საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • mwbr17 სექტემბერი გვ. 1
  • წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“
  • წყაროები — „ცხოვრება და მსახურება“ (2017)
  • ქვესათაურები
  • 4—10 სექტემბერი
  • 18—24 სექტემბერი
  • 25 სექტემბერი — 1 ოქტომბერი
წყაროები — „ცხოვრება და მსახურება“ (2017)
mwbr17 სექტემბერი გვ. 1

წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“

4—10 სექტემბერი

გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები

it

სახელი

ღვთის სახელით წოდებული ისრაელი ერი არღვევდა იეჰოვას სამართლიან ნორმებს, რითაც შეურაცხყოფდა და ბღალავდა ღვთის სახელს (ეზეკ. 43:8; ამოს. 2:7). მართალია, ღმერთი სჯიდა ისრაელს ორგულობისთვის, მაგრამ ეს სხვა ერებს საბაბს აძლევდა, უპატივცემულოდ მოპყრობოდნენ ღვთის სახელს (შდრ. ფსალმ. 74:10, 18; ეს. 52:5). წარმართმა ერებმა არ იცოდნენ, რომ იეჰოვა სჯიდა თავის ერს, ამიტომ არასწორად ასკვნიდნენ, რომ იეჰოვა ვერ იცავდა თავის ხალხს უბედურებებისგან. ამიტომ იეჰოვამ საკუთარი სახელის განსაწმენდად იმოქმედა და ტყვეობიდან დააბრუნა ისრაელის დარჩენილი ნაწილი (ეზეკ. 36:22—24).

18—24 სექტემბერი

გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები

it

მეშაქი

ებრაელმა ახალგაზრდებმა, სავარაუდოდ, სამი მიზეზის გამო მიიჩნიეს მეფის ნუგბარი უწმინდურად: 1) ბაბილონელები ისეთი ცხოველების ხორცს ჭამდნენ, რომლებიც მოსეს კანონის თანახმად უწმინდურად ითვლებოდა; 2) შეიძლებოდა ცხოველისგან სისხლი ბოლომდე არ ყოფილიყო გამოშვებული ან ცხოველი დამხრჩვალი ყოფილიყო და 3) ხშირად წარმართი ერები თავიანთ ღვთაებებს ცხოველებს სწირავდნენ და ამ ხორცის ჭამას თაყვანისმცემლობის ნაწილად მიიჩნევდნენ (დან. 1:8; 1 კორ. 10:18—20, 28).

25 სექტემბერი — 1 ოქტომბერი

გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები

w88 10/1 30 ¶3—5

მკითხველთა შეკითხვები

როცა დანიელი მეფესთან მიიყვანეს, მეფემ უთხრა, რომ წარწერის წაკითხვისა და ახსნის შემთხვევაში ძოწისფერი სამოსლით შემოსავდნენ, ოქროს ყელსაბამს ჩამოჰკიდებდნენ და სამეფოში მესამე კაცი იქნებოდა. წინასწარმეტყველმა პატივისცემით მიუგო მეფეს: „შენი საჩუქრები შენვე გქონდეს და შენი ძღვენი სხვებს მიეცი. წავუკითხავ წარწერას მეფეს და ავუხსნი“ (დან. 5:17).

ასე რომ, დანიელს ახსნისთვის არც ქრთამი სჭირდებოდა და არც საჩუქრები. მეფეს შეეძლო თავისთვის დაეტოვებინა ისინი ან სხვებისთვის ებოძებინა. დანიელი წარწერას საჩუქრების გამო არ ახსნიდა, რადგან ამას ჭეშმარიტი ღვთის, იეჰოვას ძალით აკეთებდა, რომელიც მალე აღასრულებდა თავის განაჩენს ბაბილონზე.

როგორც დანიელის 5:29-ში ვკითხულობთ, წარწერის წაკითხვისა და ახსნის შემდეგ მეფემ ბრძანა, რომ დანიელი დაეჯილდოებინათ. დანიელს საკუთარი ხელით არ მოუსხამს მოსასხამი და არ ჩამოუკიდია ყელსაბამი. ის მეფე ბელშაცარის ბრძანებით შემოსეს. მაგრამ ეს არ ეწინააღმდეგება დანიელის 5:17-ს, სადაც გარკვევით არის ნათქვამი, რომ წინასწარმეტყველი გამორჩენის მიზნით არ აკეთებდა ამას.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება