მიმდინარე მოვლენები ინტერესის აღსაძრავად გამოიყენე
1 გსურს თუ არა, რომ ყოველთვის თადარიგში გქონდეს კარგი აზრები, რომლებიც შენს მსახურებას სიახლეს შესძენს და ბიბლიური ცნობისადმი ინტერესს აღუძრავს ადამიანებს? მაშინ საუბრის დასაწყებად მსოფლიოში ან შენს ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენები გამოიყენე. შენ შეგიძლია მოიყვანო ცნობები ადგილობრივი და სახელმწიფოში არსებული ან საერთაშორისო მიმდინარე მოვლენების შესახებ. ისინი მუდმივად ცვალებადია (1 კორ. 7:31). განვიხილოთ მომდევნო მაგალითები.
2 ეკონომიკური პრობლემები და საარსებო სახსრები ნამდვილ საზრუნავს წარმოადგენს ადამიანებისთვის. ასე რომ, შეგიძლია უთხრა:
◼ „მოუსმინეთ ახალ ამბებში ინფორმაციას [მოიხსენიე საკითხი], რომ ფასები კვლავ მატულობს?“. ან შეგიძლია მოიხსენიო უმუშევრობის საკითხი, თუ რომელიმე ფირმამ მრავალი მუშა დაითხოვა სამსახურიდან. იმისდა მიხედვით, თუ როგორ აპირებ საუბრის გაგრძელებას, შეგიძლია ჰკითხო ორიდან ერთ-ერთი: „არასდროს დაინტერესებულხართ, რატომ არის ასე რთული თავის რჩენა?“ ან „როგორ ფიქრობთ, საარსებო წყაროს შოვნა ყოველთვის სიძნელეებთან იქნება დაკავშირებული?“.
3 საუბრისთვის საფუძვლის ჩასაყრელად მოიხსენიე ძალადობა, როგორიცაა ოჯახებში ან სკოლის მოსწავლეებს შორის არსებული ტრაგიკული სიტუაციები. შეგიძლია ჰკითხო:
◼ „გაზეთში თუ წაიკითხეთ მომხდარის შესახებ [მოიხსენიე ადგილობრივ მომხდარი ტრაგედია]?“. შემდეგ აქედან ერთ-ერთი კითხვა დაუსვი: „როგორ ფიქრობთ, არსებობს მსოფლიოში ამდენი ძალადობის გამომწვევი მიზეზი?“ ან „როგორ ფიქრობთ, დადგება ოდესმე დრო, როდესაც თავს უსაფრთხოდ ვიგრძნობთ?“.
4 ინტერესის აღსაძვრელად აგრეთვე გამოდგება ცნობები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობების, მიწისძვრების ან სამოქალაქო არეულობების შესახებ. მაგალითად, შეგიძლია ჰკითხო:
◼ „ღვთისგან მომდინარეობს [დაასახელე რომელიმე სტიქიური უბედურება]?“. ან შეგიძლია მოიხსენიო ბოლო ხანებში მომხდარი სამოქალაქო არეულობა და უთხრა: „თუ ყველას მშვიდობა სურს, რატომ არის ამის მიღწევა ასე რთული?“.
5 თვალყური ადევნე მიმდინარე მოვლენებს, რომელთა გამოყენებაც საუბრის დასაწყებად შეგიძლია. დამხმარე რჩევები მოცემულია მე-3, 4 გვერდებზე ქვესათაურით „მიმდინარე მოვლენები“ ბროშურაში „როგორ დავიწყოთ და გავაგრძელოთ ბიბლიურ თემაზე საუბარი“. ამავე დროს მოერიდე რომელიმე პოლიტიკური ან საზოგადოებრივი თვალსაზრისის მხარდაჭერას. ნაცვლად ამისა, ყურადღება გაამახვილე ბიბლიასა და ღვთის სამეფოზე, როგორც კაცობრიობის პრობლემების საბოლოოდ მოგვარების ერთადერთ საშუალებაზე.