საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • lr თ. 26 გვ. 137-141
  • რატომ არის რთული კარგის კეთება?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რატომ არის რთული კარგის კეთება?
  • ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან
  • მსგავსი მასალა
  • არ აჰყვე ცდუნებას!
    ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან
  • რატომ იყო იესო დიდებული მასწავლებელი?
    ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან
  • მიჰბაძეთ იესოს და „წინააღმდეგობა გაუწიეთ ეშმაკს“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2008
  • რის კეთებაა ნებადართული შაბათ დღეს
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
იხილეთ მეტი
ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან
lr თ. 26 გვ. 137-141

თავი 26

რატომ არის რთული კარგის კეთება?

ვის უხარებდა გულს სავლე, როცა ცუდ საქმეებს აკეთებდა? ~ სატანა ეშმაკს. თუმცა ეს იუდეველ რელიგიურ წინამძღოლებსაც უხაროდათ. შემდეგ, როდესაც სავლე დიდებული მასწავლებლის მოწაფე და პავლე მოციქული გახდა, რელიგიურმა წინამძღოლებმა შეიძულეს ის. ახლა გესმის, რატომ არის იესოს მოწაფეებისთვის რთული კარგის კეთება? ~

მღვდელმთავარი ანანიას ბრძანებით პავლეს სილა გააწნეს

რა ტანჯვა გადაიტანა პავლემ იმის გამო, რომ კარგ საქმეებს აკეთებდა?

ერთხელ მღვდელმთავარმა ანანიამ ხალხს პავლეს ცემა უბრძანა. ანანია იმასაც ცდილობდა, რომ ის ციხეში ჩაესვა. პავლემ ბევრი იტანჯა მას შემდეგ, რაც იესოს მოწაფე გახდა. მაგალითად, ის ცუდი ადამიანები, რომლებმაც პავლეს სცემეს, დიდი ქვებითაც კი ცდილობდნენ მის ჩაქოლვას (საქმეები 23:1, 2; 2 კორინთელები 11:24, 25).

შესაძლოა ბევრი ეცდება, ისეთი რამე გაგვაკეთებინოს, რაც ღმერთს არ მოსწონს. ამიტომ დაფიქრდი, ძალიან გიყვარს ის, რაც კარგია? ისე ძალიან გიყვარს, რომ მაშინაც მზად ხარ კარგის საკეთებლად, როდესაც ამის გამო სხვებს სძულხარ? განა ამისთვის სიმამაცე არ არის საჭირო? ~

ალბათ გიკვირს, რატომ უნდა ვძულდეთ ადამიანებს კარგის კეთებისთვის? განა მათ ეს უფრო არ უნდა უხაროდეთ? ეს ასეც უნდა იყოს. ხშირად, ხალხს იმიტომ მოსწონდა იესო, რომ კარგ საქმეებს აკეთებდა. ერთხელ ქალაქის მთელმა მოსახლეობამ იმ სახლთან მოიყარა თავი, სადაც იესო იყო. ისინი იმიტომ მივიდნენ იქ, რომ იესო ავადმყოფებს კურნავდა (მარკოზი 1:33).

ზოგჯერ ხალხს არ მოსწონდა, რასაც იესო ასწავლიდა. მიუხედავად იმისა, რომ ის ყოველთვის იმას ასწავლიდა, რაც სწორი იყო, ზოგიერთი აშკარა სიძულვილს გამოხატავდა მისდამი, რადგან ჭეშმარიტებას ლაპარაკობდა. ასე მოხდა იესოს მშობლიურ ქალაქ ნაზარეთშიც. ის შევიდა სინაგოგაში, სადაც იუდეველები ღვთის თაყვანისსაცემად მიდიოდნენ.

აქ იესომ წმინდა წერილებიდან ერთი მონაკვეთი ამოიკითხა და გასაგებად განმარტა. ხალხს მოეწონა მისი ნათქვამი. ისინი გაოცებულები იყვნენ მისი სიტყვებით და ვერ იჯერებდნენ, რომ ეს ახალგაზრდა მათ ქალაქში გაიზარდა.

იესომ კვლავ განაგრძო საუბარი. მან მოიხსენია ის შემთხვევები, როდესაც ღმერთმა განსაკუთრებული წყალობა არაიუდეველების მიმართაც გამოავლინა. ამის გაგონებაზე სინაგოგაში მყოფი იუდეველები ძალიან გაბრაზდნენ. იცი, რატომ? ~ ისინი ფიქრობდნენ, რომ ღმერთი მხოლოდ მათ მიმართ ავლენდა განსაკუთრებულ წყალობას. მათ ეგონათ, რომ სხვა ხალხზე უკეთესები იყვნენ. ამიტომ, ამ სიტყვების გამო შეიძულეს იესო და იცი, რის გაკეთებას უპირებდნენ? ~

ბიბლია ამბობს: ‘ხელი სტაცეს და ქალაქიდან გააგდეს. მთის კიდემდე მიიყვანეს და ციცაბო კლდიდან გადაგდებას უპირებდნენ, რომ მომკვდარიყო. მაგრამ იესომ თავი დაიხსნა მათგან’ (ლუკა 4:16—30).

კაცები იესოს კლდიდან გადაგდებას უპირებენ

რატომ ცდილობს ეს ხალხი იესოს მოკვლას?

ეს რომ შენ დაგმართვოდა, კვლავ დაბრუნდებოდი იმ ადამიანებთან, რომ ღვთის შესახებ გესაუბრა? ~ ამისათვის გამბედაობა დაგჭირდებოდა, არა? ~ იესო ერთი წლის შემდეგ კვლავ დაბრუნდა ნაზარეთში. ბიბლია ამბობს: ის „ხალხს სინაგოგაში ასწავლიდა“. იესოს არ შეუწყვეტია ჭეშმარიტებაზე ლაპარაკი იმ ადამიანების შიშით, რომლებსაც არ უყვარდათ ღმერთი (მათე 13:54).

ერთხელ, შაბათ დღეს, იესო ხელგამხმარ კაცს შეხვდა. ღმერთმა იესოს განკურნების ძალა მისცა. ზოგს არ მოეწონებოდა, იესოს შაბათს რომ განეკურნა ეს კაცი. რა გააკეთა დიდებულმა მასწავლებელმა? ~ მან იკითხა: ‘რომელიმე თქვენგანს ერთი ცხვარი რომ ჰყავდეს და შაბათს ორმოში ჩაუვარდეს, განა არ ამოიყვანს?’

ცხადია, ისინი ორმოში ჩავარდნილ ცხვარს შაბათსაც ამოიყვანდნენ, თუმცა წესით, შაბათს უნდა დაესვენათ. ამიტომ, იესომ თქვა: ‘შაბათს ადამიანს თუ დაეხმარები, ეს უკეთესია, რადგან ის ცხვარზე გაცილებით ძვირფასია!’ ყველასთვის ნათელი გახდა, რომ იესო უნდა დახმარებოდა ამ კაცს და განეკურნა ის!

იესომ უთხრა კაცს, ხელი გაეწოდებინა. მას ხელი მაშინვე გამოუჯანსაღდა. რა ბედნიერი იქნებოდა ის კაცი! მაგრამ სხვებსაც უხაროდათ? ~ ყველას არა. მათ იესო უფრო მეტად შეიძულეს. ისინი წავიდნენ და მისი მოკვლის გეგმა შეადგინეს (მათე 12:9—14).

დღესაც ასეა. რასაც უნდა ვაკეთებდეთ, ყველას ვერასოდეს ვასიამოვნებთ. ამიტომ, უნდა გადავწყვიტოთ, ვის გვინდა ვასიამოვნოთ. თუ გვინდა იეჰოვასა და მის ძეს, იესო ქრისტეს, ვასიამოვნოთ, ყოველთვის ის უნდა ვაკეთოთ, რასაც ისინი გვასწავლიან. საინტერესოა, ვის შევძულდებით, თუ ასე მოვიქცევით? ვინ შეეცდება შეგვაწყვეტინოს კარგის კეთება? ~

სატანა ეშმაკი ცდილობს, შეგვაწყვეტინოს კარგის კეთება. კიდევ ვინ? ~ ისინი, ვინც ეშმაკმა მოატყუა, რათა დააჯეროს, რომ ცუდი საქმეების კეთება კარგია. იესომ თავისი დროის რელიგიურ წინამძღოლებს უთხრა: „თქვენ მამათქვენისგან, ეშმაკისგან, ხართ და მამათქვენის სურვილის შესრულება გსურთ“ (იოანე 8:44).

ეშმაკს ბევრი ადამიანი მოსწონს. იესო მათ „ქვეყნიერებას“ უწოდებს. შენი აზრით, რას გულისხმობს იესო? ~ მოდი წავიკითხოთ იოანეს მე-15 თავის მე-19 მუხლი და გავარკვიოთ: „ქვეყნიერების ნაწილი რომ იყოთ, ქვეყნიერებას ეყვარებოდა თავისი, მაგრამ რადგან ქვეყნიერების ნაწილი არა ხართ, არამედ მე გამოგარჩიეთ ქვეყნიერებისგან, ამიტომ სძულხართ ქვეყნიერებას“.

ასე რომ, ქვეყნიერება, რომელსაც სძულს იესოს მოწაფეები, იმ ადამიანებისგან შედგება, რომლებიც არ არიან იესოს მიმდევრები. რატომ სძულს ქვეყნიერებას იესოს მოწაფეები? ~ აბა, დაფიქრდი. ვინ არის ამ ქვეყნიერების მმართველი? ~ ბიბლია ამბობს: „მთელი ქვეყნიერება ბოროტის ძალაუფლებაშია“. ეს ბოროტი კი სატანა ეშმაკია (1 იოანე 5:19).

ხვდები ახლა, რატომ არის რთული კარგის კეთება? ~ სატანა და მისი ქვეყნიერება გვიშლის ხელს. მაგრამ სხვა მიზეზიც არსებობს. გახსოვს, რა? ~ ამ წიგნის 23-ე თავიდან გავიგეთ, რომ ჩვენ ყველანი ცოდვილები დავიბადეთ. განა შესანიშნავი არ იქნება, რომ მალე აღარ იქნება ცოდვა, ეშმაკი და მისი ქვეყნიერება? ~

ოჯახი ახალ ქვეყნიერებაში გადადის

რა მოელით ახალ ქვეყნიერებაში მათ, რომლებიც კარგ საქმეებს აკეთებენ?

ბიბლია გვპირდება: „გადადის ქვეყნიერება“. ეს ნიშნავს, რომ ყველა, ვინც დიდებული მასწავლებლის მიმდევარი არ არის, აღარ იარსებებს. ისინი ვერ იცოცხლებენ მარადიულად. იცი, ვინ იცოცხლებს მარადიულად? ~ ბიბლია ამბობს: „ღვთის ნების შემსრულებელი ... სამარადისოდ რჩება“ (1 იოანე 2:17). დიახ, ღვთის ახალ ქვეყნიერებაში მხოლოდ ისინი იცხოვრებენ მარადიულად, რომლებიც კარგ საქმეებს აკეთებენ და „ღვთის ნებას“ ასრულებენ. ამიტომ, ხომ გვინდა ყოველთვის კარგი ვაკეთოთ, მაშინაც კი, როცა ეს არც ისე იოლია? ~

მოდი ერთად წავიკითხოთ ბიბლიური მუხლები, რომლებიც გვიჩვენებს, რატომ არ არის იოლი კარგის კეთება: მათეს 7:13, 14; ლუკას 13:23, 24 და საქმეების 14:21, 22.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება