საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „ნიმროდი“
  • ნიმროდი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ნიმროდი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • მათ ვერ გაითქვეს სახელი
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1998
  • ბაბილონის კოშკი
    ბიბლიური მოთხრობები
  • რესენი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • რეხობოთ-ირი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „ნიმროდი“

ნიმროდი

ქუშის ვაჟი (1მტ. 1:10); რაბინული ხელნაწერების თანახმად, სახელი ნიმროდი მომდინარეობს ებრაული ზმნიდან მარად, რაც ნიშნავს აჯანყებას. აქედან გამომდინარე, ბაბილონის თალმუდში (ერუბინი 53ა) ნათქვამია: „რატომ ეწოდა სახელად ნიმროდი? ვინაიდან მან მთელი მსოფლიო ააჯანყა (ჰიმრიდ) მისი [ღვთის] უზენაესობის წინააღმდეგ“ (Encyclopedia of Biblical Interpretation, მენახემ მ. კაშერი, ტ. II, 1955, გვ. 79).

წარღვნის შემდეგ ნიმროდი პირველი იმპერიის დამფუძნებელი და მეფე იყო. მან სახელი გაითქვა იმით, რომ ძლიერი მონადირე იყო „უფლის წინაშე“ (დბ. 10:9, სსგ, ბსგ). ამ მუხლში თანდებული „წინაშე“, ებრაულად ლიფნე, გამოყენებულია უარყოფითი გაგებით; ეს თანდებული აგრეთვე ითარგმნება როგორც „წინააღმდეგ“ ან „მოწინააღმდეგე“ (შდრ. რც. 16:2; 1მტ. 14:8; 2მტ. 14:10; დბ. 10:9). მიუხედავად იმისა, რომ ამ მუხლში ზოგი ბიბლეისტი ამ ებრაულ თანდებულს დადებით მნიშვნელობას ანიჭებს, ებრაული თარგუმი, იოსებ ფლავიუსის ნაშრომები და დაბადების მე-10 თავის კონტექსტი ცხადყოფს, რომ ნიმროდი იეჰოვას მოწინააღმდეგე ძლიერი მონადირე იყო.

ნიმროდის სამეფოს ბაბილონით, ერექით, აქადითა და ქალნით ჩაეყარა საფუძველი შინარის მიწაზე (დბ. 10:10). აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, მისი ხელმძღვანელობით დაიწყეს ბაბილონისა და მისი გოდლის შენებაც. ეს აზრი ეთანხმება იუდეველთა გადმოცემასაც. იოსებ ფლავიუსი წერდა, რომ ნიმროდმა თავისი მმართველობა ნელ-ნელა ტირანიად აქცია, რადგან მიაჩნდა, რომ ხალხს ღვთის შიშს მხოლოდ იმ შემთხვევაში დააკარგვინებდა, თუ გამუდმებით საკუთარი ძალაუფლების ქვეშ ეყოლებოდა. ის იქადდა, რომ შურს იძიებდა ღმერთზე, თუ ის კიდევ მოისურვებდა დედამიწის წარღვნით მოსპობას. ის ააშენებდა იმსიმაღლე გოდოლს, რომ წყალი ვერ დაფარავდა და ამით სამაგიეროს გადაუხდიდა ღმერთს მისი წინაპრების განადგურებისთვის. ხალხი მოწადინებით დაჰყვა ნიმროდის ნებას, რადგან ფიქრობდნენ, რომ ღვთისადმი მორჩილება მონობა იყო. ამგვარად, მათ ისე სწრაფად დაიწყეს გოდლის შენება, რომ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბეს („იუდეველთა სიძველენი“ I, თ. 4, აბზ. 2, 3).

როგორც ჩანს, ბაბილონის გოდლის მშენებლობის დაწყების შემდეგ ნიმროდმა თავისი ძალაუფლება ასურეთის ტერიტორიაზეც განავრცო „და ააშენა ნინევე, რეხობოთ-ირი, ქალახი და რესენი ნინევესა და ქალახს შორის, და ამგვარად წარმოიქმნა ერთი დიდი ქალაქი“ (დბ. 10:11, 12; შდრ. მქ. 5:6). ვინაიდან ასურეთის სახელწოდება სავარაუდოდ სემის ვაჟის, აშურის სახელიდან მომდინარეობს, გამოდის, რომ ქამის შვილიშვილი ნიმროდი სემიტების ტერიტორიაზე შეიჭრა. ამგვარად, ნიმროდი, როგორც ჩანს, პირველი ძლევამოსილი ადამიანი გახდა არა მხოლოდ იმით, რომ ნადირობდა, არამედ იმითაც, რომ მეომარი და თავდამსხმელი იყო (დბ. 10:8). მაკ-კლინტოკისა და სტრონგის ენციკლოპედიაში აღნიშნულია: «ძლიერ მონადირეობაში რომ მხოლოდ ნადირობა არ იგულისხმებოდა, ის ადასტურებს, რომ მასთან ერთად მოხსენიებულია რვა ქალაქის მშენებლობა ... ის, რაც ნიმროდმა გააკეთა როგორც მონადირემ, მიანიშნებდა იმაზე, თუ როგორი დამპყრობელი იქნებოდა. ძველად ნადირობა და საგმირო საქმეები ერთმანეთთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული ... ასურული ძეგლებიც აღწერს ნადირობის დროს გამოვლენილ არაერთ გმირობას. ხშირად სიტყვა „ნადირობას“ ლაშქრობის მნიშვნელობით იყენებდნენ ... იმავე ტერიტორიაზე მოგვიანებით ნადირობა და ბრძოლა ერთმანეთთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ აქ ისინი გაიგივებულია. ასე რომ, ეს მუხლი შეიძლება შემდეგნაირად გავიგოთ: ნიმროდმა წარღვნის შემდეგ პირველმა დააფუძნა სამეფო, რათა პატრიარქალური მმართველობა გაეერთიანებინა და ერთპიროვნული მმართველი გამხდარიყო; და ეს ყველაფერი იეჰოვას საწინააღმდეგოდ გააკეთა, რადგან ქამიტური ძალებით შეიჭრა სემიტების ტერიტორიაზე» (1894, ტ. VII, გვ. 109).

ნიმროდის გაღმერთების შესახებ იხ. ღმერთები და ქალღმერთები [ბაბილონელთა ღვთაებები].

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება