საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • jy თ. 51 გვ. 126-გვ. 127 აბზ. 9
  • ჰეროდეს დაბადების დღეზე იოანეს თავს ჰკვეთენ

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ჰეროდეს დაბადების დღეზე იოანეს თავს ჰკვეთენ
  • იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
  • მსგავსი მასალა
  • ჰეროდია
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ჰეროდე
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • სალომე
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მართლა არსებობდა იოანე ნათლისმცემელი?
    სხვადასხვა
იხილეთ მეტი
იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
jy თ. 51 გვ. 126-გვ. 127 აბზ. 9
1) სალომე ცეკვავს ჰეროდეს დაბადების დღეზე. 2) სალომეს იოანე ნათლისმცემლის თავი მიაქვს ჰეროდიასთან

თავი 51

ჰეროდეს დაბადების დღეზე იოანეს თავს ჰკვეთენ

მათე 14:1—12; მარკოზი 6:14—29; ლუკა 9:7—9

  • ჰეროდეს ბრძანებით თავს ჰკვეთენ იოანე ნათლისმცემელს

იესოს მოწაფეები გალილეაში თავისუფლად ქადაგებენ, მაგრამ კაცს, რომელმაც თავის დროზე ხალხს იესო წარუდგინა, არა აქვს ასეთი თავისუფლება. როგორც მიხვდით, ეს კაცი იოანე ნათლისმცემელია. იგი უკვე ორი წელია პატიმრობაშია.

იოანემ სახალხოდ ამხილა მეფე ჰეროდე ანტიპა იმის გამო, რომ მან თავისი ნახევარძმის, ფილიპეს ცოლი, ჰეროდია მოიყვანა ცოლად. ჰეროდე პირველ ცოლს იმის გამო გაშორდა, რომ ჰეროდიაზე ექორწინა. მას თავი მოაქვს, რომ იცავს მოსეს კანონს, არადა ამ კანონის თანახმად, ასეთი ქორწინება არაკანონიერად ანუ მრუშობად ითვლება. იოანეს დაპატიმრების მიზეზი ის იყო, რომ მან საჯაროდ ამხილა ჰეროდე და ჰეროდია. როგორც ჩანს, ჰეროდეს ამ გადაწყვეტილებისკენ ჰეროდიამ უბიძგა.

ჰეროდე საგონებელშია ჩავარდნილი. მან არ იცის, როგორ მოექცეს იოანეს, რადგან ხალხს „წინასწარმეტყველად მიაჩნია იგი“ (მათე 14:5). თუმცა ჰეროდესგან განსხვავებით, ჰეროდიას სულ სხვა აზრები უტრიალებს თავში. ის „ბრაზობს იოანეზე და მისი მოკვლა უნდა“ (მარკოზი 6:19). და აი, მას ეძლევა კიდეც ამის შესაძლებლობა.

ახ. წ. 32 წელს, პასექის დღესასწაულამდე ცოტა ხნით ადრე, ჰეროდე ნადიმს მართავს თავისი დაბადების დღის აღსანიშნავად. მოწვეულ სტუმრებს შორის არიან დიდებულები, ათასისთავები და გალილეის წარჩინებულები. წვეულების დროს სალომე, ჰეროდიას ქალიშვილი, რომელიც მას პირველი ქმრისგან, ფილიპესგან ჰყავს, იმდენად ლამაზად ცეკვავს, რომ სტუმრების აღტაცებას იწვევს.

სალომეს ცეკვით მოხიბლული ჰეროდე ქათინაურებს არ იშურებს მისთვის

სალომეს ცეკვით ჰეროდეც მოხიბლულია. ჰეროდე ეუბნება მას: „რაც გინდა, მთხოვე და მოგცემ“. ის სიტყვას აძლევს სალომეს: „რასაც მთხოვ, მოგცემ, თუნდაც ჩემი სამეფოს ნახევარს“. სალომე გადის და დედამისს ეკითხება: „რა ვთხოვო?“ (მარკოზი 6:22—24).

სწორედ ამას ელოდა ჰეროდია მთელი ეს ხანი! ამიტომ ქალიშვილს დაუყოვნებლივ პასუხობს: „იოანე ნათლისმცემლის თავი“. სალომე მაშინვე ბრუნდება ჰეროდესთან და ეუბნება: „მსურს ახლავე მომართვა იოანე ნათლისმცემლის თავი ლანგრით“ (მარკოზი 6:24, 25).

სალომეს თხოვნა ჰეროდეს თავზარს სცემს, თუმცა ის სტუმრების წინაშე მისთვის მიცემულ სიტყვას ვერ გატეხს. მას იმდენად ეუხერხულება უარის თქმა, რომ მზად არის, უდანაშაულო ადამიანიც კი გამოასალმოს სიცოცხლეს. ჰეროდე თავის მცველს ამ საზარელი ბრძანების შესასრულებლად გზავნის. ცოტა ხანში ის ბრუნდება, ლანგრით მოაქვს იოანეს თავი და სალომეს გადასცემს, მას კი დედამისთან მიაქვს.

როდესაც იოანეს მოწაფეები მომხდარის შესახებ იგებენ, მისი ცხედრის დასამარხად მიდიან. შემდეგ კი იოანეს სიკვდილის შესახებ იესოს ატყობინებენ.

მოგვიანებით, როცა ჰეროდე იგებს, რომ იესო ხალხს სხვადასხვა სნეულებისგან კურნავს და მათგან დემონებს დევნის, შიში იპყრობს. მას ეჭვი უჩნდება, ეს კაცი მკვდრეთით აღმდგარი იოანე ნათლისმცემელი ხომ არ არის (ლუკა 9:7). ამიტომ ჰეროდეს ძალიან სურს იესოს ნახვა. მაგრამ იმიტომ არა, რომ მისი ქადაგება მოისმინოს. სინამდვილეში მას უნდა, გაარკვიოს, საფუძვლიანია თუ არა მისი ეჭვები.

  • რატომაა იოანე ნათლისმცემელი დაპატიმრებული?

  • როგორ ახორციელებს ჰეროდია თავის ბოროტ ჩანაფიქრს?

  • რატომ უნდა ჰეროდე ანტიპას იესოს ნახვა იოანეს სიკვდილის შემდეგ?

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება