სამსახურებრივი შეხვედრის გეგმა
შენიშვნა: ზაფხულის თვეების განმავლობაში „ჩვენს სამეფო მსახურებაში“ ჩვეულებრივ დაიბეჭდება სამსახურებრივი შეხვედრის ყოველკვირეული გეგმა. კრებებს შეუძლიათ საჭირო ცვლილებების მოხდენა საოლქო კონგრესზე — „ღვთისმოსაწონი მორჩილება“ — დასწრებასთან დაკავშირებით. თუ საჭიროდ მიიჩნევთ, კონგრესის წინა სამსახურებრივ შეხვედრაზე შეგიძლიათ 15 წუთი გამოყოთ „ჩვენი სამეფო მსახურების“ ამ ნომრის დანართში მოცემული რჩევებისა და შეხსენებების გასამეორებლად, რომლებიც პრაქტიკულია ადგილობრივი ტერიტორიისთვის. კონგრესიდან ერთი ან ორი თვის შემდეგ, სამსახურებრივ შეხვედრაზე (შესაძლოა ადგილობრივი მოთხოვნილებების დროს) 15-20 წუთი დაუთმეთ კონგრესის იმ მნიშვნელოვანი აზრების გამეორებას, რომლებიც მაუწყებლებისთვის დამხმარე აღმოჩნდა სამქადაგებლო მსახურებაში. ერთ-ერთ სამსახურებრივ შეხვედრაზე შესაძლებლობა გვექნება, აღვნიშნოთ, თუ როგორ ვიყენებთ საოლქო კონგრესზე ნასწავლს და როგორ დაგვეხმარა ის, რომ მსახურება უფრო ეფექტური გაგვეხადა.
11 აპრილით დაწყებული კვირა
სიმღერა 4
15 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“. მე-8 გვერდზე მოცემული რჩევის გამოყენებით (თუ შესაფერისია თქვენი ტერიტორიისთვის) აჩვენე, როგორ შევთავაზოთ 15 მარტის „საგუშაგო კოშკი“. შეგიძლიათ სხვა პრაქტიკული შეთავაზებების გამოყენებაც. ინსცენირების დროს მაუწყებელი ქუჩაში ქადაგებს.
15 წთ.: „ერთგულად განაგრძე ქადაგება“a. დრო რამდენის საშუალებასაც მოგცემს, მსმენელებს სთხოვე, მითითებულ მუხლებზე კომენტარები გააკეთონ.
15 წთ.: „კარგის კეთება და გაზიარება“b. აღნიშნე, თუ რა პრაქტიკული საშუალებები არსებობს ადგილობრივ ტერიტორიაზე სხვების დასახმარებლად.
სიმღერა 47 და ლოცვა.
18 აპრილით დაწყებული კვირა
სიმღერა 76
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები.
20 წთ.: „ჩაატარე ნაყოფიერი ბიბლიის შესწავლები“ (ნაწილი 8) c. ჩართე მოკლე ინსცენირება: მაუწყებელი ბიბლიის ახალ შემსწავლელს აძლევს ბროშურას „იეჰოვას მოწმეები — ვინ არიან? რა სწამთ?“. მაუწყებელი ყურადღებას ამახვილებს ბროშურის მე-20 გვერდზე მოცემულ სურათზე და მოკლედ აღწერს საჯარო შეხვედრას; ეუბნება შემდეგი საჯარო მოხსენების სათაურს და დასასწრებად ეპატიჟება.
15 წთ.: აზრიანად ცხოვრება ელექტრონიკის ერაში (ტიტ 2:11, 12). მოხსენება, რომელიც დაფუძნებული იქნება 2002 წლის სექტემბრის „ჩვენს სამეფო მსახურებაზე“, გვერდი 8, აბზაცები 1—7; ასევე 1999 წლის ნოემბრის „ჩვენს სამეფო მსახურებაზე“, გვერდი 5, აბზაცები 24—26 და გვერდი 6, აბზაცები 35, 36. თუ დრო საშუალებას გაძლევს, 1999 წლის ნოემბრის „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“ შეგიძლია გამოიყენო სხვა პრაქტიკული აზრები.
სიმღერა 169 და ლოცვა.
25 აპრილით დაწყებული კვირა
სიმღერა 111
15 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. წაიკითხე საფინანსო ანგარიში და წერილი შესაწირავების დადასტურების შესახებ. შეახსენე მაუწყებლებს, ჩააბარონ აპრილის სამქადაგებლო მსახურების ანგარიში. მე-8 გვერდზე მოცემული რჩევების გამოყენებით (თუ შესაფერისია თქვენი ტერიტორიისთვის) აჩვენე, როგორ შევთავაზოთ 1 აპრილის „საგუშაგო კოშკი“ და 8 აპრილის „გამოიღვიძეთ!“. შეგიძლიათ სხვა პრაქტიკული შეთავაზებების გამოყენებაც. ერთ-ერთ ინსცენირებაში აჩვენე, თუ როგორ შეიძლება საუბრის გაგრძელება, როდესაც გვაწყვეტინებენ და გვეუბნებიან: „არ მაინტერესებს“ (იხილე ბროშურა „როგორ დავიწყოთ და გავაგრძელოთ ბიბლიურ თემაზე საუბარი, გვ. 8). მოიხსენიე ის სტატიები, რომლებიც შეიძლება საინტერესო იყოს ხალხისთვის თქვენს ტერიტორიაზე.
30 წთ.: „შეასხით ხოტბა იეჰოვას დიდ კრებულში“d. წარმოადგენს კრების მდივანი. მოიხსენიე, რომელ კონგრესზეა თქვენი კრება მიწვეული. აბზაცები ისე განიხილეთ, როგორც „საგუშაგო კოშკის“ შესწავლისას. წაიკითხოს დანიშნულმა წამკითხველმა. მიმოიხილე ჩარჩო „შეხსენებები საოლქო კონგრესთან დაკავშირებით“.
სიმღერა 8 და ლოცვა.
2 მაისით დაწყებული კვირა
სიმღერა 148
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. მოკლედ მიმოიხილე მე-6 გვერდზე მოცემული სტატია «შევისწავლოთ ბროშურა „იფხიზლეთ!“». აღნიშნე, რომ ბროშურა ამ გეგმის მიხედვით იქნება განხილული. მოუწოდე ყველას, კარგად მოემზადონ შეხვედრებისთვის და 23 მაისით დაწყებული კვირიდან ყოველკვირეულად მიიღონ მონაწილეობა ამ ბროშურის შესწავლისას.
15 წთ.: ადგილობრივი მოთხოვნილებები
20 წთ.: «„ყველანაირი ადამიანი“ გადარჩება»e. აღნიშნე, თუ როგორ შეიძლება ამ მასალის პრაქტიკულად გამოყენება ადგილობრივ ტერიტორიაზე.
სიმღერა 112 და ლოცვა.
[სქოლიო]
a შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა–პასუხებით განხილვაზე გადადი.
b შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა–პასუხებით განხილვაზე გადადი.
c შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა–პასუხებით განხილვაზე გადადი.
d შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა–პასუხებით განხილვაზე გადადი.
e შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა–პასუხებით განხილვაზე გადადი.