ღვთის სიტყვის საუნჯე | დაბადება 40, 41
იეჰოვამ დაიხსნა იოსები
იეჰოვამ დაიხსნა იოსები, რომელმაც მონობასა და პატიმრობაში დაახლოებით 13 წელი გაატარა. ნაცვლად იმისა, რომ გაბოროტებულიყო, განვლილმა ცხოვრებამ იოსებს ბევრი რამ ასწავლა (ფსალმ. 105:17—19). ის დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვას არასდროს მიუტოვებია. როგორ გამოიყენა იოსებმა საუკეთესოდ შექმნილი მდგომარეობა?
იოსები შრომისმოყვარე და სანდო ადამიანი იყო, რის გამოც იეჰოვამ აკურთხა (დაბ. 39:21, 22)
ის სიკეთეს უკეთებდა და სამაგიეროს არ უხდიდა მათ, ვინც უსამართლოდ ეპყრობოდა (დაბ. 40:5—7)
როგორ დამეხმარება იოსების მაგალითი, მოთმინებით ავიტანო განსაცდელები?
როგორ შემიძლია საუკეთესოდ გამოვიყენო შექმნილი მდგომარეობა, ვიდრე იეჰოვა არმაგედონის დროს დამიხსნის?