საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g 7/12 გვ. 20
  • რა ხდება მსოფლიოში?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რა ხდება მსოფლიოში?
  • გამოიღვიძეთ! — 2012
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ცნობილი კონფლიქტი თავის კვალს ტოვებს
  • უკიდურესი კლიმატური პირობები აღარავის უკვირს
  • როგორ დაგეხმარებათ ბიბლია, თუ ბუნებრივი კატაკლიზმის გამო დაზარალდით
    სხვადასხვა
  • ძლიერი გვალვა მსოფლიოში — რას ამბობს ბიბლია?
    სხვადასხვა
  • ტექნოლოგიების საუკუნე
    გამოიღვიძეთ! — 2009
  • შეკითხვების ყუთი
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2002
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 2012
g 7/12 გვ. 20

რა ხდება მსოფლიოში?

„მობილური ტელეფონი არასასურველი ურთიერთობების თავიდან არიდების საშუალებად იქცა. მობილური ტელეფონის მფლობელთა 13 % ზოგჯერ თავს ისე აჩვენებს, თითქოს ტელეფონზე ლაპარაკობს მაშინ, როცა არ სურს გვერდით მყოფ ადამიანებთან საუბარი და ურთიერთობა“ (სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, აშშ.).

ბოლო ხუთი წელია, რაც ზაფხულობით არქტიკის ზღვების მხოლოდ მცირე ნაწილიღა რჩება გაყინული (BBC NEWS, ბრიტანეთი).

„აფრიკის სახნავ-სათესი მიწების 47% დაუმუშავებელი რჩება“ (THE WITNESS, სამხრეთი აფრიკა).

„ბოლო ათ წელიწადში ათმა ქვეყანამ (არგენტინა, ბელგია, ესპანეთი, ისლანდია, კანადა, ნორვეგია, პორტუგალია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, შვედეთი, ჰოლანდია) კანონიერად ცნო ერთი და იმავე სქესის ადამიანთა ქორწინება“ (FAMILY RELATIONS, აშშ.).

ცნობილი კონფლიქტი თავის კვალს ტოვებს

ჩრდილოეთ ირლანდიაში ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, რელიგიურმა და პოლიტიკურმა კონფლიქტმა თავისი კვალი დატოვა საზოგადოებაზე. ეს ცნობილი კონფლიქტი ჩრდილოეთ ირლანდიაში თითქმის 30 წელიწადი გაგრძელდა და მოსახლეობის 2/3 დააზარალა. ოლსტერის უნივერსიტეტის ბამფორდის სახელობის ფსიქიკური ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით მომავალში ჩრდილოეთ ირლანდიაში მცხოვრებ ყოველ მეათე ადამიანს პოსტტრავმული სტრესული მოშლილობა განუვითარდება. „ეს არის მსოფლიოში ყველაზე მაღალი შეფარდება“, — ნათქვამია გაზეთ „The Irish Times“-ში. ამ მაჩვენებლით ეს კონფლიქტი მსოფლიოში მომხდარ უმძიმეს კონფლიქტთა რიცხვში შედის, რადგან ქვეყანაში ყოველი 500 ადამიანიდან ერთი ამ კონფლიქტს შეეწირა.

უკიდურესი კლიმატური პირობები აღარავის უკვირს

შეერთებულ შტატებში კლიმატური პირობები დღითიდღე უჩვეულო ხდება. ძლიერი წყალდიდობები, მომაკვდინებელი გვალვები და საზარელი ქარიშხლები დღეს უკვე აღარავის უკვირს. მეცნიერთა კავშირის მიერ გამართულ შეხვედრაზე ტეხასის ტექნიკური უნივერსიტეტის კლიმატოლოგმა კეტრინ ჰეიჰოუმ კოლეგებს მიმართა: „ჩვენ მიჩვეულნი ვართ გარკვეულ კლიმატურ ცვლილებებს, მაგრამ ის, რაც დღესდღეობით ხდება, საკმაოდ უჩვეულოა“. ჰეიჰოუსა და სხვა ექსპერტებს სჯერათ, რომ ადამიანი დიდ როლს თამაშობს კლიმატური პირობების რღვევაში.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება