ჩარჩო 13ა
ორი ტაძარი და მათი მნიშვნელობა
ეზეკიელის მიერ ნანახი ტაძარი
ეზეკიელი ამ ტაძარს აღუწერს ბაბილონში გადასახლებულ ებრაელებს.
მას აქვს სამსხვერპლო, რომელზეც უამრავი მსხვერპლი იწირება.
მისი აღწერილობა ხაზს უსვამს იეჰოვას მიერ წმინდა თაყვანისმცემლობისთვის დადგენილ ნორმებს.
ის მიუთითებს სულიერ აღდგენაზე, რომელიც 1919 წელს დაიწყო.
სულიერი ტაძარი
პავლე ამ ტაძრის შესახებ წერს ებრაელ ქრისტიანებს.
მას აქვს სამსხვერპლო, რომელზეც მხოლოდ ერთხელ აღევლინა მსხვერპლი (ებრ. 10:10).
ის წარმოდგენას გვიქმნის იმაზე, რასაც კარავი და მოგვიანებით ტაძარი განასახიერებდა, კერძოდ, იეჰოვას მიერ წმინდა თაყვანისმცემლობისთვის გატარებულ ღონისძიებაზე, რომელსაც საფუძვლად იესოს გამოსასყიდი დაედო.
ის მიუთითებს იესო ქრისტეს, დიდებული მღვდელმთავრის, მსახურებაზე ახ. წ. 29—33 წლებში.