შეთავაზების ნიმუშები
საგუშაგო კოშკი 1 ნოემბერი
«ომის დროს დაპირისპირებული მხარეები დარწმუნებულნი არიან, რომ ღმერთი მათ მხარეს იქნება. როგორ ფიქრობთ, იწონებს ღმერთი ომს? [დაელოდე, გიპასუხოს.] „საგუშაგო კოშკის“ ამ ნომერში განხილულია, თუ რატომ აწარმოებდა ღმერთი წარსულში ომებს. ამავე ჟურნალიდან შეიტყობთ, რომ იგი ერთხელ და სამუდამოდ ბოლოს მოუღებს ომებს». წაიკითხე ფსალმუნის 46:9 და შესთავაზე ჟურნალები.
გამოიღვიძეთ! ნოემბერი
«მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი შეწუხებულია, რადგან მათ სასულიერო პირები თვალში ნაცარს აყრიან და ცრუ სწავლებებით გულს უტეხენ. თქვენი აზრით, რა ბედი ეწევა რელიგიებს? [დაელოდე, გიპასუხოს.] ამ ჟურნალში ყურადღება მახვილდება წიგნ „გამოცხადებაში“ ჩაწერილ წინასწარმეტყველებაზე; ამ წინასწარმეტყველების თანახმად, ხალხი მხოლოდ კი არ გათავისუფლდება ცრუ რელიგიის მარწუხებისგან, არამედ მას ერთხელ და სამუდამოდ დაესმება წერტილი».