სამსახურებრივი შეხვედრის გეგმა
8 იანვრით დაწყებული კვირა
სიმღერა 90
7 წთ.: ადგილობრივი და შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“.
18 წთ.: როგორ მოვამზადოთ შეთავაზებები. მოხსენება და ინსცენირებები. ბროშურიდან „როგორ დავიწყოთ და გავაგრძელოთ ბიბლიურ თემაზე საუბარი“ მიმოიხილე მე-2 გვერდზე მოცემული ძირითადი აზრები. ახსენი, როგორ შეგვიძლია შევარჩიოთ შეთავაზებები, რომლებიც ჩვენი სასაუბრო სტილისთვის, პიროვნებისა და ტერიტორიისთვის შესაფერისი იქნება. მიმოიხილე ზოგიერთი სანიმუშო შეთავაზება, რომელთა გამოყენებაც შეიძლება ბროშურის „რას მოითხოვს“ შეთავაზებისას და ინსცენირება გაუკეთე ერთ ან ორ მათგანს (იხილე 1997 წლის აპრილის „ჩვენი სამეფო მსახურება“, გვერდი 8). ყველა წაახალისე, რომ გამოიყენონ რჩევები ბროშურიდან „როგორ დავიწყოთ და გავაგრძელოთ ბიბლიურ თემაზე საუბარი“ და „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“.
20 წთ.: „იყავი კარგი მსმენელი“. მოხსენება და განხილვა მსმენელებთან ერთად. მიმოიხილე პუნქტები „სკოლის სახელმძღვანელოდან“, გვერდები 27, 28, აბზაცები 15—17 (რუს.). თუ რამდენად გვახსოვს მოსმენილი, იმით ჩანს, გვაქვს თუ არა მოსმენის ჩვევა. აუდიტორიას სთხოვე, გაიხსენონ განსაკუთრებული პუნქტები, რომლებსაც თეოკრატიული სამსახურის სკოლის მონაწილეები იმ საღამოს შეეხნენ.
სიმღერა 96 და ლოცვა.
15 იანვრით დაწყებული კვირა
სიმღერა 51
15 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. საფინანსო ანგარიში. შეკითხვების ყუთი.
10 წთ.: ადგილობრივი მოთხოვნილებები.
20 წთ.: ყოველდღიურად განიხილავ საღვთო წერილს? მოხსენება და ინტერვიუები. განიხილე 1997 წლის 1 იანვრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდი 13, აბზაცები 12—14. აღნიშნე, თუ რატომ არის გონივრული ყოველღიური მუხლის ოჯახთან ერთად განხილვა. ინტერვიუ აიღე ოჯახის წევრებისგან. თითოეული გაიხსენებს ყოველდღიური მუხლის ბოლოდროინდელ განხილვას, რომელიც განსაკუთრებით სასარგებლო იყო. აგრეთვე აღნიშნავენ, თუ რატომ იყო სასარგებლო. ხაზი გაუსვი იმას, რომ ეს უნდა იყოს ოჯახური შესწავლის რეგულარული ნაწილი, რომელიც ჩვენი ოჯახის წევრების განმტკიცებასა და მთელი ოჯახის მსახურებაში აქტიურად მონაწილეობას შეუწყობს ხელს.
სიმღერა 67 და ლოცვა
22 იანვრით დაწყებული კვირა
სიმღერა 29
7 წთ.: ადგილობრივი განცხადებები.
13 წთ.: „ანათებდეს თქვენი ნათელი“a. ჩართე კომენტარები 1997 წლის 1 ივნისის „საგუშაგო კოშკიდან“, გვერდი 15, აბზაცები 12, 13. წაახალისე ყველა, რომ დამოწმების ყოველი შესაძლებლობა გამოიყენონ.
25 წთ.: ჩვენს ჯანმრთელობაზე სიყვარულით ზრუნვა. გამოცდილი უხუცესის მოხსენება. შეხვედრის შემდეგ 16 წლისა და უფროსი ასაკის მონათლულ მაუწყებლებს შეუძლიათ მიიღონ ახალი ბლანკი „სამედიცინო განკარგულება“, ხოლო ქრისტიან მშობლებს, რომლებსაც 16 წლამდე ასაკის ბავშვები ჰყავთ, შეუძლიათ მათთვის მიიღონ ბლანკი „პირადობის მოწმობა“. აუცილებელი არ არის ამ საბუთების იმ დღესვე შევსება. იმისათვის, რომ დოკუმენტი იურიდიულად ძალაში შევიდეს საჭიროა ყურადღებით გაეცნოთ მის შინაარსს, შეიტანოთ ზუსტი მონაცემები, მიუთითოთ თარიღი, შემდგომ კი ხელი მოაწეროთ ნებისმიერი ორი მოწმის თანდასწრებით, რომლებიც თავიანთი ხელმოწერებით დაადასტურებენ, რომ საბუთი შევსებულია შეგნებულად და საკუთარი სურვილით. ხელმოწერამდე კარგი იქნებოდა შეგემოწმებინათ, რომ საბუთი ბოლომდეა შევსებული. იურიდიული თვალსაზრისით როგორც საბუთის შინაარსი, ასევე თავად საბუთი მაუწყებლებისთვის აუცილებლობას არ წარმოადგენს. კანონით ყველას აქვს უფლება ისარგებლოს ან არ ისარგებლოს ამ ბარათით და შინაარსი სურვილისამებრ შეცვალოს. ბლანკები მოცემულია სისხლის გადასხმასთან დაკავშირებული იეჰოვას მოწმეთა პოზიციის გათვალისწინებით. ეს ადამიანს ეხმარება სისხლის გადასხმის გარეშე ხარისხიანი სამედიცინო დახმარების მიღების უფლების განხორციელებაში, განსაკუთრებით კი საგანგებო შემთხვევების დროს (საქ. 15:28, 29; იგავ. 22:3ა). მაგრამ გადაწყვეტილებას ყველა დამოუკიდებლად იღებს. ბროშურაში „როგორ შეუძლია სისხლს შენი სიცოცხლის ხსნა“ აღნიშნული იყო, რომ „საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილებას იღებ შენ, ავადმყოფი ან მშობელი. რატომ? იმიტომ რომ ამ შემთხვევაში საქმე ეხება შენს (ან შენი შვილის) ორგანიზმს, სიცოცხლეს, ეთიკის ნორმებს და, რაც ყველაზე მთავარია, ღმერთთან ურთიერთობას“. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად 16 წლის ასაკს მიღწეულ ადამიანს აქვს უფლება, საკუთარ მკურნალობასთან დაკავშირებით თავად მიიღოს გადაწყვეტილება. ამიტომ 16 წლის მონათლულ მაუწყებლებს შეუძლიათ დამოუკიდებლად შეავსონ თავიანთი დოკუმენტი. 16 წლისა და უფროსი ასაკის მოუნათლავ მაუწყებლებს შეუძლიათ შეადგინონ საკუთარი საბუთი, შეცვალონ ბლანკში მოცემული ტექსტი თავიანთი მდგომარეობიდან და მრწამსიდან გამომდინარე. „პირადობის მოწმობა“ ბავშვებისთვის ძირითადად განკუთვნილია იმ შემთხვევისთვის, როცა ორივე მშობელი იეჰოვას მოწმეა. თუ მშობელი მარტოხელაა ან ერთ-ერთი მშობელი არ არის იეჰოვას მოწმე და ამასთანავე არ იზიარებს მეუღლის თვალსაზრისს, მაშინ ტექსტი უნდა შეიცვალოს კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით. ეს საბუთი მეორე მშობელს არ ართმევს უფლებას, იქონიოს თავისი დამოკიდებულება შვილის სამედიცინო მკურნალობასთან დაკავშირებით. ყველა შემთხვევაში, კანონის თვალსაზრისით, ბავშვის ინტერესებია მთავარი. მოსახერხებელი რომ იყოს, მაუწყებელს შეუძლია თავისი მდგომარეობისა და შეხედულებების შესაბამისად წინასწარ შეავსოს ბარათი და ხელი მოაწეროს მას მის მიერ არჩეული მოწმეების თანდასწრებით.
სიმღერა 1 და ლოცვა
29 იანვრით დაწყებული კვირა
სიმღერა 139
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. მაუწყებლებს შეახსენე, ჩააბარონ იანვრის ანგარიშები. მოიხსენიე თებერვალში შესათავაზებელი ლიტერატურა და წიგნები, რომლებიც კრებას აქვს მარაგში.
15 წთ.: უკეთესად გაიცანი შემოქმედი. მოხსენება დაფუძნებული იქნება 1999 წლის 15 ივნისის „საგუშაგო კოშკზე“, გვერდები 24—26. ინტერესი აღძარი წიგნის „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“ შესწავლისადმი. წაახალისე მოზარდები, რომ მონაწილეობა მიიღონ წიგნის შესწავლაზე ამ წიგნის ყოველკვირეულ განხილვაში. ყველას სურს, რეგულარულად დაესწროს შესწავლას და გულით არის მოწადინებული შეძლებისდაგვარად მეტი გაიგოს ჩვენს დიდებულ შემოქმედზე.
20 წთ.: „მშობლებო — ჩაუნერგეთ შვილებს კარგი ჩვევები“. მოხსენება და ინტერვიუ მშობლებთან, რომელთა შვილებიც სულიერად არ მოიკოჭლებენ. მშობლები მსჯელობენ იმაზე, თუ რას აკეთებენ იმისათვის, რომ მათმა შვილებმა მონაწილეობა მიიღონ სამქადაგებლო მსახურებაში. თუ დრო საშუალებას მოგცემს, მოხსენებაში ჩართე რჩევები წიგნიდან „ოჯახური ბედნიერება“, გვერდები 55—59.
სიმღერა 149 და ლოცვა.
5 თებერვლით დაწყებული კვირა
სიმღერა 168
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები.
15 წთ.: „იყავი სიტყვის ბედნიერი შემსრულებელი“b. ახსენი, თუ რა გვმატებს სიხარულს ღვთისათვის მსახურებაში, როგორც ეს ახსნილია 1995 წლის 1 ივლისის „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 25—28, აბზაცები 4, 7, 11, 13, 16.
20 წთ.: თქვენ შეგიძლიათ სასარგებლო გართობაში მიიღოთ მონაწილეობა. ოჯახი განიხილავს 1997 წლის 22 მაისის „გამოიღვიძეთში!“ (რუს.) მოცემულ რჩევას. მამას აფიქრებს ის, თუ რით ერთობა თავისი ოჯახი. სტატიის „რა დაემართა გართობას?“ (გვერდები 4—7) მოკლედ მიმოხილვის შემდეგ, ისინი ყურადღებას გაამახვილებენ სხვადასხვა სახის სასარგებლო და სასიამოვნო გართობაზე. განიხილე წიგნში „ორგანიზებულნი ვართ ჩვენი მსახურების შესასრულებლად“ (რუს.) 131, 132 გვერდებზე მოცემული მასალა, ქვესათაურით „გართობა“, და 135-ე გვერდზე მოცემული ინფორმაცია, ქვესათაურით „ყველაფერი აკეთეთ ღვთის სადიდებლად“. ხაზგასმით აღნიშნე, თუ რა როლს ასრულებენ მშობლები ამ საკითხში შვილებისთვის ხელმძღვანელობის გაწევის დროს. გარდა ამისა, ხაზი გაუსვი იმის აუცილებლობასაც, რომ ოჯახის წევრებმა მთელი ოჯახის სასარგებლოდ ითანამშრომლონ.
სიმღერა 190 და ლოცვა.
[სქოლიო]
a ერთ წუთზე ნაკლები შესავალი გააკეთე და კითხვა-პასუხებით განაგრძე მიმოხილვა.
b ერთ წუთზე ნაკლები შესავალი გააკეთე და კითხვა-პასუხებით განაგრძე მიმოხილვა.