ვერავინ გამოიყენებს. მაგრამ სამსახურებრივ შეხვედრაზე მოვისმინე, რომ უნდა ვეცადოთ მათ გამოყენებას და ენთუზიაზმით ავივსე, ასე მოვქცეულიყავი. ამან კი ჩემი მსახურება საინტერესო გახადა!». რამდენიმე კვირის შემდეგ, რაც მან დაიწყო ბიბლიის შესწავლის შესახებ რჩევის გამოყენება, პირველივე შეხვედრისას შეძლო ბიბლიის შესწავლის დაწყება გოგონასთან, რომელიც ღმერთს დახმარებას სთხოვდა.
11 როდესაც უსმენ ბიბლიურ რჩევაზე დაფუძნებულ მოხსენებას, რომელიც შენს პირად არჩევანს ეხება, არ გრძნობ, რომ იეჰოვა პირადად შენ გესაუბრება? ერთმა ძმამ იგრძნო ეს. მან თქვა: „ამას წინათ ერთ შეხვედრაზე ძმა მოხსენებაში განიხილავდა ქრისტიანისთვის მისაღები და მიუღებელი გართობის ფორმებს. მე მიყვარდა ტელევიზორის ყურება მაშინ, როდესაც კრივს გადმოსცემდნენ. ამ შეხვედრის შემდეგ დავასკვენი, რომ სპორტის ეს სახეობა გართობის იმ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, რომელიც ქრისტიანებისთვის არ იყო მართებული. ასე რომ, მას შემდეგ აღარ ვუყურებ“. დიახ, თუმცა ამ ძმამ ძალადობის მიმართ სიყვარული განივითარა, მორჩილად დაექვემდებარა იეჰოვას ხელმძღვანელობას (ფს. 10:5).
12 საჯარო მოხსენება, „საგუშაგო კოშკის“ შესწავლა და კრების წიგნის შესწავლა. ყოველკვირეული საჯარო მოხსენებები სხვადასხვა ბიბლიურ საკითხს აშუქებს. რას გაძლევს ეს მოხსენებები? ერთი ქრისტიანი ქმარი აღნიშნავს მიღებულ სარგებლობას: „ერთ–ერთ საჯარო მოხსენებაში განიხილებოდა სულის ნაყოფები. გამომსვლელმა მოიხსენია საკუთარი თავი და აღნიშნა, რომ ამ ნაყოფების გამოსამუშავებლად რომელიმე თვისებას ირჩევს და მთელი კვირა მუშაობს მის განვითარებაზე. კვირის ბოლოს კი ფიქრობს, თუ როგორ გამოავლინა ეს თვისება ყოველდღიურ ცხოვრებაში. მომდევნო კვირის მანძილზე ახლა სხვა თვისებაზე იწყებს მუშაობას. მე მომეწონა ეს რჩევა და დავიწყე მისი გამოყენება“. ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენების რა შესანიშნავი მაგალითია!
13 „საგუშაგო კოშკის“ შესწავლა ცხოვრების სხვადასხვა სიტუაციაში ბიბლიური პრინციპების გამოყენებას გვასწავლის. ეს კი, ცხოვრებისეული საზრუნავის მიუხედავად, მშვიდი გულისა და გონების შენარჩუნებაში გვიწყობს ხელს. „საგუშაგო კოშკის“ შესწავლა გვეხმარება, ფეხდაფეხ მივყვეთ ჭეშმარიტების მზარდ შემეცნებას. მაგალითად, განა არ მივიღეთ სარგებლობა 1999 წლის 1 მაისის „საგუშაგო კოშკის“ სტატიებიდან, სათაურით „ეს უნდა მოხდეს“ და „იფხიზლეთ და იბეჯითეთ!“? პირადად შენ როგორ გეხმარება ეს შესწავლები? აჩვენებ შენი მოქმედებით, რომ იესოს გაფრთხილება, რომელიც მომავალს ეხება, შეეხო შენს გულს? ემზადები მომავალი გამოცდისთვის, როცა დავინახავთ „‘გატიალების სიბილწეს’, წმიდა ადგილზე მდგომს“? (მათ. 24:15—22). ნათელყოფს შენი მიზნები და ცხოვრების წესი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია არა მატერიალური ნივთების დაგროვება, არამედ იეჰოვას სახელის განწმენდა? განა „საგუშაგო კოშკის“ შესწავლაზე არ ვსწავლობთ, რომ ახლავე მივიღოთ სარგებლობა?
14 დაფიქრდი, თუ რამდენ რამეს ვსწავლობთ ყოველკვირეულად კრების წიგნის შესწავლაზე. ამჟამად ჩვენ ბიბლიურ წიგნ „დანიელის წინასწარმეტყველებას“ განვიხილავთ. ამ ოთხი თვის მანძილზე, რაც ამ წიგნს განვიხილავთ, ნუთუ არ ვამჩნევთ, როგორ იზრდება ჩვენი რწმენა ყოველკვირეულად? იეჰოვას საყვარელი წინასწარმეტყველის, დანიელის, მსგავსად, ჩვენც ვიძლიერებთ რწმენას, რათა შევძლოთ სირთულეების ატანა.
15 იეჰოვა გვასწავლის ბედნიერად ცხოვრებას. ჩვენ შევძლებთ მრავალი გულისტკივილის თავიდან აცილებას, თუ ყურად ვიღებთ ღვთის მცნებებს. გარდა ამისა, ჩვენი ცხოვრება სასიხარულო ხდება. იეჰოვას ხელმძღვანელობისადმი დამორჩილებით არა მხოლოდ დავაკვირდებით, არამედ მონაწილეობასაც მივიღებთ მის საქმეში. ისინი კი, ვინც ღვთის საქმეს ასრულებენ, ბედნიერი ადამიანები არიან (1 კორ. 3:9; იაკ. 1:25).
16 დაფიქრდი, როგორ შეგიძლია კრების შეხვედრებზე მოსმენილის გამოყენება (იოან. 13:17). ემსახურე ღმერთს დიდი ენთუზიაზმით მთელი გულიდან გამომდინარე. შენი სიხარული გაიზრდება. შენი ცხოვრება გაუმჯობესდება და აზრით აღსავსე გახდება. დიახ, შენ შეგიძლია სარგებლობა მოუტანო საკუთარ თავს.