სამეფოს შესახებ ქადაგება ადამიანებს სიცოცხლის გადარჩენაში ეხმარება!
1 დღეისათვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა. ამ საქმიანობას იეჰოვა ღმერთი, იესო ქრისტე და უთვალავი ანგელოზი აქცევს ყურადღებას. რა არის ეს საქმე და რატომ არის ის ასე არსებითი? ეს არის სამეფოს შესახებ ქადაგება და ის ადამიანებს სიცოცხლის გადარჩენაში ეხმარება! (რომ. 1:16; 10:13, 14).
2 ზოგი შეიძლება ფიქრობს, რომ ხალხს იმით უფრო კარგად დავეხმარებოდით, თუ მსოფლიო მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ვიზრუნებდით. დღეს ბევრი ადამიანი მთელ თავის სიცოცხლეს მშვიდობისათვის ბრძოლას, სნეულებებისგან განკურნების მცდელობას და ეკონომიკის გაუმჯობესებისთვის ზრუნვას უთმობს. მაგრამ რა უფრო დაეხმარება ადამიანებს?
3 ძალიან მნიშვნელოვანი საქმე: მხოლოდ სამეფოს შესახებ ცნობა ხსნის იმას, თუ რა არის სიცოცხლის აზრი და რატომ იტანჯებიან ადამიანები. ის მომავალთან დაკავშირებით ერთადერთ უტყუარ იმედს გვაძლევს. ეს სასიხარულო ცნობა ადამიანებს იეჰოვასთან აახლოვებს, რაც მათ იმის საშუალებას აძლევს, რომ მიიღონ „ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება“ (ფილ. 4:7). დღეს მხოლოდ სამეფოს შესახებ ცნობა ეხმარება ადამიანებს პრობლემებთან გამკლავებაში და უჩვენებს, თუ როგორ გადარჩებიან ისინი ბოროტი წუთისოფლის განადგურებისას (1 იოან. 2:17). განა არ ღირს ყოველივე ეს იმად, რომ მთელი ძალისხმევა მოვახმაროთ სამეფოს შესახებ ქადაგებას?
4 მაგალითად, როგორ დავეხმარებოდით ჩაძინებულ სოფელს, რომელშიც კაშხალი ეს-ესაა გასკდება? ამ კაშხლიდან წყლის ამოტუმბვას დაიწყებდით? თუ ამ განწირული სოფლის გალამაზებას შეუდგებოდით? რა თქმა უნდა, არა! გააღვიძებდით მთელ სოფელს, ეტყოდით, რა საშიშროების წინაშე იდგნენ და შემდეგ გაქცევაში მიეხმარებოდით! მათაც, რომლებსაც ახლა სულიერად სძინავთ, სერიოზული საშიშროება ემუქრებათ (ლუკ. 21:34—36). რადგან ეს წუთისოფელი მალე გადაივლის, მოდი დაუყოვნებლივ მივიღოთ ზომები იმისათვის, რომ ყველას ვუქადაგოთ! (2 ტიმ. 4:2; 2 პეტ. 3:11, 12).
5 განაგრძეთ მსახურება: მოდი ყველანაირი მეთოდი მოვსინჯოთ იმისათვის, რომ, რაც შეიძლება მეტ გულწრფელ ადამიანს გავაცნოთ სასიხარულო ცნობა, კარდაკარ თუ ქუჩაში, ტელეფონით თუ არაფორმალურად ქადაგებისას. ეს საქმე, რომელიც იეჰოვამ დაგვავალა, დღეისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია. თუ ამ დავალებას ენთუზიაზმით შევასრულებთ, ‘ჩვენ თავსაც ვიხსნით და მსმენელთაც’ (1 ტიმ. 4:16).