შეკითხვების ყუთი
◼ ვინ უნდა წაიკითხოს განცხადებები სამსახურებრივ შეხვედრაზე?
სამსახურებრივი შეხვედრის ამ ნაწილის მიზანია, კრებას დაწვრილებით ეცნობოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია დავალებული მსახურების შესასრულებლად. ზოგი განცხადება შეხსენებაა და მეორდება ყოველკვირეულად. მიუხედავად ამისა, ყველა განცხადება ნათლად უნდა იყოს გადმოცემული. არც ერთი არ უნდა წაიკითხონ სწრაფად ან მონოტონურად.
შესაძლოა, ზოგი განცხადება უხუცესის მიერ უნდა იქნეს წაკითხული. ასეთ შემთხვევაში თავმჯდომარე ზედამხედველის პასუხისმგებლობაა, შეარჩიოს გამოცდილი ძმა ცნობის გადასაცემად, თუმცა სხვა ძმა წაუძღვება გეგმით მოცემულ განცხადებებს.
როდესაც წერილი შეიცავს ინფორმაციას კრებისთვის და ამავე დროს მითითებებს მხოლოდ უხუცესებისთვის, უხუცესმა უნდა წაიკითხოს მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც კრებას ეხება. საზოგადოების ზოგიერთი წერილი, რომელიც კრებისთვის განსაკუთრებულ მითითებებს შეიცავს, უმჯობესია, გამოცდილმა უხუცესმა წაიკითხოს. ასეთი წერილები შეიძლება შეიცავდეს სპეციალურ მიმართვას ძმებისადმი, რომ მონაწილეობა მიიღონ წერილობით კამპანიაში, რათა დაეხმარონ ძმებს, რომლებიც დევნას განიცდიან. ზოგიერთ წერილში შეიძლება იყოს დაწვრილებითი ინფორმაცია ისეთი მომავალი თეოკრატიული ღონისძიებების შესახებ, როგორებიცაა: სარაიონო ზედამხედველის მონახულება, სარაიონო და საოლქო კონგრესები.
ზოგჯერ, როდესაც მნიშვნელოვანი განცხადება კეთდება კრების კეთილდღეობასთან დაკავშირებით, იგი ნათლად უნდა იყოს გადმოცემული. უკეთესი იქნება, თუ ასეთ განცხადებებს უხუცესი გააკეთებს.
განცხადებები გასაგებად და კონკრეტულად უნდა იყოს გადმოცემული, იმისდა მიუხედავად, უხუცესი აკეთებს ამას თუ სამსახურებრივი თანაშემწე. ამ მითითებების შესრულება ხელს შეუწყობს კრებისთვის ხელმძღვანელობის სათანადოდ გაწევას, ისე რომ, ყველა ერთად წავიწევთ წინ (ფსალმ. 132:1; 1 კორ. 14:8, 9, 40).