შეთავაზების ნიმუშები
მაისის პირველ შაბათს ბიბლიის შესწავლების დაწყება
„ოდესმე გიფიქრიათ, რატომ უშვებს ღმერთი ბოროტებასა და ტანჯვა-წამებას? [დაელოდე, გიპასუხოს.] ამ საკითხთან დაკავშირებით მინდა ერთი საინტერესო აზრი წაგიკითხოთ“. ერთად წაიკითხეთ 1 მაისის „საგუშაგო კოშკის“ მე-16 გვერდზე პირველი ქვესათაური. შემდეგ წაიკითხე ამავე ქვესათაურში მოყვანილი ერთ-ერთი მუხლი. შესთავაზე ჟურნალები და უთხარი, რომ შემდეგში მომდევნო კითხვაზე გასცემ პასუხს.
საგუშაგო კოშკი 1 მაისი
წაიკითხე ფსალმუნის 37:10, 11. შემდეგ უთხარი: „როგორ ფიქრობთ, მალე შესრულდება ეს დანაპირები? [დაელოდე, გიპასუხოს.] ამ ჟურნალში განხილულია ექვსი ბიბლიური წინასწარმეტყველება, რომლებიც დღეს სრულდება. ამ წინასწარმეტყველებების შესრულება გვარწმუნებს, რომ ეს დანაპირები მალე შესრულდება“.
გამოიღვიძეთ! მაისი
„ზოგი ამბობს, რომ ადამიანები უმაღლესი განვითარების ცხოველები არიან. თქვენც ასე ფიქრობთ? [დაელოდე, გიპასუხოს. შემდეგ წაიკითხე ფსალმუნის 139:14.] რა თქმა უნდა, ფსალმუნმომღერალს ადამიანის ორგანიზმის საოცარ აგებულებაზე იმდენი ცოდნა არ ჰქონდა, რამდენიც ჩვენ გვაქვს. ამ ჟურნალში განხილულია, თუ რა ვიცით დღეს ადამიანის სხეულის აგებულების შესახებ და ისიც, თუ რით განვსხვავდებით ცხოველებისგან“.