„ყველანაირი ადამიანი“ გადარჩება
1. რაზეა დამოკიდებული, მოგვიწონებს ღმერთი თუ არა?
1 ღმერთი ადამიანებისადმი წყალობას ავლენს და მათ გადარჩენის შესაძლებლობას აძლევს. იეჰოვას სურს, რომ „ყველანაირი ადამიანი გადარჩეს და ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს“ (1 ტიმ. 2:3, 4). ღმერთი არ უყურებს ჩვენს რასას, სოციალურ მდგომარეობას, უნარიანობას ან გარეგნობას. მისი მოწონების მისაღებად საჭიროა, რწმენა გამოვავლინოთ იესოს მიერ გამოსასყიდად გაღებული მსხვერპლის მიმართ (იოან. 3:16, 36). როგორც ღვთის თანამშრომლები, უნდა გავთავისუფლდეთ ნებისმიერი წინასწარ შექმნილი აზრისგან, რადგან ამის შედეგად შეიძლება უარყოფითად განვეწყოთ ადამიანებისადმი, რომელთა მისაღებადაც იეჰოვა მზად არის.
2, 3. რა დაგვეხმარება, რომ არ განვსაჯოთ ადამიანები გარეგნობის მიხედვით?
2 ნუ განსჯი. იეჰოვა მიუკერძოებელია და უყურებს იმას, თუ როგორები არიან ადამიანები შინაგანად (1 მეფ. 16:7). ის ასევე ხედავს მათ პოტენციალს. ღვთისთვის „სასურველნი“ არიან ის ადამიანები, რომლებიც ისწაფვიან, რომ ასიამოვნონ მას (ანგ. 2:7). ვუყურებთ სხვებს ღვთის თვალით?
3 მსახურების დროს ზოგი ადამიანის გარეგნობამ შეიძლება შეგვაცბუნოს. მათ შეიძლება მოურიდებელი ან დაძონძილი ტანსაცმელი ეცვათ, მოუწესრიგებელი წვერი ჰქონდეთ, ან ცხვირზე ან ტუჩზე სამკაული ეკეთოთ. ზოგს შეიძლება სახლ-კარი არ აქვს. სხვები შესაძლოა უხეშად გვეპყრობიან. ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ისინი ალბათ არასდროს გახდებიან იეჰოვას თაყვანისმცემლები. ამის ნაცვლად, დადებითი განწყობა უნდა გვქონდეს, რადგან „ოდესღაც ჩვენც ვიყავით უგუნურნი, ურჩნი [და] შეცდომაში შეყვანილნი“ (ტიტ. 3:3). თუ გვესმის ეს, უფრო მეტი მონდომებით ვუქადაგებთ ყველას, მათაც კი, ვინც გარეგნობის მიხედვით არ ტოვებს სათანადო შთაბეჭდილებას.
4, 5. რას ვსწავლობთ იესოსა და პავლეს მაგალითებიდან?
4 მაგალითი პირველი საუკუნიდან. იესო ქრისტე ნახულობდა საკმარის დროს იმ ადამიანთა დასახმარებლად, რომელთა მდგომარეობაც სხვების აზრით უიმედო იყო (ლუკ. 8:26—39). იესო ცუდ ქცევაზე თვალს არასდროს ხუჭავდა, მაგრამ მან იცოდა, რომ ადამიანებისთვის ადვილი არ იყო ცხოვრების არასწორი წესის მიტოვება (ლუკ. 7:37, 38, 44—48). ის ხალხს გაგებით ეკიდებოდა და ‘გული ეწვოდა მათ გამო, რადგან უმწყემსო ცხვრებივით იყვნენ’ (მარ. 6:34). შეგვიძლია მივბაძოთ მის მაგალითს უფრო მეტად?
5 მოციქული პავლე ჩაქოლეს, ცემეს და დააპატიმრეს (საქ. 14:19; 16:22, 23). იყო ის ამის გამო განაწყენებული და თვლიდა, რომ ზოგიერთი ერისთვის და ტომისთვის ქადაგება დროის ფუჭი ხარჯვა იყო? არა. მას ესმოდა, რომ ყველა ერში იყვნენ გულწრფელი ადამიანები და მონდომებით ეძებდა მათ. ჩვენც ასევე ვუყურებთ ჩვენს უბანზე მცხოვრებ ადამიანებს, რომელთაც განსხვავებული მდგომარეობა ან კულტურა აქვთ?
6. რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ჩვენმა განწყობამ მათზე, ვინც კრების შეხვედრებზე დასწრებას იწყებს?
6 მიუკერძოებლად განწყობილნი დღეს. ღვთის მრავალი მსახური ბედნიერია იმით, რომ და-ძმებმა, რომლებიც ადამიანს გარეგნობის მიხედვით არ აფასებდნენ, კრებაში გულთბილად მიიღეს ისინი. გერმანიაში ერთ სამეფო დარბაზში მივიდა უსუფთაოდ ჩაცმული მამაკაცი, რომელსაც მოუწესრიგებელი წვერი და ძალიან გრძელი თმები ჰქონდა. ის ხალხში ცუდი სახელით სარგებლობდა. ამის მიუხედავად, შეხვედრაზე ის გულთბილად მიიღეს. ამან მასზე იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა, რომ მომდევნო კვირას ისევ მივიდა შეხვედრაზე. ცოტა ხანში მოიწესრიგა გარეგნობა, თავი დაანება მოწევას და ხელი მოაწერა ქალთან, რომელთანაც ცხოვრობდა. მალე მთელმა ოჯახმა, ბავშვებთან ერთად, იეჰოვას მსახურება დაიწყო.
7. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ ჩვენს მიუკერძოებელ ღმერთს?
7 მოდი მივბაძოთ ჩვენს მიუკერძოებელ ღმერთს და ყველას მივცეთ შესაძლებლობა, საკუთარ თავზე გამოსცადონ ღვთის წყალობა.
[ჩარჩო 3 გვერდზე]
„ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მქმნელი მოსაწონია მისთვის“ (საქ. 10:34, 35).