საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იეჰოვამ აკურთხოს თქვენი გეგმები!
    საგუშაგო კოშკი — 2017 | ივლისი
    • [და] ასწავლეთ მათ“ (მათ. 28:19, 20). თუ მიზნად დაისახავთ, სრული დროით ჩაებათ ამ საქმეში, დიდ კმაყოფილებას იგრძნობთ და განადიდებთ ღმერთს. როგორც ეს ნებისმიერ საქმეშია, აქაც დრო დაგჭირდებათ, რომ დახელოვნდეთ. ერთმა ძმამ, რომელმაც 19 წლის ასაკში დაიწყო პიონერად მსახურება, თქვა: „მომწონს სრული დროით მსახურება, რადგან ეს საშუალებას მაძლევს, იეჰოვას ჩემი სიყვარული დავუმტკიცო. თავიდან ვერც ერთი შესწავლა ვერ დავიწყე, მაგრამ მოგვიანებით, როცა სხვა ტერიტორიაზე გადავედი, ერთ თვეში უკვე რამდენიმე ადამიანს ვასწავლიდი ბიბლიას. ერთმა შემსწავლელმა კრების შეხვედრებზეც დაიწყო სიარული. დაუქორწინებელი ძმებისთვის ორთვიანი სკოლისa გავლის შემდეგ სხვა ტერიტორიაზე დამნიშნეს, სადაც ოთხი ბიბლიის შესწავლა დავიწყე. მომწონს, როცა ხალხს ბიბლიას ვასწავლი და ვხედავ, რომ წმინდა სული ცვლის მათ“ (1 თეს. 2:19).

      8. როგორ გააფართოვა ზოგიერთმა ახალგაზრდამ მსახურება?

      8 ზოგმა ახალგაზრდა ქრისტიანმა უცხო ენა შეისწავლა. ჩრდილოეთ ამერიკაში მცხოვრები ჯეიკობი ამბობს: «როცა შვიდი წლის ვიყავი, ჩემი კლასელების უმეტესობა ვიეტნამელი იყო. მინდოდა, მათთან იეჰოვას შესახებ მელაპარაკა, ამიტომ მათი ენის შესწავლა გადავწყვიტე. ინგლისურ ენაზე გამოცემულ „საგუშაგო კოშკს“ ვიეტნამურ გამოცემას ვადარებდი და ენას ძირითადად ასე ვსწავლობდი. აგრეთვე მეგობრები გავიჩინე ახლომდებარე ვიეტნამურ კრებაში. 18 წლის ასაკში პიონერობა დავიწყე. მოგვიანებით გავიარე „ბიბლიური სკოლა დაუქორწინებელი ძმებისთვის“. ამ ცოდნამ დიდი დახმარება გამიწია, რადგან ვიეტნამურ ჯგუფში ერთადერთი უხუცესი ვარ. ბევრ ვიეტნამელს უკვირს, რომ მათი ენა ვისწავლე. ისინი სახლში მეპატიჟებიან და მათთან ბიბლიის შესწავლას ვიწყებ ხოლმე. ზოგიერთი შემსწავლელი მოინათლა კიდეც» (შეადარეთ საქმეების 2:7, 8).

  • იეჰოვამ აკურთხოს თქვენი გეგმები!
    საგუშაგო კოშკი — 2017 | ივლისი
    • მაგალითად, ბრენდონი ცხრა წლის მანძილზე მსახურობდა პიონერად ტერიტორიაზე, სადაც ჭეშმარიტებას თითქმის არავინ ისმენდა. ის ამბობს: «სიამოვნებით ვქადაგებ სასიხარულო ცნობას, რადგან იეჰოვა ითხოვს ამას. პიონერად მსახურება სკოლის დამთავრებისთანავე დავიწყე. კრებაში ახალგაზრდა ძმებს ვეხმარები და მათი სულიერი პროგრესი დიდ სიხარულს მანიჭებს. გავიარე „ბიბლიური სკოლა დაუქორწინებელი ძმებისთვის“, რის შემდეგაც ახალ ტერიტორიაზე დამნიშნეს. მართალია, მე ვერავის დავეხმარე, რომ ნათლობამდე მისულიყო, მაგრამ ეს სხვებმა გააკეთეს. მიხარია, რომ თავის დროზე გადავწყვიტე, მოწაფეების მომზადების საქმეში სრულად მიმეღო მონაწილეობა» (ეკლ. 11:6).

  • იეჰოვამ აკურთხოს თქვენი გეგმები!
    საგუშაგო კოშკი — 2017 | ივლისი
    • 12. რა შესაძლებლობებს გვაძლევს პიონერად მსახურება?

      12 ერთი ძმა ამბობს: „პატარაობიდანვე მინდოდა, რომ იეჰოვასთვის სრული დროით მემსახურა. 19 წლისამ დავიწყე პიონერად მსახურება. თავი რომ მერჩინა, ერთ მშენებელ ძმასთან ვმუშაობდი ნახევარ განაკვეთზე. ვისწავლე სახლის გადახურვა და კარ-ფანჯრების მონტაჟი. მოგვიანებით ორი წელი ვმსახურობდი ქარიშხლით დაზარალებულთა დახმარების ბრიგადაში. ამ პერიოდში ვაშენებდით და ვარემონტებდით სამეფო დარბაზებსა და და-ძმების სახლებს. როცა გავიგე, რომ სამხრეთ აფრიკაში მშენებლები სჭირდებოდათ, შევავსე ანკეტა და ჩამოვედი აქ. რამდენიმე კვირაში ვაშენებთ სამეფო დარბაზს და შემდეგ სხვა პროექტზე გადავდივართ. სამშენებლო ბრიგადა ჩემთვის ოჯახივით გახდა. ერთად ვცხოვრობთ, ერთად ვსწავლობთ ბიბლიას და ერთად ვმუშაობთ. გარდა ამისა, ყოველკვირა სიამოვნებით ვქადაგებ ადგილობრივ და-ძმებთან ერთად. ბავშვობაში ვერც კი წარმოვიდგენდი, რამხელა სიხარულს მომიტანდა მაშინ დასახული მიზანი“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება