„მე თქვენთან იმიტომ მოვედი, რომ . . . “
როდესაც მობინადრეები კარს გვიღებენ და გვხედავენ, შესაძლოა დაინტერესდნენ, ვინ ვართ და რატომ მივედით მათთან. რის თქმა შეგვიძლია თავიდან, რომ მათ თავი თავისუფლად იგრძნონ? მისალმების შემდეგ ზოგი მაუწყებელი იმის ასახსნელად, თუ რატომ მივიდა მობინადრესთან, იყენებს სიტყვას „იმიტომ“. მაგალითად, მათ შეიძლება ასეთი რამ თქვან: „ჩვენ იმიტომ მოვედით, რომ ბევრი შეწუხებულია დამნაშავეობით. თქვენი აზრით . . . “. ან შესაძლოა ასე ვუპასუხოთ: „თქვენთან იმიტომ მოვედით, რომ ბიბლიის უფასო შესწავლა შემოგთავაზოთ“. თუ მობინადრეს თავიდანვე ვეტყვით ჩვენი მისვლის მიზანს, უფრო მეტად განეწყობა მოსასმენად.