25 ნოემბრით დაწყებული კვირის გეგმა
25 ნოემბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 122 და ლოცვა
□ კრების ბიბლიის შესწავლა:
jl გაკვეთილები 11—13 (30 წთ.)
□ თეოკრატიული მსახურების სკოლა:
ბიბლიის კითხვა: იაკობი 1—5 (10 წთ.)
№1: იაკობი 1:22—2:13 (4 წთ. ან ნაკლები)
№2: როგორ დევნის სიყვარული შიშს? (1 იოან. 4:16—18) (5 წთ.)
№3: რატომ არ არის საკმარისი ბიბლიის მხოლოდ წაკითხვა? (rs გვ. 262 ¶1, 2) (5 წთ.)
□ სამსახურებრივი შეხვედრა:
10 წთ.: როგორ შევთავაზოთ დეკემბერში გასავრცელებელი ჟურნალები. განხილვა. 30-60 წამი დაუთმე იმის ახსნას, რატომ არის ეს ჟურნალები თქვენი ტერიტორიისთვის შესაფერისი. შემდეგ სთხოვე აუდიტორიას, „საგუშაგო კოშკის“ შესავალი სტატიებიდან აღნიშნონ, შეთავაზებისას რა კითხვებს დასვამდნენ ინტერესის აღსაძრავად და რომელ მუხლებს წაიკითხავდნენ. იგივე გააკეთე ჟურნალის „გამოიღვიძეთ!“ შესავალი სტატიებისთვის და, თუ დრო საშუალებას იძლევა, ამ თვის ჟურნალებიდან სხვა რომელიმე სტატიისთვისაც. წარმოადგინე თითოეული ნომრის შეთავაზების ინსცენირება.
10 წთ.: როგორ უპასუხებ? მოხსენება. დაფუძნებულია წიგნ „თეოკრატიული მსახურების სკოლა“, გვერდი 69, აბზაცები 1—5. წარმოადგინე ინსცენირება, სადაც მაუწყებელი პასუხობს ბიბლიის შემსწავლელს კითხვაზე: „ჩემ ადგილას შენ როგორ მოიქცეოდი?“.
10 წთ.: „მსახურებაში დამხმარე რუბრიკა“. კითხვა-პასუხები. გამოიყენე გარკვეული მონაკვეთი რუბრიკიდან „საუბრები ბიბლიურ თემებზე“ და მე-3 აბზაცში მოცემული რჩევის გათვალისწინებით წარმოადგინე მოკლე ინსცენირება.
სიმღერა 45 და ლოცვა