აფასებ შენს სამეფო დარბაზს?
1 „რა კარგია და რა სასიამოვნო, ერთად რომ ცხოვრობენ ძმები ერთობაში!“ (ფსალმ. 133:1). შეხვედრები, რომლებიც სამეფო დარბაზში ტარდება, შესაძლებლობას გვაძლევს, გაერთიანებული ვიყოთ ჩვენს ძმებთან, რათა ერთმანეთი გავამხნევოთ და სიყვარულისა და კარგი საქმეებისთვის წავახალისოთ (ებრ. 10:24, 25).
2 რამდენადაც სამეფო დარბაზი მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ამიტომ უნდა დავფიქრდეთ: ნამდვილად ვაფასებთ მას? სამეფო დარბაზი ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ცენტრია. ამიტომ, მას დიდად უნდა ვაფასებდეთ. ყველანი თავს ვალდებულად უნდა ვთვლიდეთ, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ მის დასუფთავებასა და მოვლაში. დროდადრო ჩვენი წიგნის შესწავლის ჯგუფს ევალება დარბაზის დალაგება. თუ შეგვიძლია ამ საქმეში მონაწილეობის მიღება, უკან არ უნდა დავიხიოთ, რადგან ამით ცხადვყოფთ, რომ ვაფასებთ ჩვენს სუფთა და ლამაზ შეხვედრების ადგილს.
3 ჩვენ შეგვიძლია ვიზრუნოთ სამეფო დარბაზზე მიუხედავად იმისა, ვართ თუ არა მორიგეები. როგორ? მაგალითად, დარბაზში შესვლამდე ფეხებს თუ გავიწმინდავთ, რათა იატაკი არ დავსვაროთ. ეს განსაკუთრებით მაშინ უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც გარეთ ავდარია. ასევე, კარგი იქნება, თუ საპირფარეშოში ყოფნის შემდეგ ქაღალდით გავამშრალებთ უნიტაზს, რათა სხვას ის სუფთად დახვდეს. იმ ძმებს, რომლებიც ლიტერატურაზე არიან პასუხისმგებლები, თავისი წვლილი იმითაც შეაქვთ, რომ არ ტოვებენ ლიტერატურის ცარიელ ყუთებს დარბაზში. ნაგავი ყოველთვის უნდა გადაიყაროს. თუ ვხედავთ იატაკზე ქაღალდს ან სხვა რამეს, კარგია თუ ავიღებთ და სხვას არ დაველოდებით. 2000 წლის ოქტომბრის „ჩვენს სამეფო მსახურებაში“, „შეკითხვების ყუთში“, მოცემული იყო რჩევები, თუ რა უნდა გავაკეთოთ, რომ საინფორმაციო დაფა ყოველთვის მოწესრიგებული იყოს. ძმებმა უნდა ითანამშრომლონ თავმჯდომარე ზედამხედველთან და გაითვალისწინონ ეს რჩევა (km 10/00 გვ. 7).
4 ეს რჩევები კონგრესების დროსაც უნდა გამოვიყენოთ. სადაც არ უნდა ჩატარდეს კონგრესი, ის ადგილი წმინდა თაყვანისცემის ცენტრია და სათანადოდ უნდა დავაფასოთ. წასვლის დროს ყოველთვის უნდა შევამოწმოთ, რომ იქ, სადაც ვისხედით, ნაგავი არ დარჩა. ჩვენ ყურადღებიანები უნდა ვიყოთ და არ დაველოდოთ, რომ ისინი, ვისაც დავალებული აქვთ საკონგრესო ადგილის დალაგება, ჩვენს ნაგავს წაიღებენ.
5 როცა სამეფო დარბაზს რამდენიმე კრება იყენებს. ვინაიდან სამეფო დარბაზის აშენება ძვირი ჯდება, ერთ დარბაზს ხშირად რამდენიმე კრება იყენებს. ქალაქებში ზოგჯერ ერთ სამეფო დარბაზში ხუთი ან ექვსი კრება ატარებს შეხვედრებს. თითოეულმა კრებამ უნდა იზრუნოს სამეფო დარბაზზე; მათ უნდა ესმოდეთ, რომ ეს იეჰოვას საკუთრებაა და მისი თაყვანისცემისთვის გამოიყენება. სამეფო დარბაზის დაფასებით ვავლენთ სიყვარულს როგორც იეჰოვას, ისე იმ ძმების მიმართ, რომლებიც ჩვენს სამეფო დარბაზში იკრიბებიან.
6 ჩვეულებრივ, სამეფო დარბაზს კვირაში ერთხელ ალაგებენ. როცა რამდენიმე კრება იყენებს დარბაზს, საჭიროა მისი დალაგება ყოველი შეხვედრის შემდეგ, რათა შემდეგმა კრებამ სუფთა დარბაზში ჩაატაროს შეხვედრა. ეს იმ დღეებშიც არის საჭირო, როცა შეხვედრები ზედიზედ ტარდება. თუ დრო საშუალებას იძლევა, კარგი იქნება მეორე კრების მოსვლამდე გარკვეულწილად მაინც დასუფთავდეს დარბაზი. თუ ერთი და იმავე დღეს დარბაზს რამდენიმე კრება იყენებს, და არავინ ზრუნავს მის დასუფთავებაზე, ის შეიძლება დღის ბოლოს საკმაოდ ჭუჭყიანი იყოს.
7 როგორც სულიერ საკითხებში ვართ ‘გაერთიანებულნი გონებითა და აზრით’, ასევე ვიყოთ გაერთიანებულნი იმაშიც, რომ დავაფასოთ ჩვენი სამეფო დარბაზი და ვიზრუნოთ მასზე (1 კორ. 1:10).