ნაწილი 1
როგორ მოვუსმინოთ ღმერთს?
ღმერთი ბიბლიის მეშვეობით გველაპარაკება (2 ტიმოთე 3:16).
ღმერთმა ადამიანებს დაავალა, რომ მისი აზრები ერთ წმინდა წიგნში ჩაეწერათ. ამ წიგნს ბიბლია ჰქვია. ღმერთს სურს, რომ თქვენც გაეცნოთ მასში მოცემულ მნიშვნელოვან ცნობას.
ღმერთი სიბრძნის წყაროა, ამიტომ მან ყველაზე უკეთ იცის, რა მოგვიტანს ბედნიერებას. თუ მას მოუსმენთ, დაბრძენდებით (იგავები 1:5).
ღმერთს სურს, რომ ყველა ადამიანი გაეცნოს ბიბლიის შინაარსს. ბიბლია დღეს მრავალ ენაზეა ხელმისაწვდომი.
თუ ღვთის მოსმენა გსურთ, უნდა წაიკითხოთ ბიბლია და ჩასწვდეთ წაკითხულის მნიშვნელობას.
ღვთის შესახებ ცნობა ყველას ყურამდე აღწევს (მათე 28:19).
იეჰოვას მოწმეები დაგეხმარებიან ბიბლიაში მოცემული ღვთის აზრების გაგებაში.
ისინი მთელ დედამიწაზე მცხოვრებ ხალხს ასწავლიან ჭეშმარიტებას ღვთის შესახებ.
იეჰოვას მოწმეები უსასყიდლოდ დაგეხმარებიან ბიბლიის შესწავლაში. ღვთის გაცნობაში იეჰოვას მოწმეთა კრების შეხვედრებზე დასწრებაც დაგეხმარებათ.