საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w08 3/1 გვ. 3
  • ხსნა ყველას გვჭირდება

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ხსნა ყველას გვჭირდება
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2008
  • მსგავსი მასალა
  • იესოს სიკვდილს თქვენი ხსნა შეუძლია
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2008
  • რატომ ვსაჭიროებთ ხსნას?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2015
  • სიკვდილთან დაკავშირებული წარმოდგენების გამოკვლევა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2002
  • ხანგრძლივი სიცოცხლის ძიებაში
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1999
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2008
w08 3/1 გვ. 3

ხსნა ყველას გვჭირდება

პიტსბურგთან (პენსილვანიის შტატი, აშშ) ახლოს მდებარე ქვანახშირის მაღარო მოულოდნელად წყლით დაიტბორა. ცხრა მეშახტე 73 მეტრის სიღრმეში აღმოჩნდა მომწყვდეული. მიუხედავად ამისა, სამი დღის შემდეგ მეშახტეები უვნებლები ამოიყვანეს. როგორ გადაარჩინეს ისინი?

რუკებისა და ადგილმდებარეობის დადგენის გლობალური სისტემის დახმარებით მაშველებმა მეშახტეების ამოსაყვანად დაახლოებით 75 სანტიმეტრის სიგანის ორმო ამოთხარეს, შიგ ვიწრო კაბინა ჩაუშვეს და სათითაოდ ამოიყვანეს. ყველამ შვებით ამოისუნთქა; მეშახტეები გახარებულები და უზომოდ მადლიერნი იყვნენ.

ჩვენგან უმეტესობა შეიძლება არასოდეს აღმოჩნდეს ასეთ სახიფათო მდგომარეობაში და არც სიკვდილს ჩახედოს თვალებში. მაგრამ, ვინაიდან ყველანი ავადმყოფობის, სიბერისა და სიკვდილის ტყვეობაში ვიმყოფებით, ხსნას თითოეული ჩვენგანი ვსაჭიროებთ. ძველად ღვთის ერთგულმა მსახურმა, იობმა თქვა: „კაცი, ქალის ნაშობი, დღემოკლეა და შფოთით აღსავსე. ყვავილივით იშლება, მაგრამ მოწყვეტილია, ჩრდილივით ჩაიქროლებს და წყვეტს არსებობას“ (იობი 14:1, 2). დღესაც, დაახლოებით 3 500 წლის შემდეგ, დასტურდება ამ სიტყვების ჭეშმარიტება — სიკვდილს მართლაც ვერავინ გაექცევა. სადაც არ უნდა ვცხოვრობდეთ და როგორც არ უნდა ვუფრთხილდებოდეთ ჩვენს ჯანმრთელობას, მაინც ტანჯვის, სიბერისა და სიკვდილის კლანჭებში ვიმყოფებით და დახსნას ვსაჭიროებთ.

მეცნიერები ბევრს მუშაობენ ადამიანის სიცოცხლის გასახანგრძლივებლად. მაგალითად, ერთ-ერთი ორგანიზაციის მიზანია, „აღმოფხვრას უდროო სიკვდილის მიზეზები“; ამ ორგანიზაციის „თანამშრომლები იმ მიმართულებით მუშაობენ, რომ ადამიანებმა შეძლონ მუდმივად ცხოვრება“. მაგრამ ვერც თანამედროვე მეცნიერებამ და ვერც მეცნიერთა დაუღალავმა შრომამ ვერ გაუხანგრძლივა ადამიანებს სიცოცხლე. ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა დღესაც 70-80 წელია, როგორც ეს მოსემ 3 500 წლის წინათ დაწერა (ფსალმუნი 90:10).

იმის მიუხედავად, იზიარებთ თუ არა იობის თვალსაზრისს სიცოცხლეზე, ერთი რამ ცხადია: ადამიანებს წლები ემატებათ, ისინი ‘ჩრდილივით ჩაიქროლებენ’ და დატოვებენ ოჯახსა და მეგობრებს. სიკვდილი წაართმევთ ყველაფერს, რაც მათთვის ძვირფასია. „ცოცხლებმა იციან, რომ მოკვდებიან, მკვდრებმა კი არაფერი იციან; არც საზღაური მიეზღვებათ, რადგან მათი ხსოვნა დავიწყებას ეძლევა“, — დაწერა ბრძენმა მეფე სოლომონმა (ეკლესიასტე 9:5).

მწარე სინამდვილეა ის, რომ ტირანი მმართველი, ‘სიკვდილი მეფობს’ კაცობრიობაზე, რასაც ბიბლია ადასტურებს. სიკვდილი მტერია, რომლისგანაც ადამიანებს დახსნა ესაჭიროებათ (რომაელები 5:14; 1 კორინთელები 15:26). არც ერთ ადამიანს, თვით საუკეთესოდ აღჭურვილ პროფესიონალ მაშველებსაც არ შეუძლიათ ყოველთვის ჩვენი გადარჩენა. მაგრამ საბედნიეროდ, ჩვენს ხსნაზე ჩვენმა შემოქმედმა, იეჰოვა ღმერთმა იზრუნა.

[სურათის საავტორო უფლება 3 გვერდზე]

Photo by Gene J. Puskar-Pool/Getty Images

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება