საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 11/09 გვ. 2
  • „სულით აენთეთ“

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • „სულით აენთეთ“
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2009
  • მსგავსი მასალა
  • ჩვენ კვლავაც გულმოდგინედ უნდა ვიმსახუროთ
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2007
  • მიბაძავ იეჰოვასა და იესოს მოშურნეობაში გახსენების საღამოს პერიოდში?
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2015
  • კეთილი ცნობის დიდი მონდომებით ქადაგება
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2000
  • ხართ „კარგი საქმეების მოშურნე“?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2013
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 2009
km 11/09 გვ. 2

„სულით აენთეთ“

1. როგორ უნდა ვემსახუროთ იეჰოვას?

1 ჩვენ ქრისტიანული მსახურების არც ერთ სფეროში არ უნდა ვიდგეთ ერთ ადგილზე და ენთუზიაზმი არ უნდა დავკარგოთ. ღვთის სიტყვა მოგვიწოდებს: „სულით აენთეთ. ემსახურეთ იეჰოვას, როგორც მისმა მონებმა“ (რომ. 12:11). მაგრამ შეიძლება ბევრმა რამემ დაგვაკარგვინოს გულმოდგინება. რა დაგვეხმარება, რომ მსახურების სურვილი ‘ცეცხლივით გვიგიზგიზებდეს’ და ენთუზიაზმი არ დავკარგოთ? (2 ტიმ. 1:6, 7).

2. როგორ გვეხმარება პირადი შესწავლა გულმოდგინედ ქადაგებაში?

2 ბიბლიის პირადი შესწავლა: სამეფოს გულმოდგინე მაუწყებელი ის არის, ვისაც უყვარს ღვთის კანონები და ძალიან აფასებს ბიბლიაში მოცემულ ჭეშმარიტებას (ფსალმ. 119:97). პირადი შესწავლის დროს ბიბლიური სწავლებების განხილვა ქადაგების სურვილს გვიძლიერებს. შემოქმედის სიყვარული, რომელმაც ჭეშმარიტება გაგვიმჟღავნა და სასიხარულო ცნობის გაზიარების დიდი სურვილი აღგვძრავს, განვადიდოთ ღმერთი და სახალხოდ გავაცხადოთ მისი სახელი (ებრ. 13:15). სასიხარულო ცნობის გულმოდგინედ ქადაგებით ცხადვყოფთ, რომ გვესმის, რამდენად მნიშვნელოვან ცნობას გადავცემთ.

3. რატომ უნდა ვილოცოთ წმინდა სულისთვის?

3 წმინდა სულისთვის ლოცვა: დახელოვნებული მქადაგებლები მხოლოდ ჩვენი ძალებით ვერ გავხდებით. მსახურების დროს ენთუზიაზმით ღვთის სული გვავსებს (1 პეტ. 4:11). ძალების მომცემ ღმერთთან დაახლოება სულიერად გვაძლიერებს, რომ გაბედულად ვიქადაგოთ (ეს. 40:26, 29—31). პავლე მოციქულმა „ღვთის შეწევნით“ დაძლია განსაცდელები (საქ. 26:21, 22). იეჰოვას სულს შეუძლია „აგვანთოს“ მსახურებაში, ამიტომ ღმერთს ლოცვაში წმინდა სული უნდა ვთხოვოთ (ლუკ. 11:9—13).

4. როგორ შეიძლება ჩვენმა ენთუზიაზმმა სხვებზე იმოქმედოს და რა არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან?

4 სამეფოს შესახებ გულმოდგინედ ქადაგება თანამორწმუნეებსაც უღვივებს ენთუზიაზმს (2 კორ. 9:2). როცა მობინადრეები დაინახავენ, რომ ენთუზიაზმითა და დამაჯერებლობით ვქადაგებთ, ისინი შესაძლოა უფრო გამოეხმაურონ სამეფოს ცნობას. თუმცა გულმოდგინედ ქადაგების დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტაქტიანები ვიყოთ და რბილი ხასიათი გამოვავლინოთ (ტიტ. 3:2). ყოველთვის თავაზიანები უნდა ვიყოთ და პატივი უნდა ვცეთ მობინადრის არჩევანს.

5. რომელ ბიბლიურ მოწოდებას უნდა გამოვეხმაუროთ?

5 სამეფოს მქადაგებლები ყოველთვის ‘სულით უნდა ავენთოთ’. მსახურებაში რომ ენთუზიაზმი გვქონდეს, საჭიროა ბიბლიის პირადი შესწავლა და წმინდა სულისთვის ლოცვა. ამგვარად, ჩვენ შევძლებთ, გულმოდგინედ შევასრულოთ მსახურება წმინდა სულითა და სრული დამაჯერებლობით (1 თეს. 1:5).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება