იეჰოვას კურთხევა გვამდიდრებს
1 ადამიანის წარმატება ხშირად მისი ხელფასით განისაზღვრება. ამიტომაც მრავალი მდიდრებს ყველაზე ბედნიერ და კმაყოფილ ადამიანებად მიიჩნევს. მაგრამ ისინი, ვინც ფიქრობს, რომ ფულს ბედნიერება მოაქვს, ცდებიან (ეკლ. 5:12). მატერიალურად ‘გამდიდრების მსურველთა’ სიხარული დიდხანს არ გრძელდება (1 ტიმ. 6:9). ამის საპირისპიროდ, იეჰოვას მსახურებს ნამდვილი სიხარული გააჩნიათ და ისინი მსოფლიოში უმდიდრესი ხალხია (იგავ. 10:22; გამოცხ. 2:9). როგორ?
2 ჩვენი სიმდიდრე. ჩვენ გვაქვს სულიერი წვდომა და ღვთის სიტყვის, ბიბლიის, გაგება. თავისი მიწიერი ორგანიზაციის მეშვეობით ჩვენი განუწყვეტელი სარგებლობისთვის იეჰოვა კვლავ და კვლავ გვასწავლის თავისი თავისა და საკუთარი ძის შესახებ. ზუსტი გაგება შესაძლებლობას გვაძლევს, დავუახლოვდეთ იეჰოვას და სიამოვნება ვპოვოთ მასთან ახლო ურთიერთობაში (იაკ. 4:8). ცუდისა და კარგის გარჩევის უნარი და ღვთის კანონებისადმი მორჩილება გვიცავს გარკვეული დაავადებებისა და საფრთხისგან. გვჯერა, რომ ის, რითაც იეჰოვა უზრუნველგვყოფს, შედეგად ღვთისმოსაწონ კმაყოფილებასა და სულის სიმშვიდეს მოგვანიჭებს (მათ. 6:33).
3 ჩვენ ვხარობთ მშვიდობითა და ერთიანობით სულიერ საძმოსთან ერთად, რადგან ვავითარებთ ღვთის სულის ნაყოფებს. რადგან სიყვარულის მძლავრი კავშირით ვართ გაერთიანებული, არასდროს ვგრძნობთ თავს ღვთისგან ან ჩვენი ძმებისგან მიტოვებულად გაჭირვების დროს (გალ. 6:10, სსგ).
4 ჩვენ ცხოვრების ნამდვილი აზრი და მიზანი გვაქვს. ჩვენთვის დიდი უპირატესობაა კეთილი ცნობის შესახებ ქადაგების მსოფლიო საქმიანობაში მონაწილეობის მიღება. ამას ხანგრძლივი სიხარული მოაქვს, როცა ვეხმარებით სხვებს, კარგი ურთიერთობა განავითარონ ღმერთთან და ჩვენთან ერთად წმინდა თაყვანისმცემლობით ემსახურონ მას. ჩვენი ფასდაუდებელი საუნჯე ანუ მსახურება პატივს მიაგებს იეჰოვას, და მისი სახელის განწმენდაში მონაწილეობა კმაყოფილებას გვანიჭებს. ჩვენ ვინარჩუნებთ დადებით განწყობილებას, რადგან ვიცით, რომ მომავალთან დაკავშირებული იმედი მალე შესრულდება.
5 გამოვავლინოთ მადლიერება. დაე ყოველთვის მადლიერი ვიყოთ იეჰოვას კურთხევებისთვის, რომელთა წყალობითაც ჩვენ ნამდვილად ყველაზე მდიდარი ხალხი ვართ დედამიწაზე (იგავ. 22:4). ყოველდღიურად იფიქრე იმაზე, თუ რა გაგვაჩნია, რაც აღგვძრავს, მადლიერება გამოვავლინოთ იეჰოვას დიდი სიყვარულისადმი და კვლავაც დავამტკიცოთ მისადმი განსაკუთრებული ერთგულება.