საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w97 3/1 გვ. 6-7
  • უკეთესი გზა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • უკეთესი გზა
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1997
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ქვეყნიერება საფუძვლიანი ფასეულობებით
  • ფუნდამენტალიზმი რა არის ის?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1997
  • „იეჰოვას მოწმეები“
    მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე
  • რა სწამთ იეჰოვას მოწმეებს?
    რა სწამთ იეჰოვას მოწმეებს?
  • რა სწამთ იეჰოვას მოწმეებს?
    ხშირად დასმული კითხვები
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1997
w97 3/1 გვ. 6-7

უკეთესი გზა

იეჰოვას მოწმეებს აწუხებთ ქვეყნიერების გახრწნილი სულიერობა, უზნეობა და რელიგიური გაურკვევლობა, რომლებითაც საზოგადოებაა გაჟღენთილი. ამის გამო მათ ზოგჯერ ფუნდამენტალისტებს უწოდებენ. მაგრამ წარმოადგენენ თუ არა ისინი ფუნდამენტალისტებს? არა. თუმცა მტკიცე რელიგიური რწმენა აქვთ, ისინი არ არიან ფუნდამენტალისტები, რა გაგებითაც ამ ტერმინს იყენებენ. ისინი გავლენას არ ახდენენ პოლიტიკურ ლიდერებზე გარკვეული თვალსაზრისის წინ წასაწევად და არ მიმართავენ დემონსტრაციებსა და ძალადობას მათ წინააღმდეგ, ვისაც არ ეთანხმებიან. მათ უკეთესი გზა ნახეს. ისინი თავიანთ წინამძღოლს, იესო ქრისტეს ბაძავენ.

იეჰოვას მოწმეები დარწმუნებული არიან, რომ რელიგიური ჭეშმარიტება არსებობს და რომ მას ბიბლია შეიცავს (იოანე 8:32; 17:17). მაგრამ ბიბლია ასწავლის ქრისტიანებს, იყვნენ გულკეთილნი, კეთილსინდისიერნი, მშვიდნი და გონიერნი — ასწავლის თვისებებს, რომლებიც არ უშვებს ფანატიზმს (გალატელთა 5:22, 23; ფილიპელთა 4:5). ბიბლიის წიგნში „იაკობი“ მოციქული მოუწოდებს ქრისტიანებს, განავითარონ „მაღლიდან გარდმომავალი სიბრძნე“, რომელიც აღწერილია, როგორც ‘პირველყოვლისა წმიდა, მერე მშვიდობიანი, ლმობიერი, ნებიერი, წყალობითა და კეთილი ნაყოფით სავსე“. იაკობი ამატებს: „სიმართლის ნაყოფი მშვიდობით ეთესებათ მშვიდობისმყოფელთ“ (იაკობი 3:17, 18).

იეჰოვას მოწმეებს ახსოვთ, რომ იესო ძალიან ზრუნავდა ჭეშმარიტებაზე. პონტოელ პილატეს მან უთხრა: „მე იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოვედი წუთისოფელში, რომ ჭეშმარიტება დავამოწმო“ (იოანე 18:37). მიუხედავად იმისა, რომ ჭეშმარიტების შეუპოვარი დამცველი იყო, ის არ ცდილობდა სხვებზე თავისი რწმენის მოხვევას. უფრო სწორად რომ ვთქვათ, ის მათ გულსა და გონებას მოუწოდებდა. მან იცოდა, რომ მისი ზეციერი მამა, ‘კეთილი და მართალი’ ღმერთი გადაწყვეტდა, როგორ და როდის მოეშორებინა დედამიწის პირისგან სიცრუე და უსამართლობა (ფსალმუნი 24:8). ამიტომ ის არ ცდილობდა იმ ადამიანთა დაჩაგვრას, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ მას. პირიქით, სწორედ მისი თანამედროვე ორთოდოქსი რელიგიური წინამძღოლები ცდილობდნენ იესოს დამორჩილებას (იოანე 19:5, 6).

იეჰოვას მოწმეებს მტკიცე რწმენა აქვთ რელიგიური სწავლებებისადმი და ზნეობის საკითხში ისინი საფუძვლიან ფასეულობებს ავლენენ. პავლე მოციქულის მსგავსად, ისინი დარწმუნებული არიან, რომ არსებობს მხოლოდ ‘ერთი უფალი, ერთი რწმენა, ერთი ნათლობა’ (ეფესელთა 4:5). აგრეთვე მათ შეიგნეს იესოს სიტყვები: „ვიწროა კარიბჭე და ვიწროა გზა, რომელსაც სიცოცხლისაკენ მიჰყავს, და მცირედნი ჰპოვებენ მას“ (მათე 7:13, 14). და მაინც, ისინი არ ცდილობენ სხვებისთვის ძალის დატანებას, რათა მათ მსჯელობებს მიჰყვნენ. მათ ურჩევნიათ, პავლეს მიჰბაძონ და ‘სთხოვონ’ ყველა მსურველს, ‘ღმერთს შეურიგდნენ’ (2 კორინთელთა 5:20). ეს არის უკეთესი გზა. ეს ღვთის გზაა.

რელიგიური ფუნდამენტალიზმი, სიტყვის დღევანდელი გაგებით, ძალიან განსხვავებულია. ფუნდამენტალისტები მრავალ მოხერხებულ მოქმედებას იყენებენ — მათ შორის ძალადობასაც — რათა აჰკიდონ თავიანთი პრინციპები საზოგადოებას. ასე მოქმედებით ისინი პოლიტიკური სისტემის განუყოფელი ნაწილი ხდებიან. მაგრამ იესომ თქვა, რომ მისი მიმდევრები ‘არ უნდა ყოფილიყვნენ წუთისოფლისანი’ (იოანე 15:19; 17:16; იაკობი 4:4). ამ სიტყვების შესაბამისად იეჰოვას მოწმეები მტკიცე ნეიტრალიტეტს იცავენ პოლიტიკურ პაექრობებში. და, როგორც იტალიური გაზეთი აღიარებს, ისინი „არავის არაფერში არ აიძულებენ; ყველას თავისუფლად შეუძლია მიიღოს ან უარყოს მათი ნათქვამი“ (Fuoripagina). რა შედეგი აქვს ასეთ მოქმედებას? იეჰოვას მოწმეთა მშვიდობიანი ბიბლიური ცნობა ყველანაირ ადამიანს იზიდავს, მათაც კი, რომლებიც ოდესღაც ფუნდამენტალისტები იყვნენ (ესაია 2:2, 3).

ქვეყნიერება საფუძვლიანი ფასეულობებით

იეჰოვას მოწმეებს ესმით, რომ ადამიანები ვერ გადაწყვეტენ პრობლემებს, რომლებიც ფუნდამენტალისტებს აწუხებთ. შენ არ შეგიძლია, აიძულო ადამიანი, ირწმუნოს ღმერთი ან შენი პირადი რელიგიური მრწამსი მიიღოს. ფიქრი იმაზე, რომ ასეთი გადაწყვეტილებები შესაძლებელია, ისტორიაში ყველაზე საშინელ ტრაგედიებს იწვევდა, მაგალითად ისეთებს, როგორიცაა: ჯვაროსნული ლაშქრობები, შუა საუკუნეების ინკვიზიცია და ამერიკელი ინდიელების „რწმენაში მოქცევა“. მაგრამ ღმერთს თუ ენდობი, მზადყოფნით მის ხელს ჩააბარებ ამ საკითხებს.

ბიბლიის თანახმად, ღმერთმა შეზღუდა დროის მონაკვეთი, რომელშიც ადამიანებისთვის ნებადართულია მისი კანონების დარღვევა და ამრიგად, ტანჯვისა და ტკივილის გამოწვევა. ეს დრო თითქმის ამოიწურა. იესო უკვე მეფობს ღვთის ზეციერ სამეფოში და მალე ეს სამეფო გააუქმებს ადამიანთა მთავრობებს და თავის ხელში აიღებს კაცობრიობაზე მუდმივ მმართველობას (მათე 24:3–14; გამოცხადება 11:15, 18). ამის შედეგად მთელ დედამიწაზე დაარსდება სამოთხე, რომელშიც გაბატონდება მშვიდობა და სამართლიანობა. მაშინ აღარ იარსებებს გაურკვევლობა ჭეშმარიტი ღვთისადმი თაყვანისცემის შესახებ. „მართალნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას და იარსებებენ მასზე უკუნისამდე“ (ფსალმუნი 36:29). წყალობისა და ჭეშმარიტების, სამართლისა და სიკეთის მსგავსი მარადიული ფასეულობები გაიმარჯვებენ ყველა მორჩილი ადამიანის სასიკეთოდ. ამ დროის მოლოდინში ფმალმუნმომღერალი პოეტურად ამბობს: „შეიყრებიან წყალობა და ჭეშმარიტება, სიმართლე და მშვიდობა გადაჰკოცნიან ერთიმეორეს. ჭეშმარიტება დედამიწიდან აღმოცენდება და სიმართლე ზეციდან გადმოიხედავს. უფალიც გვიბოძებს სიკეთეს და ჩვენი მიწა მოგვცემს ნაყოფს. სიმართლე ივლის მის წინ და გზას გაუკაფავს მის ნაბიჯებს (ფსალმუნი 84:11–14).

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნიერებას ვერ შევცვლით, როგორც ცალკეულ პირებს, დღესაც კი შეგვიძლია ღვთისთვის მოსაწონი ფასეულობების განვითარება. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ვეცადოთ ისეთი ადამიანები ვიყოთ, რომელთა ხილვასაც ღმერთი იმ ახალ ქვეყნიერებაში თავის თაყვანისმცემლებად ისურვებს. მაშინ ჩვენ იმ თავმდაბლებს შორის ვიქნებით, რომლებზეც ფსალმუნმომღერალი მიუთითებდა: „თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას და დაამდებიან დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნი 36:11). ღმერთი მხარს უჭერს და აკურთხებს თავისი ნების შემსრულებლებს და მათი მომავლისთვის შესანიშნავ აღთქმებს იძლევა. მოციქულმა იოანემ თქვა: „გადადის წუთისოფელი და მისი გულისთქმაც, ღვთის ნების აღმსრულებელი კი რჩება უკუნისამდე“ (1 იოანე 2:17).

[სურათი 7 გვერდზე]

იეჰოვას მოწმეები ყველას პატიჟებენ, გაეცნონ კეთილ ცნობას ღვთის სამეფოს შესახებ.

[საავტორო უფლება 6 გვერდზე]

ლამპარი გვერდებზე 3, 4, 5 დან: Printer’s Ornaments/by Carol Belanger Crafton/Dover Publication.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება