წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“
12—18 აგვისტო
ღვთის სიტყვის საუნჯე | ტიტე 1 — ფილიმონი
გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები
w89 5/15 31 ¶5
მკითხველთა შეკითხვები
პავლე არავითარ შემთხვევაში არ იწონებდა ეთნიკური ნიშნით კრეტელებისთვის იარლიყის მიკვრას. მან კარგად იცოდა, რომ კრეტაზე იყვნენ სამაგალითო ქრისტიანები, რომლებიც ღმერთმა მოიწონა და თავისი წმინდა სულით სცხო (საქმეები 2:5, 11, 33). მათი რაოდენობა საკმარისი იყო „ყოველ ქალაქში“ კრებების ჩამოსაყალიბებლად. მართალია, ეს ქრისტიანები არასრულყოფილები იყვნენ, მაგრამ შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ მატყუარები, ზარმაცები და ღორმუცელები ნამდვილად არ იქნებოდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი იეჰოვას კეთილგანწყობილებას დაკარგავდნენ (ფილიპელები 3:18, 19; გამოცხადება 21:8). ისევე როგორც დღეს არიან ყველა ერში გულმართალი ადამიანები, დიდი ალბათობით, კრეტაზეც იქნებოდნენ ისეთები, რომლებიც წუხდნენ გარშემო არსებული ზნედაცემული მდგომარეობის გამო და განწყობილი იყვნენ ბიბლიური ცნობის მოსასმენად (ეზეკიელი 9:4; შეადარე საქმეები 13:48).