საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • rs გვ. 97-გვ. 101
  • გამხნევება

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • გამხნევება
  • მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე
  • მსგავსი მასალა
  • სამეფო
    მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე
  • იმედი, რომელსაც ჭეშმარიტი რელიგია გვაძლევს
    გამოიღვიძეთ! — 1999
  • სიცოცხლე აღდგენილ სამოთხეში
    გამოიღვიძეთ! — 2008
  • რა არის ღვთის სამეფო?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2011
იხილეთ მეტი
მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე
rs გვ. 97-გვ. 101

გამხნევება

განმარტება: რაც მხნეობას მატებს და იმედს უნერგავს ადამიანს. გამხნევება ყველას სჭირდება. გამხნევება შეიძლება დახმარების აღმოჩენით ან მადლიერების გამოხატვით. ხშირ შემთხვევაში საჭიროა, დაანახვო ადამიანს, როგორ გაუმკლავდეს რთულ მდგომარეობას, ან იმსჯელო მასთან, თუ რის საფუძველზე უნდა ჰქონდეს უკეთესი მომავლის იმედი. ბიბლია საუკეთესო წყაროა ასეთი გამხნევებისთვის. ქვემოთ მოყვანილი ბიბლიური მუხლებით შეიძლება სხვადასხვა მდგომარეობაში მყოფი ადამიანების გამხნევება. თანაგრძნობის გამოვლენასაც კი ზოგჯერ დიდი ძალა აქვს (რომ. 12:15).

მათთვის, ვინც განსაცდელშია ავადმყოფობის გამო.

გამოცხ. 21:4, 5: «მოსწმენდს [ღმერთი] მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო. ტახტზე მჯდომმა თქვა: „აი, ვქმნი ყველაფერს ახალს“. შემდეგ თქვა: „დაწერე, რადგან ეს სიტყვები სარწმუნო და ჭეშმარიტია“».

მათ. 9:35: „დადიოდა იესო ყველა ქალაქსა და სოფელში, ასწავლიდა . . . ქადაგებდა სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ და კურნავდა ნებისმიერ ავადმყოფობასა და უძლურებას“ (ხალხის განკურნებასთან ერთად, იესო სამეფოს შესახებ ქადაგებდა. ამით დაგვანახვა, თუ რას გააკეთებს ადამიანებისთვის ათასწლიანი მეფობის დროს).

2 კორ. 4:13, 16: „ჩვენც გვწამს . . . ამიტომ სულით არ ვეცემით და თუ ჩვენი გარეგანი კაცი [ფიზიკური სხეული] ჭკნება, შინაგანი დღითი დღე ახლდება“ (შეიძლება ფიზიკურად ვუძლურდებით, მაგრამ სულიერი ძალა გვემატება, როდესაც ღვთის დიდებულ დანაპირებზე ვფიქრობთ).

იხილეთ აგრეთვე ლუკას 7:20—23.

მათთვის, ვისაც ახლობელი დაეღუპა.

ეს. 25:8, 9: «სამუდამოდ შთანთქავს სიკვდილს და ყველა სახიდან მოსწმენდს ცრემლს უზენაესი უფალი იეჰოვა . . . იმ დღეს იტყვიან: „აი ეს არის ჩვენი ღმერთი. მასზე ვამყარებთ იმედს და ის გვიხსნის. ეს არის იეჰოვა. მასზე ვამყარებთ იმედს. ვიხაროთ და ვიმხიარულოთ მისგან ხსნით“».

იოან. 5:28, 29: „ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგან მოდის საათი, როცა ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის ხმას მოისმენენ და გამოვლენ: კარგის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომისთვის, ცუდის მოქმედნი კი — სასამართლოს აღდგომისთვის“.

იოან. 11:25, 26: «იესომ უთხრა: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვისაც მე ვწამვარ, რომც მოკვდეს, გაცოცხლდება, და ყოველი, ვინც ცოცხლობს და ვისაც ვწამვარ, არასოდეს მოკვდება. გწამს ეს?“».

ფსალმ. 146:5, 9: „ბედნიერია . . . ვინც იმედს ამყარებს თავის ღმერთზე, იეჰოვაზე . . . [იეჰოვა] უმამო ბავშვსა და ქვრივს შვებას ჰგვრის“ (ღმერთი დღესვე სიყვარულით ზრუნავს მათზე, ვისაც ახლობელი დაეღუპა).

იხილეთ აგრეთვე ლუკას 7:11—16; 8:49—56.

მათთვის, ვისაც ღვთის ნების შესრულების გამო დევნიან.

ფსალმ. 27:10: „დედ-მამასაც რომ მივეტოვებინე, იეჰოვა ამიყვანდა“.

1 პეტ. 4:16: „თუ ისე მოუწევს ტანჯვა როგორც ქრისტიანს, კი არ რცხვენოდეს, არამედ ადიდებდეს ღმერთს ამ სახელით“.

იგავ. 27:11: „შვილო, იყავი ბრძენი და გული გამიხარე, რომ პასუხი გავცე ჩემს დამცინავს“ (ჩვენი ერთგულებით ვაბათილებთ სატანის ცრუ ბრალდებას, თითქოს დიდი განსაცდელის დროს ღმერთს არავინ ემსახურება).

მათ. 5:10—12: „ბედნიერნი არიან სიმართლისთვის დევნილნი, რადგან მათია ზეციერი სამეფო. ბედნიერნი ხართ, როცა გლანძღავენ, გდევნიან და ყველანაირ ბოროტებას გაბრალებენ ჩემ გამო. იხარეთ და სიხარულით იხტუნეთ, რადგან დიდია თქვენი საზღაური ზეცაში; თქვენამდე მცხოვრებ წინასწარმეტყველებსაც მსგავსად დევნიდნენ“.

საქ. 5:41, 42: „[მოციქულები] კი წავიდნენ სინედრიონიდან და უხაროდათ, რომ მისი სახელის გულისთვის შეურაცხყოფის ღირსნი გახდნენ. ტაძარში და კარდაკარ ყოველდღე დაუღალავად ასწავლიდნენ და აუწყებდნენ სასიხარულო ცნობას ქრისტე იესოზე“.

ფილ. 1:27—29: „ოღონდ მოიქეცით ქრისტეს შესახებ სასიხარულო ცნობის ღირსად . . . არაფერში უშინდებით მოწინააღმდეგეებს. ეს იმის დადასტურებაა, რომ ისინი დაიღუპებიან, თქვენ კი გადარჩებით. ეს ღვთისგანაა, რადგან თქვენ გხვდათ წილად პატივი ქრისტეს გულისთვის, რომ არა მხოლოდ გერწმუნათ იგი, არამედ გეტანჯათ კიდეც მისი გულისთვის“.

მათთვის, ვინც გულგატეხილია უსამართლობის გამო.

ფსალმ. 37:10, 11: „კიდევ ცოტა და აღარ იქნება ბოროტი; დააკვირდები მის ადგილს და აღარ იქნება იგი. თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას და გაიხარებენ დიდი მშვიდობით“.

ეს. 9:6, 7: „შეგვეძინა შვილი, მოგვეცა ძე, რომლის მხარზეც იქნება ხელმწიფობა. დაერქმევა მას საოცარი მრჩეველი, ძლიერი ღმერთი, მარადიული მამა, მშვიდობის მთავარი. მისი ხელმწიფობა განივრცობა და მშვიდობას ბოლო არ ექნება დავითის ტახტზე და მის სამეფოში მის განსამტკიცებლად და სამართლიანობითა და სიმართლით მის შესანარჩუნებლად, ახლაც და მარადიულადაც. ლაშქართა ღვთის, იეჰოვას მოშურნეობა გააკეთებს ამას“.

დან. 2:44: „იმ მეფეების დროს ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც არასოდეს დაიქცევა. ეს სამეფო სხვა ხალხს არ გადაეცემა. ის დააქცევს და ბოლოს მოუღებს ყველა ამ სამეფოს, თავად კი მარადიულად იდგება“.

იხილეთ აგრეთვე ესაიას 32:1, 2; 2 პეტრეს 3:13.

მათთვის, ვინც ეკონომიკურ გაჭირვებას განიცდის.

ეს. 65:21, 22: „ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ მათში, გააშენებენ ვენახებს და შეჭამენ მათ ნაყოფს. არ ააშენებენ სხვის საცხოვრებლად, არ დარგავენ სხვის შესაჭმელად . . . სრულად მოიხმარენ თავიანთ ნახელავს ჩემი რჩეულები“.

ფსალმ. 72:8, 16: „მისი [გამეფებული მესიის] მორჩილები იქნებიან ზღვიდან ზღვამდე და მდინარიდან დედამიწის კიდეებამდე. უხვად იქნება მარცვლეული დედამიწაზე, მთის მწვერვალებზეც უხვად იქნება“.

მათ. 6:33: „ამიტომ უპირველესად ეძებეთ სამეფო და მამის სიმართლე და სხვა დანარჩენი [რაც აუცილებელია] შეგემატებათ“.

რომ. 8:35, 38, 39: „ვინ ჩამოგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს? გასაჭირი, ვაება, დევნა, შიმშილი, სიშიშვლე, საფრთხე თუ მახვილი? რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ვერც სიკვდილი, ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზები, ვერც მთავრობები, ვერც აწმყო, ვერც მომავალი, ვერც ძალები, ვერც სიმაღლე, ვერც სიღრმე, ვერც ვერავითარი სხვა ქმნილება ვერ ჩამოგვაშორებს ღვთის სიყვარულს, რომელიც ჩვენს უფალ ქრისტე იესოშია“.

იხილეთ აგრეთვე ებრაელების 13:5, 6.

მათთვის, ვინც გულგატეხილია საკუთარი სისუსტეების გამო.

ფსალმ. 34:18: „იეჰოვა ახლოს არის გულმოდრეკილებთან და სულგამწარებულებს იხსნის“.

ფსალმ. 103:13, 14: „როგორც მამა იწყალებს შვილებს, იეჰოვაც ისე იწყალებს თავის მოშიშებს. მან კარგად იცის ჩვენი აგებულება და ახსოვს, რომ მტვერი ვართ“.

ნეემ. 9:17: „შენ მპატიებელი, მწყალობელი, გულმოწყალე, რისხვაში ნელი და სიკეთით სავსე ღმერთი ხარ“.

2 პეტ. 3:9, 15: „იეჰოვა არ აყოვნებს დანაპირების შესრულებას, ზოგიერთებს დაყოვნებად რომ მიაჩნიათ, არამედ მომთმენია თქვენდამი, რადგან არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ სურს, რომ ყველამ მოინანიოს. ჩვენი უფლის მოთმინება კი ხსნად მიიჩნიეთ“.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება