წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“
3—9 თებერვალი
ღვთის სიტყვის საუნჯე | დაბადება 12—14
შეთანხმება, რომელსაც შენთვისაც მოაქვს სიკეთე
w89 7/1 3 ¶4
რატომ უნდა გვაინტერესებდეს აბრაამის ისტორია
ეს მართლაც შესანიშნავი დაპირებაა, რომელიც ამ შემთხვევის გარდა აბრაამმა კიდევ ორჯერ მოისმინა (დაბადება 18:18; 22:18). ეს დაპირება რომ შეასრულოს, ღმერთი იმ ოჯახებსაც აღადგენს, რომელთა სახსენებელიც მოისპო. მკვდრეთით აღდგენილები სიცოცხლით გაიხარებენ, რადგან ისეთივე პირობებში იცხოვრებენ, როგორიც თავდაპირველად სამოთხეში ჰქონდათ ადამიანებს. ისინი ისწავლიან, რის გაკეთება მართებთ მარადიული სიცოცხლის მისაღებად (დაბადება 2:8, 9, 15—17; 3:17—23).
10—16 თებერვალი
ღვთის სიტყვის საუნჯე | დაბადება 15—17
გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები
it „გამოსვლა“
„მეოთხე თაობაში“. იეჰოვამ აბრაამს უთხრა, რომ მისი შთამომავლები მეოთხე თაობაში დაბრუნდებოდნენ ქანაანში (დბ. 15:16). 430-წლიან პერიოდში, რომელიც აბრაამთან დადებული შეთანხმების ძალაში შესვლით დაიწყო და ისრაელების ეგვიპტიდან გამოსვლით დასრულდა, ოთხზე მეტი თაობა იარსებებდა. მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიური მონათხრობის თანახმად, იმ დროს ადამიანები შედარებით დიდხანს ცხოვრობდნენ, ამ პერიოდის განმავლობაში სულ მცირე ოთხი თაობა მაინც იარსებებდა. სინამდვილეში ისრაელებმა ეგვიპტეში მხოლოდ 215 წელი დაჰყვეს. შეგვიძლია მოვიშველიოთ ლევის ტომის მაგალითი და ეგვიპტეში შესვლიდან „ოთხი თაობა“ ასე გადავითვალოთ: პირველი ლევი, მეორე კეჰათი, მესამე ამრამი და მეოთხე მოსე (გმ. 6:16, 18, 20).
17—23 თებერვალი
ღვთის სიტყვის საუნჯე | დაბადება 18, 19
გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები
w88 5/15 23 ¶4, 5
უხილავს ვინმეს ღმერთი?
სავსებით გასაგებია, რატომ დაელაპარაკა აბრაამი ღვთისგან წარგზავნილ ხორცშესხმულ ანგელოზს ისე, თითქოს იეჰოვას ელაპარაკებოდა. ვინაიდან ეს ანგელოზი უშუალოდ ღვთის წარმომადგენელი იყო და ზუსტად გადასცა აბრაამს მისი სათქმელი, ბიბლია მართებულად ამბობს, რომ „გამოეცხადა იეჰოვა მას“ (დაბადება 18:1).
როგორც რადიო ან ტელეფონი გადასცემს ზუსტად და გარკვევით ვინმეს ლაპარაკს, ისე ანგელოზს შეეძლო ზუსტად გადაეცა ადამიანებისთვის ღვთის სიტყვები. ამიტომაც გასაგებია, რატომ ესაუბრებოდნენ აბრაამი, მოსე, მანოახი და სხვები ხორცშესხმულ ანგელოზებს ისე, თითქოს ღმერთს ელაპარაკებოდნენ. ეს ადამიანები აშკარად ხედავდნენ ანგელოზებს და იეჰოვას დიდებას, რომელსაც ისინი ირეკლავდნენ, მაგრამ ღმერთი არ უნახავთ. ამიტომ იოანე მოციქულის სიტყვები, რომ „ღმერთი არავის არასოდეს უხილავს“, წინააღმდეგობაში არ მოდის ამ და სხვა მსგავს შემთხვევებთან (იოანე 1:18). ასე რომ, ამ ადამიანებმა ღმერთი კი არა, ანგელოზები იხილეს, რომლებიც მისი წარმომადგენლები იყვნენ.
24 თებერვალი — 1 მარტი
ღვთის სიტყვის საუნჯე | დაბადება 20, 21
გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები
w89 7/1 20 ¶9
აბრაამმა მაგალითი დაუტოვა ყველას, ვისაც ღმერთთან მეგობრობა სურს
9 აბრამმა კიდევ ერთხელ გამოავლინა ძლიერი რწმენა, როგორც ამას ბიბლიიდან ვიგებთ: „აუგო მან სამსხვერპლო იეჰოვას“ (დაბადება 12:7). ეს იმას ნიშნავდა, რომ მან მსხვერპლი შესწირა იეჰოვას. რწმენით აბრამმა სხვაგანაც აუგო ღმერთს სამსხვერპლო და „მოუხმო იეჰოვას, მარადიული ღვთის სახელს“ (დაბადება 12:8; 13:18; 21:33). ებრაული ფრაზა, რომელიც ნათარგმნია, როგორც „სახელის მოხმობა“, აგრეთვე ნიშნავს სახელის გაცხადებას (ქადაგებას). უდავოა, აბრამი როგორც თავის სახლეულობას, ისე ქანაანელებს ღვთის სახელს გაბედულად უცხადებდა (დაბადება 14:22—24). დღესაც რწმენით უნდა მოუხმონ ღვთის სახელს მათ, ვისაც მასთან დამეგობრება სურს. ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა ვქადაგებდეთ და „ყოველთვის ვწირავდეთ ღმერთს . . . ქების მსხვერპლს, ანუ ბაგეთა ნაყოფს, რითაც სახალხოდ ვაღიარებთ მის სახელს“ (ებრაელები 13:15; რომაელები 10:10).