საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • კეთილი ცნობის შეთავაზება დადებითი განწყობილებით
    სამეფო მსახურება — 1996 | სექტემბერი
    • 3 როცა კვლავ მიდიხარ მათთან, ვისთანაც ისაუბრე ღმერთზე, როგორც შემოქმედზე, ალბათ, გსურს, შემდეგნაირად უთხრა:

      ◼ „წინა შეხვედრისას ვისაუბრეთ ღვთის არსებობაზე მტკიცების შესახებ, სახელდობრ, მისი დიდებული შემოქმედების შესახებ. ნუთუ თქვენთვის ძნელია, ირწმუნოთ, რომ პიროვნება, ვინც შექმნა სამყარო, დაინტერესებულია ჩვენი მომავლით? [საშუალება მიეცი, გიპასუხოს]. საინტერესოა აღვნიშნოთ, რომ შემოქმედმა უკვე დაადგინა მომავალი“. წაუკითხე ესაიას 46:9, 10. პიროვნების ინტერესის მიხედვით გამოიყენე მე-19 თავის სურათები და მათი კომენტარები წიგნიდან, „შემოქმედება“, რათა ყურადღება გაამახვილო ღვთის მიერ დაპირებულ იდეალურ პირობებზე. წაუკითხე მე-20 თავის 1-ლი აბზაცი და შესთავაზე ბიბლიის შესწავლა. თუ თანახმაა, დაიწყე შესწავლა წიგნით, „შემეცნება“.

  • კეთილი ცნობის შეთავაზება დადებითი განწყობილებით
    სამეფო მსახურება — 1996 | სექტემბერი
    • 5 თუ პირველი მონახულებისას ღვთის მმართველობაზე საუბრობდით, განმეორებითი მონახულებისას შეგიძლია, სცადო ამ შემოთავაზებულის გამოყენება:

      ◼ „როცა რამდენიმე დღის წინ ვიყავი აქ, ვისაუბრეთ ადამიანის უსუსურობაზე, ნამდვილი მშვიდობა დაამყაროს დედამიწაზე. ალბათ, გახსოვთ, რომ ბიბლიაში ვიპოვეთ ასეთი უსუსურობის მიზეზი. [ხელახლა წაიკითხე ფსალმუნის 145:3]. შენიშნეთ, რატომ გვირჩია ღმერთმა, არ დავამყაროთ იმედი ადამიანებზე? [საშუალება მიეცი, გიპასუხოს]. ალბათ, დამეთანხმებით, რომ ნებისმიერი იმედი მუდმივი გადარჩენისთვის ღვთისგან უნდა მომდინარეობდეს. საფუძველი ასეთი რწმენისათვის ახსნილია ფსალმუნის 145:10-ში. [წაიკითხე]. რა უნდა გავაკეთოთ, თუ გვსურს, ვიყოთ ღვთის სამეფოს ქვეშევრდომები?“ წიგნი, „შემეცნება“, გადაშალე 250-ე გვერდზე, წაიკითხე მე-13 აბზაცი და გამოყავი იოანეს 17:3. შესთავაზე, რომ აჩვენებ, თუ როგორ ღებულობენ მილიონები მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვან შემეცნებას ბიბლიის შესწავლით. თუ მიიღო შეთავაზება, მიეცი წიგნი, „შემეცნება“, და დაიწყე შესწავლა.

  • კეთილი ცნობის შეთავაზება დადებითი განწყობილებით
    სამეფო მსახურება — 1996 | სექტემბერი
    • 7 როცა განმეორებით მიდიხარ საქმიან პიროვნებასთან, რომელსაც დაუტოვე წიგნი „შემოქმედება“, შეგიძლია მომდევნო სიტყვები უთხრა:

      ◼ „ბოლო მონახულებისას მოვიხსენიე, რომ საბოლოოდ მხოლოდ ღმერთი მოუღებს ბოლოს დამნაშავეობასა და ძალადობას. მისი დანაპირების მიხედვით, შეგვიძლია ვირწმუნოთ, რომ დედამიწაზე მშვიდობა დამყარდება. ყურადღება მიაქციეთ არჩევანს, რომელიც ყოველი ჩვენგანის წინ დგას“. წიგნის, „შემოქმედების“, 250-ე გვერდზე წაუკითხე მე-11 აბზაცი, დაურთე ფსალმუნის 36:37, 38. კომენტარი გაუკეთე სურათს, რომელიც მოცემულია 251-ე გვერდზე და წაიკითხე მე-14 აბზაცის პირველი წინადადება. შესთავაზე ბიბლიის უსასყიდლო შესწავლა, რომელიც ჩატარდება ან მის სამუშაო ადგილზე, ან სახლში.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება