წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“
16—22 მარტი
ღვთის სიტყვის საუნჯე | დაბადება 25, 26
ესავი პირმშოობას ყიდის
it „პირმშო, პირველმოგებული“ ¶2
პირმშოს ოჯახში ოდითგანვე საპატიო მდგომარეობა ეკავა, რომელსაც მამის სიკვდილის შემდეგ ოჯახისთავის პასუხისმგებლობა ეკისრებოდა. მას მამის ქონებიდან ორმაგი წილი ერგებოდა (კნ. 21:17). მაგალითად, როცა იოსებმა ძმები მაგიდასთან დასხა, რეუბენს, როგორც პირმშოს, კუთვნილი ადგილი მიუჩინა (დბ. 43:33). თუმცა ბიბლია ძმებს შორის პირმშოს ყოველთვის პირველს არ მოიხსენიებს. ხშირად პირველი ის არის მოხსენიებული, ვისაც განსაკუთრებული რწმენა ჰქონდა ან მნიშვნელოვანი როლი ეკისრა (დბ. 6:10; 1მტ. 1:28; შდრ. დბ. 11:26, 32; 12:4; იხ. პირმშოობა; მემკვიდრეობა).
30 მარტი — 5 აპრილი
ღვთის სიტყვის საუნჯე | დაბადება 29, 30
იაკობი ქორწინდება
it „ქორწინება“ ¶10
ქორწილის დღე. მართალია, ისრაელში ქორწილის დროს არანაირი ოფიციალური ცერემონიალი არ ტარდებოდა, მაგრამ ამ დღეს ყველას საზეიმო განწყობა ჰქონდა. ქორწილის დღეს პატარძალი სახლში საგულდაგულოდ ემზადებოდა. ის ჯერ ბანაობდა, შემდეგ კი სურნელოვან ზეთს იცხებდა (შდრ. რთ. 3:3; ეზკ. 23:40). პატარძალი ზოგჯერ მსახური ქალების დახმარებით სარტყელს იკეთებდა და გრძელ თეთრ სამოსს იცვამდა. ის, თუ რამდენად მდიდრულად იქნებოდა პატარძლის სამოსელი მოქარგული, მის მატერიალურ მდგომარეობაზე იყო დამოკიდებული (იერ. 2:32; გმც. 19:7, 8; ფს. 45:13, 14). თუ საშუალება ჰქონდა, ის ძვირფასეულობითაც იმკობდა თავს (ეს. 49:18; 61:10; გმც. 21:2). აგრეთვე იკეთებდა თავსაბურავს, რომელიც სხეულს თავიდან ფეხებამდე უფარავდა (ეს. 3:19, 23). სწორედ ამიტომ შეატყუა ასე ადვილად ლაბანმა იაკობს ლეა რახელის მაგივრად (დბ. 29:23, 25). რებეკამაც თავსაბურავი ჩამოიფარა, სანამ ისაკს შეხვდებოდა (დბ. 24:65). ამგვარად პატარძალი საქმროსადმი მორჩილებას ავლენდა და მის ძალაუფლებას აღიარებდა (1კრ. 11:5, 10).
გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები
it „შვილება“ ¶3
რახელი და ლეა ბავშვებს, რომლებიც იაკობს მათმა მოახლეებმა გაუჩინეს, თავიანთ კალთაზე გაჩენილებად, ანუ საკუთარ შვილებად მიიჩნევდნენ (დბ. 30:3—8, 12, 13, 24). ეს ბავშვები მემკვიდრის უფლებით ისევე სარგებლობდნენ, როგორც იაკობის კანონიერი ცოლებისგან გაჩენილი შვილები. ვინაიდან მათ მამა ერთი ჰყავდათ, ხოლო მოახლეები იაკობის ცოლების საკუთრება იყვნენ, რახელი და ლეა მესაკუთრის უფლებით სარგებლობდნენ და ეს ბავშვები მათ შვილებად ითვლებოდნენ.