-
მან საკუთარ შეცდომებზე ისწავლამიჰბაძეთ მათ რწმენას
-
-
18, 19. რა მოხდა, როდესაც იონა ზღვის ფსკერზე აღმოჩნდა, რა არსება შენიშნა მან, და ვისი ხელი ერია ამ ყველაფერში? (იხილეთ სქოლიო).
18 უცებ იონამ შენიშნა, რომ მისკენ უზარმაზარი არსება მიცურავდა. ის მიუახლოვდა იონას, გააღო უშველებელი პირი და გადაყლაპა.
იეჰოვამ „დიდ თევზს ჩააყლაპვინა იონა“
19 იონას სიცოცხლე აქ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ საოცარი რამ მოხდა. არც მისი ძვლები გადამტვრეულა, არც გაგუდულა და ამ არსებას არც მისი მონელება დაუწყია. წესით, მისი მუცელი იონასთვის სამარედ უნდა ქცეულიყო, მაგრამ ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. თანდათანობით იონას შიში დაეუფლა. აშკარა იყო, რომ ამ ყველაფერში მისი ღმერთის, იეჰოვას, ხელი ერია და სწორედ მან „ჩააყლაპვინა დიდ თევზს იონა“ (იონ. 1:17).c
20. რაზე ილოცა იონამ თევზის მუცელში და რას ვიგებთ მისი სიტყვებიდან?
20 იონას, ალბათ, წუთები საათებად მოეჩვენა. იქ, სიბნელეში, მას დრო ჰქონდა, ეფიქრა და იეჰოვასთვის ლოცვით მიემართა. მისი ლოცვა სრულადაა ჩაწერილი „იონას“ მეორე თავში. ეს ლოცვა გვიჩვენებს, რომ იონამ კარგად იცოდა წმინდა წერილები, რადგან ის „ფსალმუნებიდან“ ციტირებდა. იონას ლოცვიდან ისიც ჩანს, რომ ის შესანიშნავ თვისებას, მადლიერებას, ავლენდა. იონა ასე ამთავრებს ლოცვას: „მე სამადლობელს გეტყვი და მსხვერპლს შემოგწირავ. რაც აღმითქვამს, შევასრულებ. ხსნა იეჰოვასგანაა“ (იონ. 2:9).
21. რას მიხვდა იონა და რას ვსწავლობთ აქედან?
21 იონა მიხვდა, რომ იეჰოვას ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს შეუძლია თავისი მსახურების ხსნა. ღმერთმა „თევზის მუცელშიც“ კი დაინახა გასაჭირში მყოფი თავისი მსახური და გადაარჩინა (იონ. 1:17). მხოლოდ იეჰოვას შეეძლო, სიცოცხლე შეენარჩუნებინა იონასთვის დიდი თევზის მუცელში სამ დღესა და სამ ღამეს. კარგია, გვახსოვდეს, რომ იეჰოვა ღმერთის „ხელთაა ჩვენი სუნთქვა“ (დან. 5:23). ჩვენი არსებობა, ჩვენი ყოველი ამოსუნთქვა, მასზეა დამოკიდებული. ვართ ამისთვის მადლიერნი? განა მადლიერებას მორჩილებით არ უნდა ვავლენდეთ?!
22, 23. ა) რისი შესაძლებლობა მიეცა იონას? ბ) რა შეგვიძლია ვისწავლოთ იონასგან, როცა შეცდომას ვუშვებთ?
22 რა შეიძლება ითქვას იონაზე? მან ისწავლა, რომ მადლიერება ღვთისადმი მორჩილებით უნდა დაემტკიცებინა. სამი დღე-ღამის შემდეგ თევზმა იონა „ხმელეთზე ამოანთხია“ (იონ. 2:10). წარმოიდგინეთ, იონას ნაპირამდე გაცურვაც კი არ დასჭირვებია! თუმცა სამშვიდობოზე გასულ იონას გზის გაკვლევა მაინც მოუწევდა.
-
-
მან საკუთარ შეცდომებზე ისწავლამიჰბაძეთ მათ რწმენას
-
-
c ბერძნულ თარგმანში სიტყვა „თევზი“ გადმოტანილია, როგორც „ზღვის ურჩხული“ ან „უშველებელი თევზი“. მართალია, ზუსტად არაა ცნობილი, თუ რა სახეობის ზღვის ბინადარი იგულისხმება ამაში, მაგრამ ერთი რამ ცხადია, რომ ხმელთაშუა ზღვაში მართლაც არიან ისეთი ზომის ზვიგენები, რომელთაც თავისუფლად შეუძლიათ ადამიანის გადაყლაპვა. სხვა ადგილებში უფრო დიდი ზვიგენებიც ბინადრობენ. მაგალითად, ვეშაპისებრი ზვიგენი შესაძლოა სიგრძეში 15 მეტრს და მეტსაც აღწევდეს.
-