საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 1/01 გვ. 1
  • იყავი კარგი მსმენელი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იყავი კარგი მსმენელი
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2001
  • მსგავსი მასალა
  • „დაუკვირდით, როგორ ისმენთ“
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
  • როგორ გვხელმძღვანელობს იეჰოვა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2000
  • კრების შეხვედრებს სარგებლობა მოაქვს ახალგაზრდებისთვის
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2000
  • როგორ გავუმკლავდე უყურადღებობას?
    გამოიღვიძეთ! — 1998
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 2001
km 1/01 გვ. 1

იყავი კარგი მსმენელი

1 ყურადღებით მოსმენის უნარს გამომუშავება სჭირდება. აგრეთვე საჭიროა, მსმენელს იმის სურვილი ჰქონდეს, რომ მოსმენილიდან ისწავლოს და სარგებლობა მიიღოს. ამიტომ იესომ ხაზი გაუსვა იმის საჭიროებას, რომ ‘დავუკვირდეთ, როგორ ვისმენთ’ (ლუკ. 8:18).

2 ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა კრების შეხვედრებსა და კონგრესებს ვესწრებით. ამ დროს გვესაჭიროება გულისყურით მოსმენა (ებრ. 2:1). აქ მოცემულია ზოგიერთი რჩევა, რომლებიც დაგეხმარება, ქრისტიანულ შეხვედრებზე კარგი მომსმენი იყო.

◼ დააფასეთ შეხვედრების მნიშვნელობა. ისინი მთავარი საშუალებაა, რომლითაც ‘იეჰოვა გვმოძღვრავს’ ‘ერთგული განმგებლის’ მეშვეობით (ეს. 54:13; ლუკ. 12:42).

◼ წინასწარ მოემზადე. განიხილე შესასწავლი მასალა და თან იქონიე ბიბლია და შესასწავლი პუბლიკაცია.

◼ განსაკუთრებით ეცადე, ყურადღებით იყო შეხვედრების განმავლობაში. უნდა მოვერიდოთ გვერდით მჯდომთან საუბარს ან მსმენელების თვალიერებას. ეცადე, შეხვედრის შემდეგ გასაკეთებელ საქმეებზე ან სხვა პირად საკითხებზე ფიქრით არ მოცდე.

◼ გააანალიზე მოსმენილი. ჰკითხე საკუთარ თავს: როგორ მეხება ეს მე? როდის შემიძლია ამის გამოყენება?

◼ მოკლედ ჩაიწერე მთავარი პუნქტები და ბიბლიური მუხლები. ეს დაგეხმარება განხილულ მასალაზე გონების მოკრებაში და მოგვიანებით მთავარი აზრების გახსენებაში.

3 ასწავლე ბავშვებს მოსმენა. ბავშვებს სულიერი დამოძღვრა ესაჭიროებათ (რჯლ. 31:12). ძველ დროს ღვთის ხალხში ‘ყველას, ვისაც გაგების უნარი შესწევდა’ ყურადღებით უნდა მოესმინა, როდესაც ღვთის რჯული იკითხებოდა (ნეემ. 8:1—3). თუ მშობლები მონაწილეობენ კრების შეხვედრებზე და ყურადღებით ისმენენ, მათი შვილებიც იმავეს გააკეთებენ. გონივრული არ იქნებოდა ბავშვების გასართობად სათამაშოებისა და გასაფერადებელი ალბომების შეხვედრებზე მიტანა. საჭიროების გარეშე საპირფარეშოში სიარულიც ხელს შეუშლის ბავშვებს მოსმენაში. რადგან „ყმაწვილის გულში სიბრიყვე ბუდობს“, მშობლებმა სერიოზულად უნდა მიაქციონ ყურადღება იმას, რომ მათი შვილები შეხვედრებზე წყნარად ისხდნენ და უსმინონ (იგავ. 22:15).

4 თუ კარგი მომსმენები ვიქნებით, დავამტკიცებთ, რომ ნამდვილად გონიერები ვართ და გვსურს, ‘სიბრძნე შეგვემატოს’ (იგავ. 1:5).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება