დავიხვეწოთ ქადაგებაში — ახალბედების მომზადება
რატომ არის მნიშვნელოვანი. იესოს ახალ მოწაფეებს მართებთ, ისწავლონ იმ „ყველაფრის დაცვა“, რაც მათ იესომ მცნებად დაუდო. ამაში სხვებისთვის ჭეშმარიტების სწავლებაც შედის (მათ. 28:19, 20). ბევრი დაინტერესებული შეეფერება თეოკრატიული მსახურების სკოლის მოთხოვნებს და უერთდება სკოლის მოსწავლეთა რიგებს. გარდა ამისა, ისინი შესაძლოა უკვე ქადაგებენ კიდეც თავიანთ ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან. დროთა განმავლობაში, როცა მათ ნასწავლის საფუძველზე უღრმავდებათ მადლიერების გრძნობა და ხვდებიან, რომ იეჰოვას სურვილია, სასიხარულო ცნობა ექადაგოს ყველა ადამიანს, მათში შესაძლოა მსახურების სურვილმა გაიღვიძოს (რომ. 10:13, 14). მას შემდეგ, რაც დაინტერესებულები მოუნათლავი მაუწყებლები გახდებიან, გამოცდილი და-ძმების დახმარებით ისინი დარწმუნდებიან, რომ სულიერი ზრდისთვის საჭირო ნაბიჯი გადადგეს (ლუკ. 6:40).
კარგი იქნება, თუ ამ თვეში ასე მოიქცევი:
ბიბლიის შემსწავლელთან ერთად, რომელიც ახალბედა მაუწყებელია, იმსახურე კარდაკარ, მოინახულე დაინტერესებული პირი განმეორებით ან ჩაატარეთ ბიბლიის შესწავლა. თუ ასეთი ბიბლიის შემსწავლელი არ გყავს, მსახურებაში სხვა ახალბედა მაუწყებელი გაიყოლე.