საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • სიხარული — თვისება, რომელიც ღვთისგან მომდინარეობს
    საგუშაგო კოშკი — 2018 | თებერვალი
    • როგორ გავიძლიეროთ სიხარული?

      შესაძლებელია, რომ ქრისტიანმა, რომელსაც უკვე აქვს სიხარული, გაიძლიეროს ის? იესომ თქვა: „ეს ყველაფერი იმიტომ გითხარით, რომ ჩემი სიხარული თქვენში იყოს და სრული გახდეს თქვენი სიხარული“ (იოან. 15:11). ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ ამ გრძნობის გაძლიერება შესაძლებელია. სიხარული შეიძლება ცეცხლს შევადაროთ. ცეცხლის ასაგიზგიზებლად მას ხშირად უნდა დავუმატოთ შეშა. მსგავსად, სიხარულის გასაძლიერებლად სულიერად გაძლიერება გჭირდებათ. გახსოვდეთ: ნამდვილ სიხარულს წმინდა სული წარმოშობს. ასე რომ, თქვენი სიხარული გაიზრდება, თუ ხშირად სთხოვთ ლოცვაში იეჰოვას მის სულს და იფიქრებთ მისივე სულით შთაგონებულ სიტყვაზე (ფსალმ. 1:1, 2; ლუკ. 11:13).

      თქვენს სიხარულს ღვთის მოსაწონი საქმეებით აქტიურად დაკავებაც გააძლიერებს (ფსალმ. 35:27; 112:1). ბიბლიაში ნათქვამია: „ჭეშმარიტი ღვთის გეშინოდეს და მისი მცნებები დაიცავი, რადგან ეს არის ადამიანის ვალდებულება“ (ეკლ. 12:13). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ ღვთის ნების შესასრულებლად ვართ შექმნილნი. სწორედ ამიტომ გვანიჭებს ყველაზე დიდ სიხარულს იეჰოვასადმი მსახურება.b

  • სიხარული — თვისება, რომელიც ღვთისგან მომდინარეობს
    საგუშაგო კოშკი — 2018 | თებერვალი
    • სიხარულის გაძლიერების სხვა საშუალებები

      • გაიმარტივეთ ცხოვრება და ზედმეტად ნუ დაიტვირთებით (ლუკ. 12:15).

      • ძალიან ბევრს ნუ მოსთხოვთ საკუთარ თავს (მიქ. 6:8).

      • დარწმუნდით, რომ თქვენი გეგმები (სამსახურთან, სკოლასთან, დასვენებასთან დაკავშირებით და ა.შ.) ხელს არ გიშლით სულიერი მიზნების მიღწევაში (ეფეს. 5:15, 16).

      • იყავით გაწონასწორებული როგორც საკუთარ თავთან, ისე სხვებთან მიმართებით (ფილ. 4:5).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება