წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“
22—28 ივლისი
ღვთის სიტყვის საუნჯე | 1 ტიმოთე 1—3
ისწრაფე კარგი საქმისკენ
km 9/ 78 4 ¶7
ვინც „კარგ სახელს . . . იძენს“
7 ადვილია იმის გაგება, რატომ თქვა პავლემ ასეთ მამაკაცებზე, რომ კარგ სახელს იძენენ. მას არ უგულისხმია ეკლესიის იერარქიულ საფეხურებზე წინსვლა, როგორც ზოგი მიიჩნევს. ნაცვლად ამისა, პავლემ დაარწმუნა თავიანთი დავალების კარგად შემსრულებელი მომსახურეები, რომ იეჰოვასა და იესოსგან კურთხევები ექნებათ, კრების წევრების მხრიდან კი — პატივისცემა და მხარდაჭერა. სრულიად სამართლიანად ისინი იძენენ „სიტყვაში დიდ სითამამეს . . . რწმენაში, რომელიც ქრისტე იესოშია“. ვინაიდან კეთილსინდისიერად ასრულებენ თავიანთ პასუხისმგებლობას, სხვებისგან დაფასებული არიან ასეთი მსახურებისთვის; მათ აქვთ მტკიცე რწმენა, გაბედულად ესაუბრებიან მასზე სხვებს და არც სხვების მხრიდან შეურაცხყოფას უშინდებიან.
გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები
it „გენეალოგია“ ¶55
ასეთი საკითხების კვლევას და მათზე მსჯელობას აზრი არ ჰქონდა, მით უმეტეს იმ დროს, როცა პავლე ტიმოთეს სწერდა. საგვარეულო ნუსხების შენახვა აღარ იყო საჭირო წარმომავლობის დასადასტურებლად, რადგან ღმერთი მეტად აღარ აკეთებდა განსხვავებას იუდეველ და არაიუდეველ ქრისტიანებს შორის (გალ. 3:28). საგვარეულო ნუსხებით უკვე დადასტურდა, რომ ქრისტე დავითის შთამომავალი იყო. მას შემდეგ მალევე, რაც პავლემ ზემოხსენებული რჩევა მისწერა ტიმოთეს, განადგურდა იერუსალიმიც და გენეალოგიური ნუსხებიც, რომლებიც იქ ინახებოდა. ღმერთმა არ დაიცვა ისინი. შესაბამისად, პავლეს არ უნდოდა, რომ ტიმოთესა თუ სხვა ქრისტიანებს დრო დაეხარჯათ საკუთარი გენეალოგიის კვლევასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე კამათში, რაც ვერანაირად ვერ მოემსახურებოდა ქრისტიანული რწმენის გაძლიერებას. ბიბლიაში მოყვანილი საგვარეულო ნუსხები საკმარისია იმის დასადასტურებლად, რომ იესო არის მესია. სწორედ მის გენეალოგიას აქვს უდიდესი მნიშვნელობა ქრისტიანებისთვის. რაც შეეხება სხვა გენეალოგიებს, ისინი ბიბლიის უტყუარობასა და ისტორიულ სიზუსტეს ადასტურებს.
29 ივლისი — 4 აგვისტო
ღვთის სიტყვის საუნჯე | 1 ტიმოთე 4—6
გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები
it „ხალხისთვის კითხვა“ ¶6, 7
ქრისტიანულ კრებაში. პირველ საუკუნეში ცოტას თუ მიუწვდებოდა ხელი ბიბლიის გრაგნილებზე, რის გამოც ძალიან მნიშვნელოვანი გახდა მათი საჯაროდ კითხვა. პავლე მოციქული მოუწოდებდა ძმებს, კრების შეხვედრებზე წაეკითხათ მათთვის გაგზავნილი წერილები, შემდეგ კი სხვა კრებებისთვის მიწერილ წერილებში გაეცვალათ, რათა ის წერილებიც წაეკითხათ (კოლ. 4:16; 1 თეს. 5:27). მან ახალგაზრდა ზედამხედველს, ტიმოთეს ურჩია: „მთელი გულმოდგინებით უკითხე ხალხს, შეაგონე და ასწავლე“ (1 ტიმ. 4:13).
მას, ვინც საჯაროდ კითხულობს, თავისუფლად უნდა შეეძლოს კითხვა (აბაკ. 2:2). ვინაიდან ამ დროს მსმენელი ცოდნას იძენს, წამკითხველი უნდა ჩასწვდეს წასაკითხ მასალას და მას კარგად უნდა ესმოდეს დამწერის მიზანი. წინააღმდეგ შემთხვევაში მსმენელს შეიძლება არასწორი აზრი ან წარმოდგენა შეუქმნას წაკითხულზე. გამოცხადების 1:3-ის თანახმად, ბედნიერი არიან ისინი, ვინც ხმამაღლა კითხულობენ ამ წინასწარმეტყველებას და ისინიც, ვინც ისმენენ მასში ჩაწერილ სიტყვებს და იცავენ მათ.