საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნები
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
    • წარმოშობით სერბი სტეივან სტანკოვიჩი, რომელიც რკინიგზის სადგურში მუშაობდა, ყოველთვის ეხმარებოდა თავის სულიერ ძმებს. მას ხორვატიიდან სერბიაში ჩუმად შეჰქონდა ლიტერატურა, მიუხედავად იმისა, რომ ეს დიდ რისკთან იყო დაკავშირებული. ერთ დღესაც პოლიციამ მის ჩემოდანში ლიტერატურა აღმოაჩინა; მას მოსთხოვეს, ეთქვა, საიდან მოჰქონდა პუბლიკაციები. იგი ძმების ერთგული დარჩა და არაფერი უთქვამს. პოლიციამ დააპატიმრა, დაჰკითხა და შემდეგ იასანოვაცის საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნა. ამ განსაკუთრებული სისასტიკით ცნობილ ბანაკში ამ ერთგულ ძმას სიცოცხლე მოუსწრაფეს.

      მიჰოვილ ბალკოვიჩი, საკმაოდ წინდახედული და მოხერხებული ძმა, იმ ძნელბედობის ჟამს ხორვატიაში სანტექნიკოსად მუშაობდა. მიუხედავად ამისა, იგი ძმებს ინახულებდა, ამხნევებდა და მათთან ლიტერატურა ჩაჰქონდა. „ერთხელ, — იხსენებს მისი შვილიშვილი, — მან შეიტყო, რომ მატარებელი, რომლითაც მგზავრობდა, მომდევნო ქალაქში უნდა გაეჩხრიკათ. ამიტომ მიჰოვილი ერთი გაჩერებით ადრე ჩამოვიდა. თითქმის მთელი ქალაქი მავთულხლართებით იყო შემოღობილი, მაგრამ მან ვენახ-ვენახ იარა და ასე დააღწია თავი მავთულხლართებს. ზურგჩანთაში ლიტერატურა ელაგა, რომელზეც ორი ბოთლი კონიაკი და ცოტაოდენი სურსათი ეწყო. ვენახის გავლის შემდეგ სანგარს ჩაუარა. უცებ ჯარისკაცის ყვირილი მოესმა:

      — სდექ! ვინა ხარ?

      როცა მიჰოვილი ახლოს მივიდა, ერთ-ერთმა ჯარისკაცმა ჰკითხა:

      — რა მიგაქვს?

      — ცოტაოდენი ფქვილი, ლობიო და კარტოფილი.

      მერე ჯარისკაცმა ჰკითხა, რა ესხა ბოთლებში. მიჰოვილმა მიუგო:

      — უსუნე, გასინჯე.

      როდესაც ჯარისკაცმა კონიაკს გემო გაუსინჯა, მიჰოვილმა უთხრა:

      — ერთი შენ, შვილო, და ერთიც — მე.

      კმაყოფილი ჯარისკაცები აღარაფერზე გამოდევნებიან:

      — შეგიძლია წახვიდე, ბიძაჩემო!

      ასე შეძლო მიჰოვილმა ლიტერატურის უსაფრთხოდ გადატანა“.

      მიჰოვილი გაბედული ძმა იყო. მას ისეთ ტერიტორიებზე უწევდა სიარული, რომელსაც მოწინააღმდეგეთა ჯარები აკონტროლებდნენ. მიჰოვილი ხან კომუნისტ პარტიზანებს გადაეყრებოდა ხოლმე, ხან — უსტაშებსa, ხანაც — სერბ პარტიზანებს. მას არც ერთხელ არ შეშინებია, ყოველთვის ბიბლიიდან ესაუბრებოდა მათ მომავლის იმედის შესახებ. ეს მართლაც დიდ გამბედაობას მოითხოვდა, რადგან მისი სიცოცხლე ყოველთვის საფრთხეში იყო. მიჰოვილი რამდენჯერმე დაიჭირეს, დაჰკითხეს და დააპატიმრეს კიდეც.

      ომის მიწურულს, 1944 წლის 9 ნოემბერს, მიჰოვილის სახლში პარტიზანები შეცვივდნენ, იქიდან ლიტერატურა წამოიღეს და მიჰოვილიც წამოიყვანეს. სამწუხაროდ, ის შინ აღარ დაბრუნებულა; მას თავი მოჰკვეთეს.

  • ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნები
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
    • სიკვდილამდე ერთგულები

      ზაგრებში მცხოვრებმა კალატოზმა, ლასტან ფაბიანმა, ჭეშმარიტება გაუზიარა ივან სივარს, ფრანიო დრევენს და ფილიპ ჰუზაკ გუმბაზირს. ექვს თვეში სამივენი მოინათლნენ; დაიწყეს ქადაგება და შეხვედრებზე რეგულარულად დასწრება. 1943 წლის 15 იანვრის საღამოს სამხედრო პოლიცია ივან სივარის სახლში მივიდა, სადაც დააკავეს თვითონ ივანი, ფრანიო დრევენი და კიდევ ერთი ძმა, ფილიპ ილიჩი. სახლი გაჩხრიკეს, ლიტერატურა წაიღეს და თან ძმებიც წაიყვანეს.

      ეს რომ ლასტანმა და ფილიპმა შეიტყვეს, ფრანიოს დედისა და დის სანუგეშებლად წავიდნენ. პარტიზანებმა გაიგეს ამის შესახებ და ორივე, ლასტანიცა და ფილიპიც, დააპატიმრეს. ხუთივე ძმა ბიბლიით ხელში უხსნიდა მათ, რომ მხოლოდ იეჰოვას მსახურები და ქრისტეს მეომრები იყვნენ. ვინაიდან იარაღის აღებასა და ბრძოლაზე მტკიცე უარი განაცხადეს, მათ სიკვდილი მიუსაჯეს.

      ერთ ღამეს ხუთივე ძმა გააღვიძეს, ტანსაცმელი გახადეს და ტყეში წაიყვანეს. გზაში ეუბნებოდნენ, რომ შეეძლოთ, გადაწყვეტილება შეეცვალათ. ჯარისკაცები ძმების გატეხას იმით ცდილობდნენ, რომ მათ გარეშე დარჩენილ ოჯახის წევრებზე ელაპარაკებოდნენ. მაგალითად, ფილიპ ჰუზაკ გუმბაზირს შეახსენეს, რომ სახლში ფეხმძიმე ცოლი და ოთხი შვილი ელოდა. ფილიპმა მტკიცედ უპასუხა, რომ იეჰოვა მათ მზრუნველობას არ მოაკლებდა. ფრანიო დრევენს ცოლ-შვილი არ ჰყავდა, ამიტომ ჯარისკაცები იმას უმეორებდნენ, რომ მისი დედისა და დის პატრონი არავინ იქნებოდა.

      საშინლად ციოდა. დანიშნულ ადგილამდე რომ მივიდნენ, ძმები ერთმანეთის გვერდით დააყენეს და განაჩენის აღსრულება დაიწყეს. ჯერ ფილიპ ჰუზაკ გუმბაზირი დახვრიტეს. ამის შემდეგ დანარჩენებს ჰკითხეს, ხომ არ შეცვლიდნენ თავიანთ გადაწყვეტილებას, მაგრამ ძმები სიმტკიცეს ინარჩუნებდნენ. შემდეგ ერთმანეთის მიყოლებით დახვრიტეს ფრანიო, ივანი და ლასტანი. ბოლოს ფილიპ ილიჩიღა დარჩა ცოცხალი, რომელიც კომპრომისზე წავიდა და ჯარისკაცებს შეუერთდა; თუმცა სამი თვის შემდეგ ავად გახდა და შინ დაბრუნება მოუწია. იგი ყველაფერს მოყვა, რაც მოხდა. სიცოცხლე, რომლის დახსნასაც ფილიპ ილიჩი კომპრომისზე წასვლით შეეცადა, უდროოდ წაართვა ავადმყოფობამ.

      სლოვენიაში მრავალი და-ძმა იმსხვერპლა დევნამ. ერთ-ერთი მათგანი ფრანკ დროზგი იყო, 38 წლის მჭედელი, რომელიც უარს აცხადებდა ომში მონაწილეობაზე. ამის გამო ნაცისტებმა იგი 1942 წლის 8 ივნისს მარიბორში სიკვდილით დასაჯეს. ვინც მასთან ერთად იყო, გვიამბობს, რომ დახვრეტამდე მას კისერზე ეკიდა წარწერა: „მე არა ვარ ამ ქვეყნიერებიდან“ (იოან. 17:14). ფრანკის ძლიერი რწმენა კარგად გამოჩნდა მეგობრისთვის მიწერილი წერილიდან, რომელიც მან განაჩენის აღსრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე დაწერა: „ძვირფასო მეგობარო, რუპერტ! დღეს სასიკვდილო განაჩენი გამომიტანეს. ნუ მიგლოვებ. ძალიან მიყვარხართ შენც და შენი ოჯახის წევრებიც. გნახავ ღვთის სამეფოში“.

  • ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნები
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
    • სლოვენიაში მრავალი და-ძმა იმსხვერპლა დევნამ. ერთ-ერთი მათგანი ფრანკ დროზგი იყო, 38 წლის მჭედელი, რომელიც უარს აცხადებდა ომში მონაწილეობაზე. ამის გამო ნაცისტებმა იგი 1942 წლის 8 ივნისს მარიბორში სიკვდილით დასაჯეს. ვინც მასთან ერთად იყო, გვიამბობს, რომ დახვრეტამდე მას კისერზე ეკიდა წარწერა: „მე არა ვარ ამ ქვეყნიერებიდან“ (იოან. 17:14). ფრანკის ძლიერი რწმენა კარგად გამოჩნდა მეგობრისთვის მიწერილი წერილიდან, რომელიც მან განაჩენის აღსრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე დაწერა: „ძვირფასო მეგობარო, რუპერტ! დღეს სასიკვდილო განაჩენი გამომიტანეს. ნუ მიგლოვებ. ძალიან მიყვარხართ შენც და შენი ოჯახის წევრებიც. გნახავ ღვთის სამეფოში“.

  • ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნები
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
    • სურათები 168 გვერდზე]

      ფრანკ დროზგი და მისი წერილის ასლი

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება