გამოავლინე პირადი ინტერესი — იყავი ყურადღებიანი და თავაზიანი
1 იეჰოვა სამყაროს უზენაესი ხელისუფალია. მიუხედავად ამისა, არასრულყოფილი ადამიანების მიმართ ის სიკეთესა და ყურადღებას ავლენს და პატივისცემით ეპყრობა მათ (დაბ. 13:14; 19:18—21, 29). თუ მივბაძავთ იეჰოვა ღმერთს, ადამიანებს უფრო ეფექტურად გადავცემთ სასიხარულო ცნობას (კოლ. 4:6). ამაში უფრო მეტი იგულისხმება, ვიდრე მხოლოდ თავაზიანად და პატივისცემით ლაპარაკი.
2 კარდაკარ მსახურებისას: როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ მობინადრეს იმ დროს მივაკითხეთ, როცა ის ძალიან დაკავებულია? კარგი იქნება, თუ გავითვალისწინებთ მის მდგომარეობას და მოკლე შეთავაზებით შემოვიფარგლებით ან ვეტყვით, რომ სხვა დროს მივაკითხავთ. თუ მობინადრე უარს იტყვის ლიტერატურის აღებაზე, ჩვენი მხრიდან თავაზიანობის გამოვლენა იქნება, თუ ჩვენსას არ დავიჟინებთ. სხვების მიმართ ყურადღებას გამოვავლენთ, თუ გავუფრთხილდებით მათ საკუთრებას; მაგალითად, კარს ან ჭიშკარს ღიას არ დავტოვებთ და შვილებსაც ვასწავლით, ასე მოიქცნენ. თუ გვსურს, ლიტერატურა დავუტოვოთ მობინადრეს, რომელიც სახლში არ დაგვხვდა, ის გამვლელებისთვის შესამჩნევ ადგილას არ უნდა დავდოთ. მართლაც, სიკეთე აღგვძრავს, სხვებს ისე მოვექცეთ, როგორც ჩვენ გვინდა, რომ გვექცეოდნენ (ლუკ. 6:31).
3 ქუჩაში დამოწმებისას: ქუჩაში ქადაგების დროს ყურადღებას გამოვავლენთ, თუ ხელს არ შევუშლით გამვლელებს და გამყიდველებს. კარგი იქნება, თუ მათ გავესაუბრებით, ვისაც ვატყობთ, რომ არ ჩქარობს და აქვს რამდენიმე წუთი. ზოგჯერ, ქუჩის ხმა რომ დავფაროთ, შეიძლება მოგვიწიოს ხმამაღლა ლაპარაკი. მაგრამ ამ შემთხვევაშიც სხვების ყურადღება არ უნდა მივიპყროთ (მათ. 12:19).
4 ტელეფონით დამოწმებისას: ყურადღების გამოვლენა იქნება, თუ ტელეფონით ქადაგებისთვის მყუდრო ადგილს შევარჩევთ, რათა ზედმეტი ხმაური ხელისშემშლელი არ იყოს. თავაზიანობას ვავლენთ, როცა მოსაუბრეს მალევე წარვუდგენთ თავს და ვეუბნებით, რა მიზნით ვურეკავთ. ბიბლიაზე დაფუძნებული გამამხნევებელი საუბრები რომ წარვმართოთ, კარგი იქნება, თუ ყურმილს ახლოს დავიჭერთ და სასიამოვნო ტონს შევინარჩუნებთ (1 კორ. 14:8, 9). მსახურების სხვადასხვა სფეროში სიკეთის, ყურადღებიანობისა და თავაზიანობის გამოვლენით ჩვენ ვბაძავთ იეჰოვა ღმერთს.