საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • my მოთხ. 50
  • ორი მამაცი ქალი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ორი მამაცი ქალი
  • ბიბლიური მოთხრობები
  • მსგავსი მასალა
  • ახალი წინამძღოლი და ორი მამაცი ქალი
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • „გამოვჩნდი, დედა, ისრაელში“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2015
  • რწმენით სძლია ბარაკმა ძლიერ ჯარს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2003
  • სისერა
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
ბიბლიური მოთხრობები
my მოთხ. 50
ბარაკი გაოცებულია რადგან ესმის, რომ იაელმა სისარა მოკლა

მოთხრობა 50

ორი მამაცი ქალი

გაჭირვებაში მყოფმა ისრაელებმა იეჰოვას მოუხმეს. დასახმარებლად იეჰოვამ მათ მამაცი წინამძღოლები დაუყენა. ბიბლიაში მათ მსაჯულები ეწოდებათ. პირველი მსაჯული იესო ნავეს ძე იყო. ოთნიელი, ეჰუდი და შამგარიც მსაჯულები იყვნენ. მაგრამ მათ შორის, ვინც ისრაელს ეხმარებოდა, ორი ქალიც იყო — დებორა და იაელი.

დებორა და ბარაკი

დებორა წინასწარმეტყველი იყო. იეჰოვა მისი მეშვეობით უცხადებდა ხალხს, რა მოხდებოდა. დებორა მსაჯულიც იყო. ის პალმის ხის ქვეშ იჯდა ქვეყნის მთიან მხარეში და ხალხი დახმარებისთვის მასთან მიდიოდა.

იმ დროს ქანაანში იაბინი მეფობდა. მას 900 საომარი ეტლი ჰქონდა და იმდენად ძლიერი ჯარი ჰყავდა, რომ ისრაელთა დიდი ნაწილი მას ემსახურებოდა. იაბინის ჯარის მხედართმთავარს სისარა ერქვა.

ერთ დღეს დებორამ მსაჯული ბარაკი თავისთან დაიბარა და უთხრა: ‘იეჰოვამ თქვა: შეკრიბე 10 000 კაცი და თაბორის მთასთან მიიყვანე. იქ მოგიყვან სისარას და ხელში ჩაგიგდებ მას და მის ჯარს’.

ბარაკმა მიუგო: ‘თუ წამომყვები, წავალ’. დებორა გაჰყვა, მაგრამ უთხრა: ‘ვეღარ მიიღებ დიდებას ამ გამარჯვებიდან, რადგან იეჰოვა ქალის ხელში ჩააგდებს სისარას’. ეს ასეც მოხდა.

ბარაკი დაეშვა თაბორის მთიდან, რომ სისარას მეომრებს შებრძოლებოდა. მოულოდნელად იეჰოვამ წყალდიდობა გამოიწვია და მტრის უამრავი მეომარი დაიხრჩო. სისარა გადმოხტა ეტლიდან და გაიქცა.

ცოტა ხანში ის იაელის კარავს მიადგა. იაელმა შეიპატიჟა კარავში და რძე დაალევინა. სისარას ძილი მოერია და მალე ჩაეძინა კიდეც. იაელმა აიღო კარვის პალო და ამ ბოროტ კაცს თავი გაუხვრიტა. მოგვიანებით, როცა ბარაკი მივიდა, იაელმა მკვდარი სისარა უჩვენა. დებორას სიტყვები გამართლდა.

ბოლოს მეფე იაბინიც მოკლეს და ისრაელში კვლავ მშვიდობამ დაისადგურა.

მსაჯულები 2:14—22; 4:1—24; 5:1—31.

კითხვები

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება