ღვთის სიტყვის საუნჯე | 2 კორინთელები 4—6
„სულით არ ვეცემით“
წარმოიდგინეთ ორი ოჯახი, რომლებიც ნახევრად დანგრეულ შენობაში ცხოვრობენ. ერთი ოჯახი სასოწარკვეთილია და ეს გასაგებიცაა, რატომ. მაგრამ მეორე ოჯახი ბედნიერია. რა არის მიზეზი? ისინი მალე ახალ და ლამაზ სახლში გადავლენ.
მართალია, „მთელი ქმნილება დღემდე ოხრავს და იტანჯება“, მაგრამ ღვთის მსახურებს აქვთ იმედი, რომელიც აცოცხლებს მათ (რომ. 8:22). ახლანდელი პრობლემები, ისეთებიც კი, რომლებთანაც ათწლეულებია გვიწევს ბრძოლა, „ხანმოკლე და მსუბუქია“ მარადიულ სიცოცხლესთან შედარებით, რომელიც ახალ ქვეყნიერებაში გველოდება. თუ მთელ ყურადღებას მომავალ კურთხევებზე გადავიტანთ, სულით არ დავეცემით და სიხარულსაც არ დავკარგავთ.