წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“
17—23 მაისი
ღვთის სიტყვის საუნჯე | რიცხვები 32, 33
„განდევნეთ იმ მიწის ყველა მკვიდრი“
it „ქანაანი“
იესო ნავეს ძე ბრძნულად მოიქცა და „არცერთი სიტყვა არ დაუტოვებია შეუსრულებელი იქიდან, რაც იეჰოვამ უბრძანა მოსეს“ ქანაანელების განადგურებასთან დაკავშირებით (იეს. 11:15). თუმცა ისრაელი არ მიჰყვა მის კარგ მაგალითს და არ მოუსპია იმ მიწიდან ყველაფერი, რაც მათ ერთგულებას შეუქმნიდა საფრთხეს. ქანაანელებთან მუდმივმა ურთიერთობამ გარყვნა ერი. გარდა იმისა, რომ ისინი დამნაშავეობაში, უზნეობასა და კერპთაყვანისმცემლობაში გაეხვივნენ, ძალიან ბევრმა დაკარგა სიცოცხლე. ამდენი ადამიანი ნამდვილად არ დაიხოცებოდა, ისრაელი ერი ერთგულად რომ დამორჩილებოდა ღვთის მითითებას და უკლებლივ ყველა გაენადგურებინა (რც. 33:55, 56; მსჯ. 2:1—3, 11—23; ფს. 106:34—43). იეჰოვამ გააფრთხილა ისრაელები, რომ მიუკერძოებლად და სამართლიანად აღასრულებდა განაჩენს. ეს იმას ნიშნავდა, რომ, თუ ისინი ურთიერთობას იქონიებდნენ ქანაანელებთან, დაუმოყვრდებოდნენ, მათ რელიგიურ შეხედულებებსა და წეს-ჩვეულებებს გაიზიარებდნენ და უზნეობას ჩაიდენდნენ, ისინიც ამოიძირკვებოდნენ იმ მიწიდან და ისეთივე ბოლო ექნებოდათ, როგორიც ქანაანელებს (გმ. 23:32, 33; 34:12—17; ლვ. 18:26—30; კნ. 7:2—5, 25, 26).
ღვთის სიტყვის სიღრმეები
it „საზღვარი“
მას შემდეგ, რაც ტომებს მხარეებს დაუნაწილებდნენ, ტერიტორიის ფართობი აუცილებლად ტომის სიდიდის მიხედვით უნდა განსაზღვრულიყო. „მიწა შტოებმა წილისყრით დაინაწილეთ. დიდმა შტომ დიდი სამკვიდრო მიიღოს და პატარამ — პატარა. ვისაც სად შეხვდება წილისყრით მიწა, იქ დამკვიდრდეს. მიწა თქვენ-თქვენი ტომების მიხედვით დაინაწილეთ“ (რც. 33:54). წილისყრით განაწილებული გეოგრაფიული ადგილმდებარეობა არ იცვლებოდა, თუმცა ტერიტორიის ფართობი შეიძლება ტომების სიდიდის მიხედვით შეცვლილიყო. მაგალითად, როცა გაირკვა, რომ იუდას კუთვნილი წილი ძალიან დიდი იყო, ტერიტორია სიმონის ტომს გაუნაწილეს (იეს. 19:9).
24—30 მაისი
ღვთის სიტყვის საუნჯე | რიცხვები 34—36
ღვთის სიტყვის სიღრმეები
w91 2/15 13 ¶13
„შესაბამისი გამოსასყიდი . . . ყველასთვის“
13 ადამმა და ევამ ვერ ისარგებლეს გამოსასყიდით მოსეს კანონში ასეთ პრინციპს ვკითხულობთ: „არ აიღოთ გამოსასყიდი კაცისმკვლელის სახსნელად, რომელიც სიკვდილს იმსახურებს“ (რც. 35:31). ადამი არ შემცდარა; მან საკუთარი ნებით შესცოდა (1ტმ. 2:14). ეს მკვლელობის ტოლფასი იყო, რადგან თავის შთამომავლებს მემკვიდრეობით ცოდვა და სიკვდილი გადასცა. ადამი სრულყოფილი იყო და შეგნებულად ეურჩა ღმერთს, რის გამოც სიკვდილი დაიმსახურა. ადამსაც რომ ესარგებლა გამოსასყიდით, გამოვიდოდა, რომ იეჰოვა თავად არღვევდა თავის სამართლიან ნორმებს. ადამის ცოდვის საზღაურის გადახდით, მისი შთამომავლებისთვის გამოტანილ სასიკვდილო განაჩენს ძალა დაეკარგა (რმ. 5:16). სამართლებრივი თვალსაზრისით, ცოდვის მომაკვდინებელი ძალა სათავეშივე მოისპო. იესო ანუ გამომსყიდველი ყველას გულისთვის მოკვდა, ვინც ადამის ცოდვის შედეგებს იმკის (ებ. 2:9; 2კრ. 5:21; 1პტ. 2:24).
31 მაისი — 6 ივნისი
ღვთის სიტყვის საუნჯე | კანონი 1, 2
„ღვთის სახელით ასამართლებთ“
w96 3/15 23 ¶1
იეჰოვა „სიმართლისა და სამართლიანობის მოყვარულია“
დროდადრო უხუცესებს სერიოზული ცოდვის განხილვა უწევთ (1კრ. 5:12, 13). ასეთ დროს მათ ახსოვთ, რომ ღვთის სამართლიანობა გულმოწყალებასაც ითვალისწინებს. თუმცა, თუ შემცოდველი არ ინანიებს, გულმოწყალებისთვის ადგილი არ რჩება. სამართლებრივი გადაწყვეტილებების დროს უხუცესებს შურისძიება არ ამოძრავებთ. პირიქით, ისინი იმედოვნებენ, რომ გარიცხვის შემთხვევაში შემცოდველი გონს მოეგება (ეზკ. 18:23). უხუცესები ქრისტეს მეთაურობით სამართლიანობის მხარეს დგანან და სამწყსოსთვის არიან „როგორც თავშესაფარი ქარში“ (ეს. 32:1, 2). ასე რომ, ისინი მიუკერძოებლობას და გონიერებას უნდა იჩენდნენ (კნ. 1:16, 17).
28 ივნისი — 4 ივლისი
ღვთის სიტყვის საუნჯე | კანონი 9, 10
ღვთის სიტყვის სიღრმეები
it „ანაკიმი“
ანაკიმები, რომლებიც, ძირითადად, ქანაანის სამხრეთ ნაწილში ცხოვრობდნენ, „უჩვეულოდ დიდები“ იყვნენ. ისინი სახლობდნენ როგორც მთიან მხარეში, ისე ზღვისპირეთში. ერთ დროს ხებრონში ანაკიმთა დიდებულები: ახიმანი, შეშაი და თალმაი ცხოვრობდნენ (რც. 13:22). სწორედ იმ პერიოდში ნახეს ისრაელმა მზვერავებმა პირველად ანაკიმები. ათმა მზვერავმა ბანაკში ცუდი ამბავი მიიტანა, რამაც ხალხს შიში ჩაუნერგა. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ ანაკიმები წარღვნამდე მცხოვრებ ბუმბერაზთა შთამომავლები იყვნენ და მათთან შედარებით ებრაელები კალიებივით ჩანდნენ (რც. 13:28—33; კნ. 1:28). გამორჩეული გარეგნობის გამო ანაკიმებს ხშირად ადარებდნენ ხოლმე სხვა ხალხს, რომლებიც მათსავით ძლიერები და მაღლები იყვნენ, მაგალითად ემიმებს და რეფაიმებს. ანაკიმები იმდენად ძლიერები იყვნენ, რომ მათზე ასეთი გამოთქმაც კი დამკვიდრდა: „ვინ აღუდგება წინ ანაკიმის შთამომავლებს“ (კნ. 2:10, 11, 20, 21; 9:1—3).