თეოკრატიული სამსახურის სკოლა 2001 წელს
1 მრავალი ბიბლიური მიზეზი არსებობს იმისა, თუ რატომ უნდა მიიღოთ ყოველმა ჩვენგანმა შეძლებისდაგვარად სრული მონაწილეობა თეოკრატიული სამსახურის სკოლაში (იგავ. 15:23; მათ. 28:19, 20; საქ. 15:32; 1 ტიმ. 4:12, 13; 2 ტიმ. 2:2; 1 პეტ. 3:15).
2 სკოლაში უკვე დიდი ხანია არსებობს ბიბლიის ყოველკვირეული კითხვის პროგრამა. ეს დღეში ბიბლიის დაახლოებით ერთი გვერდის წაკითხვას მოიცავს. ამ წლიდან დაწყებული, ბიბლიის კითხვა აგრეთვე გათვალისწინებული იქნება ყოველი იმ კვირისთვის, როცა წერილობითი გამეორებაა დაგეგმილი. ბიბლიის დამატებითი კითხვა, რომელიც ამ ბოლო სამ წელს იყო შეტანილი გეგმაში, დასრულდა. მაგრამ, თუ გსურს იმაზე მეტი წაიკითხო, ვიდრე გეგმით არის გათვალისწინებული, შეგიძლია კითხვის საკუთარი პროგრამა შეადგინო.
3 დავალება №2 ძმებს ღვთის სიტყვის საჯაროდ კითხვისთვის ამზადებს (1 ტიმ. 4:13, აქ). როდესაც წასაკითხად გეძლევა დავალება, ხმამაღლა ივარჯიშე. საზოგადოების მიერ გამოშვებული აუდიოკასეტების მოსმენით, რომლებზეც ბიბლიის ტექსტია ჩაწერილი, შეგიძლია გაიუმჯობესო წარმოთქმა, ხმის ინტონაცია და სხვა ასპექტები, რომლებიც კარგი კითხვისთვის არის აუცილებელი.
4 დავალება №3 და №4 დაფუძნებულია წიგნზე „ყველაზე დიდებული ადამიანი“, დავალება №4 დაფუძნებულია აგრეთვე წიგნზე „ახალგაზრდების შეკითხვები“. თუ მოცემული მასალა უფრო მეტია, ვიდრე ამის განხილვას შენთვის განკუთვნილ დროში მოასწრებ, შეარჩიე ის ინფორმაცია, რომელიც უფრო პრაქტიკული იქნება თქვენი კრების ტერიტორიაზე. შეგიძლია გამოიყენო ნებისმიერი პირობითი სიტუაცია, რომელიც დამახასიათებელია თქვენი ტერიტორიისთვის.
5 შეძლებისდაგვარად ეცადე, გულმოდგინედ შეასრულო ყველა დავალება სკოლაში. დრო გამოუყავი კარგად მომზადებას და მთელი გულით ისაუბრე. შენ გამხნევების წყარო იქნები კრებისთვის და პირად სარგებლობას მიიღებ 2001 წელს თეოკრატიული სამსახურის სკოლაში მთელი გულით მონაწილეობით.