მზადყოფნით იქადაგე კეთილი ცნობა
1 „ძალიან მსურს თქვენი ნახვა . . . რაც მე მეხება, მზად ვარ გახაროთ თქვენც“. პავლემ ამ სიტყვებით გამოხატა თავისი გრძნობები რომში მყოფი ძმებისთვის გაგზავნილი წერილის დასაწყისში. რატომ იყო მზად პავლე, სწვეოდა მათ? მან თქვა: „რათა თქვენშიც მქონოდა რაიმე ნაყოფი . . . ვინაიდან მე არ მრცხვენია სახარებისა, რადგან ღვთის ძალაა იგი . . . სახსნელად“ (რომ. 1:11–16).
2 პავლემ იგივე მზადყოფნა ეფესელ უხუცესებთან საუბრისას გამოავლინა. მან შეახსენა მათ: „პირველივე დღიდან, როდესაც აზიაში მოვედი . . . არაფერი დამიშურებია . . . თქვენთვის რომ . . . არ მესწავლებინა საჯაროდ თუ სახლებში. ვუმოწმებდი იუდეველებსა და ბერძნებს“ (საქ. 20:18–21). პავლე ილტვოდა, მთელ თავის ტერიტორიაზე გაევრცელებინა კეთილი ცნობა ხსნის შესახებ და სამეფოს ნაყოფი მოემკა. რა სამაგალითო სულისკვეთება გამოავლინა!
3 შეგვიძლია შევეკითხოთ საკუთარ თავს: „ვავლენ მსგავს მზადყოფნას ჩემს უბანზე კეთილი ცნობის გაცხადებისას? ნაცვლად იმისა, რომ სამქადაგებლო საქმე მხოლოდ მოვალეობად ჩავთვალო, მზად ვარ, გავუზიარო კეთილი ცნობა რაც შეიძლება მეტ ადამიანს? ვწონი ლოცვით ჩემს მდგომარეობას? გამოვცადე ჩვენს ტერიტორიაზე არსებული ყველა შესაძლებლობა, მაგალითად: კარდაკარ, ქუჩაში, საქმიან რაიონებში, ტელეფონით და არაფორმალურად ქადაგება?“
4 მზადყოფნით იქადაგე აპრილში. აპრილის თვეში შესანიშნავი შესაძლებლობა გვეძლევა, სამქადაგებლო მსახურებაში მეტი მონაწილეობა მივიღოთ. საათების ნორმის შემცირების გამო უფრო მეტი შეძლებს დამხმარე პიონერად მსახურებას. შეიძლება, შენმა მდგომარეობამ საშუალება მოგცეს იმსახურო დამხმარე პიონერად აპრილსა და მაისში. ან საათების ნორმაში შეტანილი ცვლილებების გამო შეიძლება სრული დროით პიონერადაც დაიწყო მსახურება. თუ კრების მაუწყებელი ხარ, შეძლებდი ამ და მომდევნო თვეში ჩვეულებრივზე მეტი დრო გამოგეყო მსახურებისთვის და დახმარებოდი მათ, ვისაც პიონერად მსახურება შეუძლია? ამით იეჰოვას გაუხარებდი გულს!
5 პავლეს მსგავსად, სამეფოს ყველა მაუწყებელი ისევ და ისევ უნდა ავლენდეს მზადყოფნას სამქადაგებლო საქმიანობაში მონაწილეობით. მსახურებაში ყოველივე შესაძლებლის გაკეთება ნამდვილ სიხარულს მოგვანიჭებს. წმინდა მსახურება პავლესაც ასეთ სიხარულს ანიჭებდა. კარგია, თუ ვბაძავთ მის შესანიშნავ მაგალითს (რომ. 11:13; 1 კორ. 4:16).