მიბაძავ იეჰოვასა და იესოს მოშურნეობაში გახსენების საღამოს პერიოდში?
1. რას აკეთებენ იეჰოვას მოწმეები გახსენების საღამოს პერიოდში?
1 იეჰოვა თავისი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად მოშურნეობას იჩენს. ესაია წინასწარმეტყველმა ჯერ ღვთის სამეფოს ზოგიერთ კურთხევაზე ისაუბრა და შემდეგ დასძინა სიტყვები, რომელსაც მისივე სახელწოდების წიგნში, კერძოდ, 9:7-ში ვკითხულობთ: „იეჰოვას მოშურნეობა გააკეთებს ამას“. მამის მსგავსად, ძემაც დედამიწაზე მსახურების პერიოდში ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისადმი უდიდესი მოშურნეობა გამოიჩინა (იოან. 2:13—17; 4:34). ყოველწლიურად გახსენების საღამოს პერიოდში მილიონობით მაუწყებელი მთელ მსოფლიოში ყველანაირად ცდილობს, რომ მიჰბაძოს იეჰოვასა და იესო ქრისტეს მოშურნეობაში და უფრო მეტი მონაწილეობა მიიღოს მსახურებაში. შეუერთდები შენც ამ გულმოდგინე და-ძმებს?
2. რისკენ აღგვძრავს მოშურნეობა?
2 გახსენების საღამოს კამპანია. წელს გახსენების საღამოსთან დაკავშირებული კამპანია 7 მარტს, შაბათს, დაიწყება. ახლავე დაგეგმე, რომ სრულად ჩაება მსახურებაში. კრებებში სასიამოვნო ატმოსფერო შეიქმნება, ვინაიდან და-ძმები მთელი მონდომებით შეეცდებიან, რომ რაც შეიძლება მეტი სამქადაგებლო უბანი დაამუშაონ თავიანთი კრების ტერიტორიაზე. ძალ-ღონე არ დაიშურო, რომ გახსენების საღამოზე მოსაწვევის ან ვებ-გვერდის jw.org მეშვეობით დაპატიჟო ბიბლიის შემსწავლელები, ოჯახის წევრები, ნათესავები, თანამშრომლები, თანასკოლელები და ისინი, ვისაც განმეორებით ინახულებ.
3. როგორ შეგვიძლია უფრო მეტი დრო დავუთმოთ ქადაგებას მარტსა და აპრილში?
3 დამხმარე პიონერად მსახურება. მოშურნეობა იმაშიც დაგვეხმარება, რომ მეტი დრო დავუთმოთ ქადაგებას. ეჭვი არ გვეპარება, რომ ბევრი ჩვენგანი მარტსა და აპრილში დამხმარე პიონერად იმსახურებს, ვინაიდან ამ დროს შეგვეძლება 30-საათიანი გეგმით ქადაგება. კარგი იქნება, თუ ოჯახური თაყვანისცემისა თუ პირადი შესწავლის დროს, ამ საკითხზე ილოცებთ და გადაწყვეტთ, რამდენად შეძლებთ დამხმარე პიონერად მსახურებას (იგავ. 15:22). თუ ენთუზიაზმით ჩაებმები კამპანიაში, ეს სხვებზეც კეთილისმყოფელ გავლენას იქონიებს და ისინიც სრულად დაიხარჯებიან მსახურებაში. თუ პირად გეგმებში ცვლილებებს შეიტან, რათა უფრო მეტი იქადაგო, მოშურნეობაში იესო ქრისტეს მიბაძავ (მარ. 6:31—34).
4. რა იქნება შედეგი, თუ მოშურნეობაში იეჰოვასა და იესოს მივბაძავთ?
4 ჩვენი მცდელობა, რომ გახსენების საღამოს პერიოდში მივბაძოთ იეჰოვასა და იესოს მოშურნეობაში, უხვი კურთხევებით დაგვირგვინდება. არ დაგავიწყდეს, რომ ამ პერიოდში ჩვენს უბნებზე მცხოვრები მრავალი მოისმენს სასიხარულო ცნობას. ჩვენ აუცილებლად დაგვეუფლება სიხარულისა და კმაყოფილების განცდა, რაც იეჰოვას მსახურებასა და გაცემას მოაქვს (საქ. 20:35). და რაც ყველაზე მთავარია, გულს გავუხარებთ ჩვენს მოშურნე ღმერთსა და მის ძეს.