წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“
9—15 სექტემბერი
ღვთის სიტყვის საუნჯე | ებრაელები 9, 10
გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები
w92 3/1 31 ¶4—6
მკითხველთა შეკითხვები
როგორც პავლემ აღნიშნა, ღმერთსა და ადამიანებს შორის შეთანხმებები რომ დადებულიყო, საჭირო იყო ვიღაცის სიკვდილი. ამის მაგალითია კანონის შეთანხმება. ამ შეთანხმების შუამავალი იყო მოსე, კაცი, ვისი მეშვეობითაც უნდა დადებულიყო ღმერთსა და ხორციელ ისრაელს შორის შეთანხმება. მოსემ ამ მხრივ გადამწყვეტი როლი ითამაშა, რადგან სწორედ ის ხელმძღვანელობდა ისრაელს, როცა მათთან შეთანხმება დაიდო. მოსეს შეიძლება ეწოდოს იეჰოვას მიერ ისრაელისთვის მიცემული კანონის შეთანხმების დამდები ადამიანი. მაგრამ იყო თუ არა საჭირო, მოსეს თავისი სიცოცხლე გაეღო, კანონის შეთანხმება ძალაში რომ შესულიყო? არა. კანონის შეთანხმების ძალაში შესასვლელად ცხოველური შესაწირავი იქნა გაღებული მოსეს სიცოცხლის სანაცვლოდ (ებრაელები 9:18—22).
რის თქმა შეიძლება იეჰოვასა და სულიერ ისრაელს შორის დადებულ ახალ შეთანხმებაზე? იესო ქრისტემ, როგორც შუამავალმა, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, რათა იეჰოვასა და სულიერ ისრაელს შორის ახალი შეთანხმება ძალაში შესულიყო. მართალია, ამ შეთანხმების ინიციატორი იეჰოვა იყო, მაგრამ უმნიშვნელოვანესი როლი იესო ქრისტეს ეკისრა. გარდა იმისა, რომ შუამავალი იყო, ხორცში ყოფნისას უშუალოდ ჰქონდა ურთიერთობა მათგან პირველებთან, ვისთანაც დაიდებოდა ახალი შეთანხმება (ლუკა 22:20, 28, 29). მეტიც, მხოლოდ იესოს შეეძლო ახალი შეთანხმების ძალაში შესასვლელად სათანადო მსხვერპლის გაღება. და ეს მსხვერპლი უბრალოდ ცხოველური კი არ იყო, არამედ სრულყოფილი ადამიანის სიცოცხლე. ამიტომ პავლეს შეეძლო ქრისტესთვის ეწოდებინა ახალი შეთანხმების დამდები ადამიანი. ახალი შეთანხმება მას შემდეგ შევიდა ძალაში, რაც „ქრისტე შევიდა . . . თვით ზეცაში“, რათა ჩვენი გულისთვის წარმდგარიყო ღვთის წინაშე (ებრაელები 9:12—14, 24).
მოსესა და იესოზე, როგორც შეთანხმების დამდებ ადამიანებზე საუბრისას პავლეს არ უგულისხმია, რომ მათგან რომელიმე იყო ამ შეთანხმებების ინიციატორი; სინამდვილეში ეს შეთანხმებები ღმერთმა დადო, ამ ორი ადამიანის მეშვეობით კი ეს შეთანხმებები ძალაში შევიდა. ორივე შემთხვევაში საჭირო იყო ვიღაცის სიკვდილი — კანონის ძალაში შესასვლელად ცხოველური შესაწირავი მოსეს სიცოცხლის სანაცვლოდ, ხოლო ახალი შეთანხმების ძალაში შესასვლელად იესოს სრულყოფილი სიცოცხლე.
23—29 სექტემბერი
ღვთის სიტყვის საუნჯე | ებრაელები 12, 13
„იეჰოვა იმის აღზრდაზე ზრუნავს, ვინც უყვარს“
it „აღზრდა“ ¶5
დევნები, რომელსაც იეჰოვა უშვებს, მისი მსახურების გაწაფვას, აღზრდას, დახვეწას ემსახურება, განსაცდელის შემდგომ კი „მშვიდობიან ნაყოფს“ — სიმართლეს იმკიან (ებ. 12:4—11). ღვთის ძეც კი იმ განსაცდელების შედეგად გახდა თანამგრძნობი მღვდელმთავარი, რომლებიც იეჰოვამ მის შემთხვევაში დაუშვა (ებ. 4:15).
გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები
w89 12/15 22 ¶10
იეჰოვასთვის მოსაწონი შესაწირავის გაღება
ებრაელი ქრისტიანები არ უნდა გატაცებულიყვნენ იუდაიზმის დამცველთა „სხვადასხვა, უცხო სწავლებით“ (გალატელები 5:1—6). ჩვენ ღვთის წყალობით ვიმტკიცებთ გულს და არა ამდაგვარი სწავლებებით, რათა ჭეშმარიტებაში ფესვგადგმულნი ვიყოთ. ზოგი, როგორც ჩანს, კამათობდა საჭმლისა და შესაწირავების გამო, რადგან პავლე ამბობს, რომ გულს ვერ განვიმტკიცებთ „საჭმელებით, რაც არაფერს რგებს მათზე გადაყოლილებს“. რწმენას საკვებზე გადამეტებული ფიქრი და გარკვეული დღეების დაცვა კი არ გვიმტკიცებს, არამედ ღვთის ერთგულება და გამოსასყიდისადმი მადლიერება (რომაელები 14:5—9). მეტიც, ქრისტეს მიერ გაღებულმა მსხვერპლმა ლევიანთა ხელით აღვლენილ მსხვერპლს ძალა დაუკარგა (ებრაელები 9:9—14; 10:5—10).