შენ შეგიძლია ‘გამდიდრდე’!
1. რატომ უნდა დაფიქრდე პიონერული მსახურების დაწყებაზე?
1 გსურს, ცხოვრებაში უფრო მეტი სიხარული და კმაყოფილება პოვო? გსიამოვნებს სხვების დახმარება? გინდა, უფრო მეტი აკეთო იეჰოვას მსახურებაში? თუ ამ კითხვებიდან რომელიმეს დადებითად უპასუხე, შესაძლოა, ღირდეს, დაფიქრდე პიონერულ მსახურებაზე. თუმცა მხედველობაში უნდა მიიღო შენი ჯანმრთელობა და ოჯახური თუ სხვა პასუხისმგებლობები, რომლებსაც ბიბლია გაკისრებს.
2. მოიხსენიე ზოგი რამ იმ სულიერი სიმდიდრიდან, რასაც პიონერები იძენენ.
2 ღვთის შთაგონებით დაწერილ იგავში სოლომონმა იეჰოვას კურთხევა მატერიალურ სიმდიდრეს დაუკავშირა (იგავ. 10:22). დღეს იეჰოვას კურთხევას ჩვენთვის უმთავრესად სულიერი სიმდიდრე მოაქვს. ასეთ კურთხევებს უხვად იმკიან პიონერები. მაგალითად, ისინი უფრო დიდ სიხარულს განიცდიან იმით, რომ პირადი საქმეებიდან ‘დროის გამოსყიდვის’ ხარჯზე სხვებს ეხმარებიან (კოლ. 4:5; საქ. 20:35). ის, რასაც პიონერები სიყვარულით აკეთებენ, შეუმჩნეველი არ რჩება იეჰოვას და ის დიდად აფასებს მათ შრომას. ‘ზეცაში მოგროვებული ასეთი განძი’ არასოდეს დაკარგავს თავის ფასს (მათ. 6:20; ებრ. 6:10). გარდა ამისა, ღმერთთან მათი ურთიერთობა უფრო მტკიცდება, რადგან ‘სუფთად იცავენ თვალს’, იეჰოვაზე არიან მინდობილნი და სჯერათ, რომ ის იზრუნებს მათ მოთხოვნილებებზე (მათ. 6:22, 25, 32; ებრ. 13:5, 6).
3. რა მკვეთრი სხვაობაა სულიერი და მატერიალური სიმდიდრისკენ სწრაფვას შორის?
3 მატერიალური სიმდიდრისკენ სწრაფვის გამო ადამიანს ხშირად ‘უგუნური და მავნებელი სურვილები’ უვითარდება (1 ტიმ. 6:9, 10; იაკ. 5:1—3). მაგრამ იეჰოვას კურთხევას არასოდეს ახასიათებს მსგავსი რამ. რადგანაც პიონერები დროის მნიშვნელოვან ნაწილს მსახურებაში ატარებენ, ეს ეხმარება მათ, შეინარჩუნონ სულიერი წონასწორობა და ყოველთვის იმაზე იყვნენ კონცენტრირებულნი, რაც უფრო მნიშვნელოვანია (ფილ. 1:10). ერთმა ძმამ, რომელიც პროფესიით ინჟინერია, მიატოვა სამსახური, რადგან ის მთელ დროს ართმევდა მას, და პიონერად მსახურება დაიწყო. მან თქვა: „სამსახურში სტრესი არ მაკლდა, პიონერულმა მსახურებამ კი შვება მომიტანა. ახლა ვეხმარები ადამიანებს და მათ ჭეშმარიტებას ვასწავლი. ამას ჩემთვის ძალიან დიდი კმაყოფილება მოაქვს, თანაც ეს საქმე ძალიან საინტერესოა“.
4. რა გაგებით არიან პიონერები სხვებისთვის კურთხევა?
4 პიონერულ მსახურებას სხვებისთვის კურთხევები მოაქვს: დღეს ყველა „მძიმე, ძნელად ასატან დროში“ ვცხოვრობთ (2 ტიმ. 3:1). ხალხს ძალიან სჭირდება იმედი. სამეფოს მაუწყებლები ხარობენ, როდესაც ხედავენ, რომ სასიხარულო ცნობის მოსმენის შემდეგ ერთ დროს სასოწარკვეთილებაში მყოფ ადამიანებს გულში იმედი ესახებათ. ადვილი წარმოსადგენია, რა დიდ სიხარულს განიცდიან პიონერები იმის გამო, რომ ყოველ წელს 800 საათზე მეტ დროს უთმობენ ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმეს! (1 ტიმ. 4:16).
5, 6. რა შეიძლება დაგეხმაროს პიონერული მსახურების დაწყებაში?
5 გიფიქრია ოდესმე სერიოზულად პიონერული მსახურების დაწყებაზე? პიონერად რომ იმსახურო, შეიძლება საჭირო გახდეს, შედარებით უმნიშვნელო საქმეებისგან ‘ხელსაყრელი დრო გამოისყიდო’ (ეფეს. 5:15, 16). ბევრი ასეც მოიქცა და გაიმარტივა ცხოვრება. სამეფოს ინტერესებისთვის მეტი დრო რომ გამოეყოთ, მათ შეამცირეს ის დრო, რასაც სამუშაოს უთმობდნენ. შეგიძლიათ თქვენც ასე მოიქცეთ?
6 დახმარება სთხოვე იეჰოვას, რომ პრაქტიკული გეგმა შეადგინო პიონერული მსახურებისთვის (იაკ. 1:5). რა კურთხევებს მიიღებ სანაცვლოდ? დიდ სულიერ სიმდიდრეს! იეჰოვა მატერიალური თვალსაზრისითაც გაკურთხებს — ის მოგცემს იმას, რაც გჭირდება (მათ. 6:33). ისინი, ვინც ამ მხრივ ‘გამოსცდიან’ იეჰოვას, „უხვ კურთხევებს“ მოიმკიან (მალ. 3:10).