-
იეჰოვა განადიდებს თავის მესიანურ მსახურსესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
-
-
5. ა) როგორ განმარტა ზოგმა იუდეველმა სწავლულმა ესაიას წინასწარმეტყველება? (იხილეთ სქოლიო). ბ) როგორ ცხადყოფს მსახურის ვინაობას ბიბლიის წიგნი „მოციქულთა საქმეები“?
5 წინაქრისტიანულ პერიოდსა და ახალი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეებში ზოგი იუდეველი მკვლევარი ამ წინასწარმეტყველებას მესიას უკავშირებდა. ასეთი ახსნის ჭეშმარიტებას ქრისტიანულ-ბერძნული წერილები ადასტურებს. წიგნ „მოციქულთა საქმეების“ თანახმად, როდესაც ეთიოპელმა საჭურისმა უთხრა ფილიპეს, რომ ვერ გაეგო ესაიას წინასწარმეტყველებაში მოხსენიებული მსახურის ვინაობა, ფილიპემ „ახარა იესოს შესახებ“ (საქმეები 8:26—40; ესაია 53:7, 8). ბიბლიის სხვა წიგნებიდანაც ჩანს, რომ იესო ქრისტეა ესაიას წინასწარმეტყველებაში მოხსენიებული მესიანური მსახურიa.
-
-
იეჰოვა განადიდებს თავის მესიანურ მსახურსესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
-
-
a იონათან ბენ ყუზიელის თარგუმში, რომელიც ჯ. სტენინგმა თარგმნა, ესაიას 52:13-ში ვკითხულობთ: „ნახეთ, ჩემი მსახური, ცხებული (ანუ მესია) გაიხარებს“ ბაბილონელთა თალმუდშიც (დაახლოებით ახ. წ. III საუკუნე) ამის მსგავსად არის ნათქვამი: „მესია — რა ჰქვია მას?.. [ის] რაბინები [ამბობენ, რომ „სნეული“], როგორც ნათქვამია, „მან იტვირთა ჩვენი სნეულებანი“ (სანჰედრინ 98ბ; ესაია 53:4).
-