„შეგიძლია ითანამშრომლო?“
მრავალ კრებაში არიან და-ძმები, რომლებიც ცუდი ჯანმრთელობისა თუ ხანდაზმულობის გამო ბევრს ვეღარ მსახურობენ (2 კორ. 4:16). შეგიძლია ასეთი და-ძმები ბიბლიის შესწავლაზე წაიყვანო? იმ შემთხვევაში, თუ მათ არ შეუძლიათ სახლიდან გარეთ გასვლა, შეგიძლია მასთან სახლში ჩაატარო ბიბლიის შესწავლა. კარგი იქნება, თუ დროდადრო დაუძლურებულ თანაქრისტიანთან კარდაკარაც იმსახურებ. ამ დროს უმჯობესი იქნება, თუ რამდენიმე კართან მისვლით შემოიფარგლები ან ერთი-ორ განმეორებით მონახულებას გააკეთებ. ბევრ ხანდაზმულ მაუწყებელს მსახურებაში კარგი გამოცდილება აქვს. ამიტომ მათთან ერთად მსახურებით ისინიც გამხნევდებიან და — შენც (რომ. 1:12). გარდა ამისა, ამგვარ ძალისხმევასა და სიყვარულს დააფასებს და აკურთხებს იეჰოვა (იგავ. 19:17; 1 იოან. 3:17, 18).