„დამაჯერებელი და სარწმუნო“
„ხვალიდან ქადაგებისას უნდა გამოვიყენო, რადგან მასში მოყვანილი არგუმენტები ნამდვილად დამაჯერებელი და სარწმუნოა“, — დაწერა საფრანგეთში მცხოვრებმა იეჰოვას მოწმემ. შეერთებულ შტატებში მცხოვრები ერთ-ერთი მოწმე წერდა: „დაუყოვნებლივ წავიკითხე და მოუთმენლად ველი მის გამოყენებას სამქადაგებლო მსახურებაში, რამდენადაც უამრავ გულგრილ ადამიანს ვხვდებით, რომლებიც ბიბლიას არ ენდობიან“. რის შესახებ საუბრობდნენ ისინი? ოცდათორმეტ გვერდიანი ბროშურის შესახებ სათაურით „წიგნი ყველასთვის“, რომელიც საზოგადოება „საგუშაგო კოშკმა“ გამოსცა 1997, 1998 წლებში მიმდინარე საოლქო კონგრესებზე „ღვთის სიტყვის რწმენა“.
ეს პუბლიკაცია განსაკუთრებული მკითხველისთვის მომზადდა — ვინც განათლებულია, მაგრამ ცოტა რამ იცის ბიბლიის შესახებ. მრავალ ასეთ პიროვნებას განსაზღვრული აზრი აქვს ჩამოყალიბებული ბიბლიაზე, თუმცა პირადად არასდროს წაუკითხავს. ამ ბროშურის მიზანია, გააგებინოს მკითხველს, რომ ბიბლია, სულ ცოტა, გამოკვლევას მაინც იმსახურებს. ბროშურა არ აიძულებს მკითხველს, გაიზიაროს თვალსაზრისი, რომ ბიბლია ღვთის მიერ შთაგონებულია. ნაცვლად ამისა, მოჰყავს ფაქტები, რომლებიც თვითონვე ამბობენ სათქმელს. მასში მაღალფარდოვანი სიტყვები არ არის გამოყენებული, არამედ ნათელი და ადვილი გასაგებია.
როგორც ზემოხსენებული კომენტარები აჩვენებს, კონგრესებზე დამსწრეები მოუთმენლად ელოდნენ სამქადაგებლო მსახურებაში ამ ბროშურის გამოყენებას. მაგალითად, საფრანგეთში 23, 24 აგვისტოს, როდესაც პარიზში მსოფლიო ახალგაზრდობის დღის აღსანიშნავად სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულმა ასობით ათასმა ახალგაზრდამ მოიყარა თავი, დამოწმების სპეციალური კამპანია იყო ორგანიზებული. დაახლოებით 2 500 მოწმემ (უმეტესობა 16-დან 30 წლამდე) გაავრცელა ამ ბროშურის 18 000 ეგზემპლარი გერმანულ, ესპანურ, ინგლისურ, იტალიურ, პოლონურ და ფრანგულ ენებზე.
მოდით ყოველი შესაძლებლობისას გამოვიყენოთ ბროშურა „წიგნი ყველასთვის“ ჩვენს მსახურებაში. დაე ეს პუბლიკაცია ძვირფასი აღმოჩნდეს მოაზროვნე ადამიანების იმაში დასარწმუნებლად, რომ პირადად უნდა გამოიკვლიონ ბიბლია.