ღვთის სიტყვის საუნჯე | 2 კორინთელები 7—10
„წმინდათა მომსახურება“
ქრისტიანთა მსახურება ორგვარია — „შერიგების მსახურება“ ანუ ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმე და „წმინდათა მომსახურება“ ანუ თანაქრისტიანების დახმარება (2 კორ. 5:18—20; 8:4). ამიტომ გასაჭირში მყოფი თანაქრისტიანების დახმარება წმინდა მსახურების ნაწილია. ამგვარად . . .
საჭირო დახმარებას ვუწევთ და-ძმებს (2 კორ. 9:12ა).
ვეხმარებით გასაჭირში მყოფთ, კვლავ ჩაებან სულიერ საქმეებში, მათ შორის ქადაგების საქმეში, რითაც ისინი მადლიერებას გამოხატავენ იეჰოვას მიმართ (2 კორ. 9:12ბ).
დიდება მოგვაქვს იეჰოვასთვის (2 კორ. 9:13). როდესაც სტიქიით დაზარალებულ თანაქრისტიანებს ვეხმარებით, ეს კარგი დამოწმებაა ყველასთვის, მათ შორის მათთვის, ვინც უარყოფითად არის განწყობილი იეჰოვას მოწმეების მიმართ.