დავიხვეწოთ ქადაგებაში — იყავი კარგი თანამშრომელი
რატომ არის მნიშვნელოვანი. იესომ კარგად იცოდა თანამსახურთან ერთად ქადაგების ფასი. ამიტომ მან 70 მოწაფე ორ-ორად გაგზავნა იმ ადგილებში საქადაგებლად, სადაც თავად აპირებდა წასვლას (ლუკ. 10:1). როცა თანაქრისტიანი ქადაგებისას რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება ან დარწმუნებული არ არის, როგორ უპასუხოს მობინადრეს, ამ დროს მას პარტნიორის მხარდაჭერა სჭირდება (ეკლ. 4:9, 10). პარტნიორს შეუძლია თავისი გამოცდილება გაუზიაროს თანამსახურს და დროდადრო შესთავაზოს რჩევები, რომლებიც ამ უკანასკნელს დაეხმარება, ღვთის სიტყვის უფრო დახელოვნებული მახარობელი გახდეს (იგავ. 27:17). პარტნიორს აგრეთვე შეუძლია შემდეგ კართან მისვლამდე თავისი თანამსახური სასიამოვნო თემებზე საუბრით გაამხნეოს (ფილ. 4:8).
კარგი იქნება, თუ ამ თვეში ასე მოიქცევი:
მსახურების შემდეგ უთხარი შენს პარტნიორს, თუ რა თქვა ან რა გააკეთა ისეთი, რითაც საუკეთესო თანამშრომლობა გაგიწია.